დემეტრე II თავდადებული: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის 185.168.227.255 ცვლილებების გაუქმება (№3490407)
იარლიყი: გაუქმება
მომხმარებლის 185.168.227.255 ცვლილებების გაუქმება (№3490408)
იარლიყი: გაუქმება
ხაზი 33:
 
დემეტრე II-ის დროს ქვეყანა კიდევ უფრო დაქვეითდა ეკონომიურად, გაიზარდა მონღოლური გადასახადები, მომრავლდნენ მათხოვარ-დავრდომილები და ქვრივ-ობლები, შეთხელდა მწარმოებელი მოსახლეობა, გამწვავდა აგრარული ურთიერთობა და ამ ნიადაგზე - კლასობრივი და შინაკლასობრივი ბრძოლა. განსაკუთრებით აოხრებული იყო კახეთი და ჰერეთი. საერთო გაჭირვებას ზედ დაერთო მიწისძვრა, რომელიც მთელი თვე გაგრძელდა. მოსახლეობაში, განსაკუთრებით ფეოდალურ ზედაფენებში, ფეხს იკიდებდა მონღოლური წეს-ჩვევები (მრავალცოლიანობა და სხვა). დემეტრე II-ის სახელმწიფოებრივი ღონისძიებანი (უკაცური ადგილების ხელახლა დასახლება, ეკლესიისათვის უძრავი ქონების ჩამორთმევა და სხვ.) სასურველ შედეგებს ვერ იძლეოდა.
[[სურათი:Hrynievski. Demetre II.JPG|thumb|265px|left|დემეტრე II ემშვიდობება ქართველებს.]]
დემეტრე II იძულებული იყო მონაწილეობა მიეღო ილხანთა სახელმწიფოში ატეხილ დინასტიურ ბრძოლებში: [[1282]] საქართველოს ლაშქრით [[ხორასანი|ხორასანში]] იბრძოდა [[აჰმედ თოგუდანი|აჰმად-ყაენის]] (1282-1284) მხარეზე [[აბაღა-ხანი|აბაღას]] ძის [[არღუნ-ხანი|არღუნის]] წინააღმდეგ; 1284 წლიდან ახალი ყაენის არღუნის (1284-1291) მხარეზე იყო. ყაენის პირველ ვაზირ ბუღასთან მეგობრობისა და მოყვრობის წყალობით (ბუღას შვილს ცოლად ჰყავდა დემეტრე II-ის ასული რუსუდანი) გაძლიერდა დემეტრე II-ის ავტორიტეტი და გავლენა საქართველოში. [[1288]] წელს გამომჟღავნდა არღუნის წინააღმდეგ შეთქმულება. მისი მეთაურობა ბუღას დააბრალეს. ბუღა და მისი ნათესავ-მეგობრები სიკვდილით დასაჯეს. დემეტრე II, როგორც ბუღას მეგობარი, ყაენმა დაიბარა. მეფემ [[დარბაზი]] (სამეფო საბჭო) მოიწვია, რომელმაც ურჩია ურდოში არ წასულიყო და მთებში გახიზნულიყო. დემეტრე II დარბაზს არ დაეთანხმა იმ მოტივით, რომ ურდოში წაუსვლელობას მონღოლების მიერ უბრალო ხალხის გაჟლეტა და ქვეყნის აოხრება მოჰყვებოდა. ურდოში დემეტრე II-მ სცადა თავის მართლება. რადგან შეთქმულებაში დემეტრე II-ის მონაწილეობის საბუთები არ იყო, ყაენს ვერ გადაეწყვიტა მისი სიკვდილით დასჯა. მეფის სიკვდილით დასჯაში გადამწყვეტი როლი ითამაშა სადუნ მანკაბერდელის ძემ ამირსპასალმა [[ხუტლუბუღა|ხუტლუბუღამ]], განაწყენებულმა იმით, რომ სადუნის გარდაცვალების ([[1281]]) შემდეგ მეფემ ათაბაგობა [[ორბელი, ტარსაიჭ|ტარსაიჭ ორბელს]] უწყალობა. [[1289]] წლის 12 მარტს [[მოვაკანი|მოვაკანში]], მდინარე მტკვრის პირას მეფე დემეტრე II-ს ყაენის ბრძანებით თავი მოჰკვეთეს. თავდადებული მეფის ცხედარი კათოლიკოს-პატრიარქმა აბრაჰამმა და მოსე მღვდელმა მალულად გამოისყიდეს, თბილისელმა ვაჭრებმა კი საქართველოში ჩამოასვენეს. იგი დაკრძალულია [[მცხეთა]]ს, სვეტიცხოვლის ტაძარში. ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მეფე დემეტრე წმინდანად შერაცხა და ხსენების დღედ 12 მარტი დაადგინა.