რენე შმერლინგი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მ დაემატა კატეგორია:ქართველი ხელოვნებათმცოდნეები გაჯეტ HotCat-ით |
No edit summary |
||
ხაზი 1:
'''რენე შმერლინგი''' (დ. [[5 დეკემბერი]], [[1901]], [[თბილისი]], — გ. [[18 თებერვალი]], [[1967]], [[თბილისი]]) — გერმანული წარმოშობის ქართველი ხელოვნების ისტორიკოსი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1966). ქართული ხელოვნების მკვლევარი.
== ბიოგრაფია == რენე შმერლინგი იყო ფერმწერისა და გრაფიკოსის [[ოსკარ შმერლინგი]]ს ქალიშვილი. დაამთავრა [[თბილისის სამხატვრო აკადემია]] 1929 წელს. მუშაობდა [[საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი|საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში]]; 1941 წლიდან იყო ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. მან ფუძემდებლური ნაშრომები შექმნა შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრებისა და ხუროთმოძღვრული დეკორის, ძველი ქართული ქანდაკების, ხელნაწერი წიგნის მხატვრული მორთულობის შესახებ; იკვლევდა ქართული პალეოგრაფიის საკითხებს და ქართულ ხელოვნებას. გამოქვეყნებული აქვს აგრეთვე პოპულარული ნაშრომები — გზამკვლევები ძველი ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების შესახებ. მის შრომებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილ სამეცნიერო ლიტერატურაში. რენე შმერლინგი ცნობილი იყო როგორც ექსლიბრისის კოლექციონერი. 2013 წელს თბილისში შედგა რენე შმერლინგის ექსლიბრისის უნიკალური კოლექციის გამოფენა, რომელიც მოიცავს ორ ასეულზე მეტ ქართული, სომხური, რუსული და ევროპული ექსლიბრისის საუკეთესო, უნიკალურ ნიმუშებს – XIX საუკუნიდან XX საუკუნის 30-იანი წლების ჩათვლით. ==ლიტერატურა==
|