რენე შმერლინგი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{დამუშავების პროცესშია}}
'''რენე შმერლინგი''' (დ. [[5 დეკემბერი]], [[1901]], [[თბილისი]], გ. [[18 თებერვალი]], [[1967]], [[თბილისი]]) — გერმანული წარმოშობის ქართველი ხელოვნების ისტორიკოსი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1966). ქართული ხელოვნების მკვლევარი. ფერმწერისა და გრაფიკოსის [[ოსკარ შმერლინგი]]ს ქალიშვილი. დაამთავრა [[თბილისის სამხატვრო აკადემია]] 1929 წელს. მუშაობდა [[საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი|საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში]]; 1941 წლიდან იყო ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. მან ფუძემდებლური ნაშრომები შექმნა შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრებისა და ხუროთმოძღვრული დეკორის, ძველი ქართული ქანდაკების, ხელნაწერი წიგნის მხატვრული მორთულობის შესახებ; იკვლევდა ქართული პალეოგრაფიის საკითხებს და ქართულ ხელოვნებას. გამოქვეყნებული აქვს აგრეთვე პოპულარული ნაშრომები — გზამკვლევები ძველი ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების შესახებ. მის შრომებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილ სამეცნიერო ლიტერატურაში.
 
==ლიტერატურა==
{{ქსე|11|14|ბერიძე ვ.}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რენე_შმერლინგი“-დან