ქორიძეები: განსხვავება გადახედვებს შორის

ზომა არ შეცვლილა ,  2 წლის წინ
არ არის რედაქტირების რეზიუმე
(→‎ისტორია: clean up, replaced: ყავდათ → ჰყავდათ using AWB)
იმ დროს ბატონი და მფლობელი ის ხდებოდა, ვისაც ძალა ჰქონდა, იარაღიც და საფარიც. რაც დააკლდებოდა და სხვაგან ეგულებოდა, იარაღით იძენდა, ართმევდა. ამ "წართმევიას" ფერხულში არც ქორიძეები ჩამორჩა. ასე, რომ წირვა-ლოცვის დროს რომელიმე ქორიძეს ხელში ჯვარი ან საცეცხლური ეჭირა "წართმევიას"დროს ხმალი.
 
გამოჩინებულის ქვემო კალთების და ახლომახლო ბარის სოფლები-საჯავახო, ორპირი, საკალოიანო, სამტრედე (ეხლანდელიახლანდელი სამტრედია) ყოველთვის დაცემის ქვეშ იყვნენ, რადგანაც სათესი მიწაც და მოსავალიც საკმაო ჰქონდათ. ამიტომ ეს სოფლები გამოჩინებულის ტყეს ქორების ბუდეს, ხოლო შიგ მცხოვრებლებს – ქორებს უწოდებდნენ.
 
ბოლოს და ბოლოს გამოჩინებულის ფერდობებზე მდებარე მოსახლეობა ქორიძეებს შეუთანხმადა; მოსავლის აღების დროს მუდმივათ ეძლიათ სიმინდი, ლობიო, ღომი, ღვინო, ხოლო ქორებს "წართმევიაზე" ხელი აეღოთ. ეს იყო ძლიერის უფლებიდან გამომდინარე თავისებური ხარკი, რომელიც შემდეგ საადათო სამართალად გადაიქცა. ეს ხარკი ეკლესიაში სამღვრთო შესაწირავის სახით მიდიოდა.