მანჩესტერ იუნაიტედი (საფეხბურთო კლუბი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 35:
„მანჩესტერ იუნაიტედის“ პრინციპული მეტოქეებია: [[ლივერპული (საფეხბურთო კლუბი)|„ლივერპული“]], „[[მანჩესტერ სიტი]]“, [[ლიდზ იუნაიტედი (საფეხბურთო კლუბი)|„ლიდზ იუნაიტედი“]] და [[არსენალი ლონდონი (საფეხბურთო კლუბი)|„არსენალი“]].
 
გუნდის მოქმედი მწვრთნელია [[პორტუგალიელები|პორტუგალიელი]] სპეციალისტი [[ჟოზე მოურინიო]], რომელიც 2016 წლის 27 მაისს დაინიშნა მწვრთნელად<ref>{{cite news|title=MOURINHO APPOINTED UNITED MANAGER|url=https://web.archive.org/web/20180506131828/http://www.manutd.com/en/News-And-Features/Football-News/2016/May/club-statement-manchester-united-confirm-jose-mourinho-as-new-manager.aspx?utm_source=twitter&utm_medium=post&utm_campaign=ManUtd|work=manutd.com|accessdate=28 მაისი 2017}}</ref>. გუნდის კაპიტანია [[მაიკლ კერიკი]].
 
==ისტორია==
ხაზი 43:
[[ფაილი:Newton Heath 1892-93.jpg|left|thumb|„ნიუტონ ჰითი“ 1892 წელს.]]
[[ფაილი:Manchester_United_FC_League_Performance.svg|thumb|„მანჩესტერ იუნაიტედის“ პოზიცია ინგლისის ჩემპიონატში 1892–93 წლების სეზონიდან დღემდე.]]
საფეხბურთო კლუბი „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაარსდა 1878 წელს<ref>{{cite news|title=UNITED HISTORY: 1878 TO 1909|url=https://web.archive.org/web/20180506143749/http://www.manutd.com/en/History/History-By-Decade/History-By-Decade/2014/Oct/manchester-united-history-1878-to-1909.aspx|work=manutd.com|accessdate=28 მაისი 2017}}</ref><ref>{{cite news|title=Manchester United : 1878-1926|url=https://web.archive.org/web/20180506143041/http://spartacus-educational.com/FmanchesterU.htm|work=spartacus-educational.com|accessdate=28 მაისი 2017}}</ref><ref>{{cite news|title=Manchester United History 1892—1976|url=https://web.archive.org/web/20180506143520/http://red11.org/mufc/history.htm|work=red11.org|accessdate=28 მაისი 2017}}</ref>. თავდაპირველად კლუბს ერქვა „Newton Heath LYR“ - „ლანკაშირისა და იორკშირის რკინიგზის საფეხბურთო კლუბი“. ის შექმნეს ხსენებული რკინიგზის ხაზზე მომუშავე მუშებმა ნიუტონ ჰიტის დეპოში. თავდაპირველად „ნიუტონ ჰიტი“ თამაშობდა სხვა სარკინიგზო დეპარტამენტების და კომპანიების გუნდებთან. კლუბი 1888 წელს დაარსებულ საფეხბურთო ლიგას 1892 წელს შეუერთდა.
 
მე-20 საუკუნის დასაწყისში კლუბს ფინანსური პრობლემები შეექმნა. დაშლისა და გაუქმების პირას მყოფი კლუბის გადარჩენაში, მნიშვნელოვანი როლი მანჩესტერის ლუდსახარშის მფლობელმა [[ჯონ ჰენრი დეივისი|ჯონ ჰენრი დეივისმა]] ითამაშა, რომელმაც მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა კლუბში. არსებობს ლეგენდა, რომ გუნდის კაპიტნის [[ჰარი სტაფორდი]]ს მრავალი ჯილდოს მომგები [[სენბერნარი]]ს ჯიშის ძაღლი დაიკარგა. ძაღლი შემთხვევით შეხვდა დეივისს, რომელსაც ის ძალიან მოეწონა და მისი თავისი ქალიშვილისთვის ყიდვა ისურვა. პატრონის პოვნის შემდეგ, შეხვედრისას სტაფორდმა შეძლო დეივისის დარწმუნება კლუბში ინვესტიცია ჩაედო და გამხდარიყო კლუბის თავმჯდომარე.
ხაზი 53:
 
[[ფაილი:Manchester United 1908-09.jpg|left|thumb|„მანჩესტერ იუნაიტედი“ 1909 წელს. სურათზე ჩანს ინგლისის ჩემპიონატის, ინგლისის ასოციაციის თასის და ინგლისის სუპერთასის ტიტულები.]]
1909–10 წლების სეზონში კლუბი ახალ სტადიონ [[ოლდ ტრაფორდი|„ოლდ ტრაფორდზე“]] გადაბარგდა<ref>{{cite news|title=UNITED HISTORY: 1910 TO 1919|url=https://web.archive.org/web/20180506144110/http://www.manutd.com/en/History/History-By-Decade/History-By-Decade/2014/Oct/manchester-united-history-1910-to-1919.aspx|work=manutd.com|accessdate=28 მაისი 2017}}</ref>. „იუნაიტედმა“ პირველი მატჩი ახალ მოედანზე 1910 წლის 19 თებერვალს გამართა [[ლივერპული (საფეხბურთო კლუბი)|„ლივერპულთან“]] და მიუხედავად 3–0 დაწინაურებისა, 4–3 დამარცხდა.
 
მომდევნო სეზონში კლუბმა თავის ისტორიაში მეორედ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი, სუპერთასის მატჩში კი „იუნაიტედმა“ 8–4 დაამარცხა [[სუინდონ თაუნი (საფეხბურთო კლუბი)|„სუინდონ თაუნი“]] და მოიპოვა ტიტული. ამ მატჩში [[ჰაროლდ ჰალსი|ჰაროლდ ჰალსიმ]] 6 გოლი გაიტანა.
 
1911–12 წლების სეზონში მოქმედი ჩემპიონები მხოლოდ მე-13 ადგილზე გავიდნენ. მწვრთნელი ერნესტ მენგნალი „მანჩესტერ სიტის“ შეუერთდა, გუნდის შედეგები კი გაუარესდა. [[პირველი მსოფლიო ომი]]ს გამო ინგლისის ჩემპიონატი 4 წლით შეწყდა და მხოლოდ 1919 წელს განახლდა<ref>{{cite news|title=UNITED HISTORY: 1920 TO 1929|url=https://web.archive.org/web/20180506144248/http://www.manutd.com/en/History/History-By-Decade/History-By-Decade/2014/Oct/manchester-united-history-1920-to-1929.aspx|work=manutd.com|accessdate=28 მაისი 2017}}</ref>. გუნდი სერიოზულად იყო გადახალისებული, თუმცა ბილი მერედითი ისევ „იუნაიტედში“ ირიცხებოდა. 1919–20 წლების სეზონში მან ჩემპიონატის მხოლოდ 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მომდევნო სეზონის ბოლოს ვეტერანი მერედითი მენგნალმა დააბრუნა „მანჩესტერ სიტიში“. გუნდის ახალი ვარსკვლავი [[ჯო სპენსი]] იყო, რომელიც გატანილი გოლებით ლიდერობდა გუნდს, თუმცა ვერც მისმა შედეგიანობამ იხსნა გუნდი მეორე დივიზიონში გავარდნისგან 1921–22 წლების სეზონის ბოლოს, როდესაც „იუნაიტედმა“ 42-დან მხოლოდ 8 მატჩი მოიგო. „მანჩესტერ იუნაიტედი“ 3 წლის შემდეგ დაბრუნდა უმაღლეს ლიგაში, თუმცა გუნდი კვლავ განაგრძობდა არასტაბილურად ასპარეზობას.
 
შედეგები ვერ გამოსწორდა 1930-იან წლებშიც. 1931 წელს კლუბი ისევ გავარდა მეორე დივიზიონში<ref>{{cite news|title=UNITED HISTORY: 1930 TO 1939|url=https://web.archive.org/web/20180506144441/http://www.manutd.com/en/History/History-By-Decade/History-By-Decade/2014/Oct/manchester-united-history-1930-to-1939.aspx|work=manutd.com|accessdate=28 მაისი 2017}}</ref>. „იუნაიტედს“ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სეზონი ჰქონდა ისტორიაში, როდესაც 42-დან 27 მატჩი წააგო და გაუშვა 115 გოლი. მაყურებელთა რაოდენობამ სტადიონზე იკლო. ახალი სეზონის პირველ საშინაო მატჩში [[საუთჰემპტონი (საფეხბურთო კლუბი)|„საუთჰემპტონთან“]] მატჩს მხოლოდ 3507 ადამიანი დაესწრო. შემოსავალი შემცირდა და კლუბი ვეღარ უხდიდა ფეხბურთელებს ხელფასებს. „მანჩესტერ იუნაიტედი“ გაკოტრებისგან ამჯერად სამხედრო ფორმების მწარმოებელმა – ჯეიმზ გიბსონმა იხსნა. გიბსონმა თანხა გადაურიცხა კლუბს და ფეხბურთელებს ხელფასები გადაუხადა. ის „იუნაიტედის“ დირექტორად დაინიშნა. გუნდის სათავეში ასევე დაინიშნა ახალი მწვრთნელი – [[სკოტ დუნკანი]], ვისაც გამოუყვეს თანხები სატრანსფერო ბაზარზე ფეხბურთელების საყიდლად. თუმცა კლუბის მდგომარეობა ვერ გამოსწორდა და „მანჩესტერ იუნაიტედი“ თავის ისტორიაში პირველად მესამე დივიზიონში გავარდნის წინაშე დადგა. კლუბმა ბოლო ტურში მაინც მოახერხა დარჩენა, როდესაც მათ [[მილუოლი (საფეხბურთო კლუბი)|„მილუოლი“]] დაამარცხეს 2–0. 1935–36 წლების სეზონში „იუნაიტედმა“ მეორე დივიზიონი მოიგო და პირველში დაბრუნდა, მაგრამ კლუბმა კვლავ განაგრძო არასტაბილურად გამოსვლა ინგლისის ჩემპიონატში. 1937 წელს ისინი ისევ გავარდნენ, ხოლო მომავალ სეზონში ისევ დაბრუნდნენ უმაღლეს დივიზიონში. ომის დაწყებამდე ბოლო სეზონში, გუნდმა მეთოთხმეტე ადგილი დაიკავა და გაინაღდა ადგილი [[მეორე მსოფლიო ომი]]ს შემდგომ უმაღლეს დივიზიონში.
 
===სერ მეტ ბასბის ეპოქა===
 
[[ფაილი:Busby babes 1955.jpg|left|thumb|„ბასბის ჩვილები“ დანიაში 1955 წელს.]]
1945 წელს „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელად [[შოტლანდიელები|შოტლანდიელი]] [[მეტ ბასბი]] დაინიშნა<ref>{{cite news|title=UNITED HISTORY: 1940 TO 1949|url=https://web.archive.org/web/20180506144527/http://www.manutd.com/en/History/History-By-Decade/History-By-Decade/2014/Oct/manchester-united-history-1940-to-1949.aspx|work=manutd.com|accessdate=28 მაისი 2017}}</ref>. ბასბიმ დრო არ დაკარგა და საკვანძო პოზიციებზე მიიყვანა შემდეგი ფეხბურთელები: [[ჯიმი დილეინი]], [[სტენ პირსონი]], [[ჯეკ როული]], [[ჩარლი მიტენი]] და [[ჯონი მორისი]]. თუმცა ბასბის საუკეთესო შენაძენად ბევრი მიიჩნევს [[ჯიმი მერფი]]ს, რომელიც სამწვრთნელო შტაბს შეუერთდა და ბასბის ასისტენტი გახდა.
 
ბასბის და მერფის სურდათ, რომ შეექმნათ ეროვნული ტურნირებისთვის სტაბილურად მებრძოლი გუნდი და მათ ცოტა დააკლდათ პირველივე ცდაზე მიზნის მიღწევაში. 1946–47 წლების სეზონში „იუნაიტედმა“ მეორე ადგილი დაიკავა ჩემპიონატში. ეს იყო კლუბის უმაღლესი პოზიცია 36 წლის განმავლობაში. მომოდევნო წელს კლუბმა მოიგო ინგლისის ასოციაციის თასი, სადაც ფინალში დაამარცხა [[სტენლი მეთიუზი]]ს და [[სტენ მორტენსენი]]ს „[[ბლექპული (საფეხბურთო კლუბი)|ბლექპული]]“ ანგარიშით 4–2. ამ გამარჯვებით კლუბმა მოიგო თავისი პირველი ტიტული 1911 წლის შემდეგ. „მანჩესტერ იუნაიტედმა“ კიდევ სამჯერ დაასრულა ინგლისის ჩემპიონატი მეორე ადგილზე, თუმცა საბოლოოდ 1952 წელს მოიგო ჩემპიონატი პირველად 41 წლის შემდეგ<ref>{{cite news|title=UNITED HISTORY: 1950 TO 1959|url=https://web.archive.org/web/20180506144625/http://www.manutd.com/en/History/History-By-Decade/History-By-Decade/2014/Oct/manchester-united-history-1950-to-1959.aspx|work=manutd.com|accessdate=28 მაისი 2017}}</ref>. მიუხედავად იმისა, რომ გუნდი დატოვეს ლიდერებმა – ჯონი მორისმა და ჩარლი მიტენმა, ბასბიმ განაგრძო საკუთარი დანერგილი ახალგაზრდული პოლიტიკა და დააწინაურა ძირითად გუნდში ისეთი ნიჭიერი ფეხბურთელები, როგორებიც იყვნენ: [[როჯერ ბირნი]], [[ჯეკი ბლანჩფლაუერი]], [[ბილ ფოულკსი]], [[მარკ ჯონსი]], [[ედი კოლმანი]], [[დევიდ პეგი]] და [[დენის ვაიოლეტი]]. გამორჩეული ამ ახალგაზრდებს შორის იყო [[დანკან ედვარდსი]]. ეს ბიჭი წარმოშობით დადლიდან, უესტ მიდლენდიდან იყო და „იუნაიტედში“ დებიუტი ჰქონდა 1953 წელს 16 წლის ასაკში. ბასბის მიერ აღმოჩენილ ახალგაზრდებს „ბასბის ჩვილებს“ უწოდებდნენ. თუმცა ყველა ფეხბურთელი არ იყო კლუბის აკადემიიდან დაწინაურებული. მეტ ბასბი სატრანსფერო ბაზარზეც აქტიურობდა და გადაიხადა იმ დროისთვის საკმაოდ დიდი თანხები თავდამსხმელ [[ტომი ტეილორი|ტომი ტეილორში]] და მეკარე [[ჰარი გრეგი|ჰარი გრეგში]].
 
1956 წელს „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მოიპოვა ინგლისის ჩემპიონის ტიტული. მომდევნო 1956–57 წლების სეზონში "ბასბის ჩვილებმა" კიდევ ერთხელ მოიგეს ინგლისის ჩემპიონატი და ასოციაციის თასის ფინალშიც გავიდნენ, სადაც [[ასტონ ვილა (საფეხბურთო კლუბი)|„ასტონ ვილასთან]]“ დამარცხდნენ. გუნდის საშუალო ასაკი 22 წელი იყო. ჩემპიონატის მანძილზე „იუნაიტედმა“ 103 გოლი გაიტანა.
ხაზი 76:
1958 წლის 6 თებერვალს, ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში ბელგრადის [[ცრვენა ზვეზდა (საფეხბურთო კლუბი)|„ცრვენა ზვეზდას“]] ორი მატჩის ჯამში დამარცხების შემდეგ, თვითმფრინავი რომელსაც გადაჰყავდა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელები, პერსონალი და ჟურნალისტები, [[მიუნხენი|მიუნხენში]] დაეშვა საწვავის შესავსებად. რამდენიმე ცდის შემდეგ თვითმფრინავმა ვერ შეძლო აფრენა და [[1958 წლის 6 თებერვლის მიუნხენის ავიაკატასტროფა|კატასტროფა]] განიცადა, რის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის გუნდის 8 ფეხბურთელი: [[ჯეფ ბენტი]], როჯერ ბირნი, ედი კოლმანი, დანკან ედვარდსი, მარკ ჯონსი, დევიდ პეგი, ტომი ტეილორი და [[ლიამ უილანი]]. სანამ გუნდის მწვრთნელი მეტ ბასბი მკურნალობდა ავიაკატასტროფაში მიყენებული ტრავმებისგან, გუნდის მწვრთნელობა ჯიმი მერფიმ ითავა. „იუნაიტედი“ იმავე წელს ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში გავიდა, სადაც [[ბოლტონ უონდერერსი (საფეხბურთო კლუბი)|„ბოლტონ უონდერერსთან“]] დამარცხდა.
 
1960-იან წლებში მეტ ბასბიმ ახალი გუნდის შენება დაიწყო<ref>{{cite news|title=UNITED HISTORY: 1960 TO 1969|url=https://web.archive.org/web/20180506144713/http://www.manutd.com/en/History/History-By-Decade/History-By-Decade/2014/Oct/manchester-united-history-1960-to-1969.aspx|work=manutd.com|accessdate=28 მაისი 2017}}</ref>. გუნდის ლიდერები მიუნხენის ავიაკატასტროფაში გადარჩენილი ფეხბურთელები იყვნენ – დენის ვაიოლეტი, [[ბობი ჩარლტონი]] და ბილ ფოულკსი. [[ნობი სტაილზი]] გუნდის აკადემიაში აღიზარდა, ხოლო [[დენის ლოუ]] კლუბმა 115 000 გირვანქა სტერლინგად შეიძინა [[ტორინო (საფეხბურთო კლუბი)|„ტორინოდან“]].
 
1962–63 წლების სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მიუნხენის ტრაგედიის შემდეგ პირველი ტიტული მოიგო. ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში გუნდმა 3–1 დაამარცხა „[[ლესტერ სიტი]]“. აღნიშნული სეზონი ასევე აღსანიშნავი იყო ახალგაზრდა [[ჯორჯ ბესტი]]ს დებიუტით, რომელიც მომავალში მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ვარსკვლავი გახდება.
ხაზი 91:
===1969–1986===
 
ბასბის გადადგომის შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა რეზერვების გუნდის მწვრთნელი [[უილფ მაკგინესი]], თუმცა მან ვერ გაამართლა დაკავებულ თანამდებობაზე<ref>{{cite news|title=UNITED HISTORY: 1970 TO 1979|url=https://web.archive.org/web/20180506144815/http://www.manutd.com/en/History/History-By-Decade/History-By-Decade/2014/Oct/manchester-united-history-1970-to-1979.aspx|work=manutd.com|accessdate=28 მაისი 2017}}</ref>. გუნდი 1969–70 წლების სეზონში მე-8 ადგილზე გავიდა, ვარსკვლავების ნაწილი დაბერდა, ნაწილი კი მასში ვერ ხედავდა ავტორიტეტს და არ ემორჩილებოდა (პირველ რიგში იგულისხმება ჯორჯ ბესტი). დენის ლოუს და [[შეი ბრენანი]]ს სატრანსფერო ბაზარზე დაყენებამ მაკგინესის პოზიციაზე დადებითი გავლენა ვერ იქონია და ის 1970 წლის დეკემბერში გაანთავისუფლეს თანამდებობიდან. სერ მეტ ბასბი სეზონის დასასრულამდე დროებით დაბრუნდა გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე და გუნდს დაამთავრებინა სეზონი. 1971 წლის ივნისში გუნდის მწვრთნელად დაინიშნა ირლანდიელი [[ფრენკ ო’ფარელი]], თუმცა ვერც მან მიაღწია წარმატებას. 1972 წლის 16 დეკემბერს [[კრისტალ პალასი (საფეხბურთო კლუბი)|„კრისტალ პალასთან“]] 5–0 მარცხის შემდეგ, იგი მოხსნეს თანამდებობიდან.
 
ო’ფარელის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა [[ტომი დოჰერტი]]. გუნდის დაბერების და თაობათა ცვლის გამო, დოჰერტის მთავარი ამოცანა იყო „იუნაიტედის“ უმაღლეს დივიზიონში დატოვება. ბობი ჩარლტონმა 1972–73 წლების სეზონის ბოლოს დაასრულა კარიერა, ჯორჯ ბესტს ისევ დისციპლინარული პრობლემები ჰქონდა, ხოლო 33 წლის დენის ლოუმ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა გუნდი 1973 წლის ივლისში. ლოუ „მანჩესტერ სიტის“ შეუერთდა და მომდევნო წლის აპრილში ერთადერთი გოლი გაიტანა „ოლდ ტრაფორდზე“ გამართულ მატჩში, რომელმაც „მანჩესტერ იუნაიტედის“ უმაღლესი დივიზიონიდან გავარდნა დაადასტურა.
ხაზი 100:
1977 წლის ზაფხულში მთავარი მწვრთნელის პოსტზე დოჰერტი [[დეივ სექსტონი|დეივ სექსტონმა]] შეცვალა. მიუხედავად რამდენიმე ხმაურიანი შენაძენისა, მათ შორის [[ჯო ჯორდანი]]ს, [[გორდონ მაქუინი]]ს, [[გარი ბეილი]]ს და [[რეი უილკინსი]]სა, გუნდმა ვერ შეძლო მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა. 1979 წელს „იუნაიტედი“ ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში გავიდა, სადაც დრამატულ მატჩში ლონდონის [[არსენალი ლონდონი (საფეხბურთო კლუბი)|„არსენალთან“]] დამარცხდა ანგარიშით 2–3.
 
1979–80 წლების სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედი“ მე-2 ადგილზე გავიდა ინგლისის ჩემპიონატში, სადაც მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩა ჩემპიონ „ლივერპულს“<ref>{{cite news|title=UNITED HISTORY: 1980 TO 1989|url=https://web.archive.org/web/20180506144911/http://www.manutd.com/en/History/History-By-Decade/History-By-Decade/2014/Oct/manchester-united-history-1980-to-1989.aspx|work=manutd.com|accessdate=28 მაისი 2017}}</ref>. მომდევნო სეზონში გუნდი მე-8 ადგილზე გავიდა და შედეგად 1981 წლის 30 აპრილს გუნდის ხელმძღვანელობამ სექსტონი გაათავისუფლა თანამდებობიდან.
 
სექსტონი [[რონ ატკინსონი|რონ ატკინსონმა]] შეცვალა, რომელმაც მაშინვე მოხსნა ბრიტანეთის სატრანსფერო რეკორდი, როდესაც [[ვესტ ბრომვიჩ ალბიონი (საფეხბურთო კლუბი)|„ვესტ ბრომვიჩ ალბიონიდან“]] გადაიყვანა [[ბრაიან რობსონი]]. იმავე კლუბიდან მნიშვნელოვანი შენაძენი იყო ასევე [[რემი მოზესი]]. მიუხედავად ძლიერი ნახევარდაცვისა, რომელიც რობსონისგან და უილკინსისგან შედგებოდა, „იუნაიტედს“ მაინც აკლდა სტაბილურად გამტანი ფორვარდი. შედეგად ინგლისის ჩემპიონატში ატკინსონის გუნდი ყოველ წელს გადიოდა მე-3, ან მე-4 ადგილებზე.
ხაზი 115:
ფერგიუსონს რამდენიმე წელი დასჭირდა ახალი გუნდის ასაშენებლად და მან არაერთ ფეხბურთელს დაატოვებინა გუნდი. ინგლისის ჩემპიონატში 1986–87 წლების სეზონში „იუნაიტედი“ მე-11 ადგილზე გავიდა. მომდევნო სეზონში კლუბი მეორე ადგილზე გავიდა „ლივერპულის“ შემდეგ. 1988–89-ში ისევ მე-11 ადგილი, ხოლო 1989–90-ში მხოლოდ მე-13 ადგილზე გავიდა.
 
1990 წელს ფერგიუსონმა პირველი ტიტული მოიგო „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელის რანგში<ref>{{cite news|title=UNITED HISTORY: 1990 TO 1999|url=https://web.archive.org/web/20180505083452/http://www.manutd.com/en/History/History-By-Decade/History-By-Decade/2014/Oct/manchester-united-history-1990-to-1999.aspx|work=manutd.com|accessdate=28 მაისი 2017}}</ref>. ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში მისმა გუნდმა გადათამაშების შემდეგ [[ლი მარტინი]]ს გოლით დაამარცხა [[კრისტალ პალასი (საფეხბურთო კლუბი)|„კრისტალ პალასი“]]. გავრცელებული მოსაზრებით, სწორედ ამ გამარჯვებამ შეუნარჩუნა ფერგიუსონს „იუნაიტედის“ მწვრთნელის პოსტი.
 
ამ გამარჯვებით კლუბი 5 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა ევროპულ გათამაშებებში. პირველივე ცდაზე „მანჩესტერ იუნაიტედი“ გავიდა უეფა-ს თასების მფლობელთა თასის ფინალში [[როტერდამი|როტერდამში]], სადაც [[მარკ ჰიუზი]]ს დუბლით 2–1 დაამარცხა [[იოჰან კრუიფი]]ს გაწვრთნილი „ბარსელონა“ და 23 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა ევროპული ტიტული.
ხაზი 135:
სტადიონ [[დელე ალპი]]ზე, „მანჩესტერ იუნაიტედი“ მე-11 წუთისთვის უკვე 2–0-ს აგებდა, თუმცა როი კინის, ენდი კოულის და დუაიტ იორკის გოლებით, გუნდმა შემოატრიალა თამაში და გავიდა ფინალში<ref>{{cite news|title=Sport: Football United's glorious comeback|url=http://news.bbc.co.uk/2/hi/sport/football/325389.stm|work=bbc.co.uk|accessdate=16 ივნისი 2017}}</ref>. ქალაქ [[ბარსელონა]]ში სტადიონ [[კამპ ნოუ|„კამპ ნოუზე“]], „იუნაიტედი“ „ბაიერნს“ დაუპირისპირდა. გერმანულმა კლუბმა თამაშის დასაწყისში გახსნა ანგარიში [[მარიო ბასლერი]]ს გოლით და თამაშის ბოლომდე უპირატესობას ფლობდა, თუმცა მსაჯის მიერ დამატებულ დროში ჯერ შეცვლაზე შემოსულმა ტედი შერინგემმა, ხოლო შემდეგ რამდენიმე წამში ასევე შეცვლაზე შემოსულმა [[ულე გუნარ სულშერი|ულე გუნარ სულშერმა]] გაიტანეს გოლები და მატჩი დასრულდა „მანჩესტერ იუნაიტედის“ გამარჯვებით 2–1. ფინალის შემდეგ ალექს ფერგიუსონს მიენიჭა რაინდის წოდება. რამდენიმე თვეში გუნდმა მეოთხე ტიტული მოიპოვა, როდესაც საკონტინენტთაშორისო თასზე როი კინის გოლით ბრაზილიური [[პალმეირასი (საფეხბურთო კლუბი)|„პალმეირასი“]] დაამარცხა ანგარიშით 1–0. „მანჩესტერ იუნაიტედი“ გახდა პირველი ინგლისური კლუბი რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ასევე პირველი (და დღემდე უკანასკნელი) ინგლისური კლუბი, რომელმაც შეასრულა ტრებლი.
 
1999–2000 წლების სეზონში კლუბმა დაიცვა პრემიერლიგის ტიტული და 18 ქულით გაუსწრო მეორე ადგილოსან „არსენალს“<ref>{{cite news|title=1999–2000 Premier League table|url=https://www.premierleague.com/tables?co=1&se=8&mw=-1&ha=-1|work=premierleague.com|accessdate=16 ივნისი 2017}}</ref><ref>{{cite news|title=UNITED HISTORY: 2000 TO 2009|url=https://web.archive.org/web/20180506145205/http://www.manutd.com/en/History/History-By-Decade/History-By-Decade/2014/Oct/manchester-united-history-2000-to-2009.aspx|work=manutd.com|accessdate=16 ივნისი 2017}}</ref>. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ გუნდმა ვერ მოძებნა პეტერ შმეიხელის ადეკვატური შემცვლელი. რამდენიმე მეკარემ, მათ შორის [[მარკ ბოსნიჩი|მარკ ბოსნიჩმა]] ვერ გაამართლეს იმედები, შესაბამისად 2000 წლის ივლისში გუნდმა შეიძინა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების მოქმედი გამარჯვებული, საფრანგეთის ნაკრების მეკარე [[ფაბიენ ბარტეზი]]. ფრანგი მეკარე დაეხმარა კლუბს ზედიზედ მესამედ პრემიერლიგის მოგებაში, ალექს ფერგიუსონი კი გახდა პირველი მწვრთნელი, რომელმაც ზედიზედ სამჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი. სწორედ 2000–01 წლების სეზონის შუაში გადაწყვიტა ფერგიუსონმა სამწვრთნელო კარიერის დასრულება, თუმცა საბოლოო ჯამში გადააფიქრებინეს და მან განაგრძო მუშაობა.
 
[[ფაილი:Ryan Giggs vs Everton-5 cropped.jpg|left|thumb|[[რაიან გიგზი|რაიან გიგზს]] კლუბის ისტორიაში ყველაზე მეტი – 963 მატჩი აქვს ჩატარებული.]]
ხაზი 149:
2008–09 წლების სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ზედიზედ მესამედ მოიგო პრემიერლიგა, ჩემპიონთა ლიგაზე კი მილანის „ინტერის“, [[პორტუ (საფეხბურთო კლუბი)|„პორტუს“]] და ლონდონის „არსენალის“ დამარცხების შემდეგ<ref>{{cite news|title=2008–09 UEFA Champions League|url=http://www.uefa.com/uefachampionsleague/season=2009/index.html|work=uefa.com|accessdate=20 ივნისი 2017}}</ref>, ფერგიუსონის გუნდი ზედიზედ მეორედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც ბარსელონასთან დამარცხდა 0–2. იმავე სეზონში „იუნაიტედმა“ ინგლისის ლიგის თასის ფინალში პენალტების სერიაში „ტოტენჰემი“ დაამარცხა. სეზონის ბოლოს კრიშტიანუ რონალდუ 80 მილიონ გირვანქა სტერლიგად გადავიდა მადრიდის „რეალში“, რაც იმ დროისთვის მსოფლიო ფეხბურთის სარეკორდო ტრანსფერი იყო<ref>{{cite news|title=Ronaldo completes £80m Real move|url=http://news.bbc.co.uk/sport2/hi/football/teams/m/man_utd/8121951.stm|work=bbc.co.uk|accessdate=20 ივნისი 2017}}</ref>, კარლოს ტევესი კი „მანჩესტერ სიტის“ შეუერთდა<ref>{{cite news|title=Tevez completes move to Man City|url=http://news.bbc.co.uk/sport2/hi/football/teams/m/man_city/8150002.stm|work=bbc.co.uk|accessdate=20 ივნისი 2017}}</ref>.
 
2009–10 წლების სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერლიგაში მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩა „ჩელსის“<ref>{{cite news|title=UNITED HISTORY: 2010 ONWARDS|url=https://web.archive.org/web/20180506145326/http://www.manutd.com/en/History/History-By-Decade/History-By-Decade/2014/Oct/manchester-united-history-2010-onwards.aspx|work=manutd.com|accessdate=20 ივნისი 2017}}</ref>. იმავე სეზონში კლუბმა ზედიზედ მეორედ მოიგო ინგლისის ლიგის თასი. ფინალში მანჩესტერულმა კლუბმა 2–1 დაამარცხა „ასტონ ვილა“. უეინ რუნიმ სეზონის ბოლოს წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მიიღო.
 
2011 წელს „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მე-19-დ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი და გაასწრო „ლივერპულს“ ინგლისის ჩემპიონობების რაოდენობით. ჩემპიონთა ლიგაზე [[ოლიმპიკი მარსელი (საფეხბურთო კლუბი)|„მარსელის“]], ლონდონის „ჩელსის“ და [[შალკე 04 (საფეხბურთო კლუბი)|„შალკე 04-ის“]] დამარცხების შემდეგ<ref>{{cite news|title=2010–11 UEFA Champions League|url=http://www.uefa.com/uefachampionsleague/season=2011/index.html|work=uefa.com|accessdate=20 ივნისი 2017}}</ref>, ფერგიუსონის გუნდი ოთხ წელიწადში მესამედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც ისევ ბარსელონასთან დამარცხდა, ანგარიშით 1–3. მომდევნო სეზონში გუნდმა დრამატულ ბრძოლაში დათმო პრემიერლიგის ტიტული „მანჩესტერ სიტისთან“, რომელმაც ბურთების სხვაობით აჯობა „იუნაიტედს“ და პირველად 44 წლის მანძილზე მოიპოვა ინგლისის ჩემპიონის ტიტული.
ხაზი 621:
| სახელი = ოლდ ტრაფორდი
| მეტსახელი = „ოცნებების თეატრი“
| სურათი = [[ფაილი:Old Trafford inside 20060726 1.jpg|250px|Old Trafford after its most recent expansion]]
| წარწერა = ოლდ ტრაფორდი
| სრული სახელი =
ხაზი 639:
| კლუბები = მანჩესტერ იუნაიტედი (1910–)
}}
კლუბის პირველ სტადიონს „ნორს როუდი“ ერქვა, სადაც ფეხბურთის სათამაშოდ არ იყო შექმნილი საკმარისი პირობები<ref>{{cite news|title=The Old Trafford story: 1910 - 1930|url=https://web.archive.org/web/20180506145440/http://www.manutd.com/en/History/The-Old-Trafford-Story/The-Old-Trafford-Story/2014/Oct/The-Old-Trafford-Story-1910-1930.aspx|work=manutd.com|accessdate=8 ივლისი 2017}}</ref>. გასახდელები სტადიონისგან მოშორებით მდებარეობდა, ხოლო ახლოს მდებარე ქიმიური ქარხნისგან წარმოქმნილი [[სმოგი]] ართულებდა თამაშს. რამდენიმე წლის შემდეგ გუნდი გადავიდა ახალ სტადიონზე – „ბენკ სთრითზე“, სადაც წინა სტადიონთან შედარებით უკეთესი პირობები იყო. 1906 წლისთვის „ბენკ სთრითი“ 50,000 მაყურებელს იტევდა, თუმცა ქალაქის მზარდი მოსახლეობის და ასევე ფეხბურთის მზარდი პოპულარობის გამო, მოედანი ვეღარ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს, შესაბამისად კლუბის ხელმძღვანელობამ ახალი სტადიონის აშენებაზე დაიწყო ფიქრი. სტადიონის აშენება 60,000 გირვანქა სტერლინგი დაჯდა და ის შოტლანდიელმა არქიტექტორმა – [[არჩიბალდ ლიტჩი|არჩიბალდ ლიტჩმა]] დააპროექტა. ახალი სტადიონი სახელად „[[ოლდ ტრაფორდი]]“, 1910 წლის 19 თებერვალს გაიხსნა და გახსნის მატჩში „იუნაიტედი“ [[ლივერპული (საფეხბურთო კლუბი)|„ლივერპულთან“]] 4–3 დამარცხდა.
 
[[ფაილი:View of Old Trafford from East Stand.jpg|left|thumb]]
[[მეორე მსოფლიო ომი]]ს დროს „ოლდ ტრაფორდი“ გერმანულმა ავიაციამ დაბომბა და შედეგად სტადიონი სერიოზულად დაზიანდა<ref>{{cite news|title=The Old Trafford story: 1931 - 1962|url=https://web.archive.org/web/20180506145534/http://www.manutd.com/en/History/The-Old-Trafford-Story/The-Old-Trafford-Story/2014/Oct/The-Old-Trafford-Story-1931-1962.aspx|work=manutd.com|accessdate=8 ივლისი 2017}}</ref>. გუნდი რამდენიმე წლით თანაქალაქელი „[[მანჩესტერ სიტი]]ს“ მოედან [[მეინ როუდი|„მეინ როუდზე“]] გადავიდა. „მანჩესტერ იუნაიტედი“ აღდგენილ „ოლდ ტრაფორდზე“ 1949 წლის 24 აგვისტოს დაბრუნდა, როდესაც მათ [[ბოლტონ უონდერერსი (საფეხბურთო კლუბი)|„ბოლტონ უონდერერსი“]] 3–0 დაამარცხეს.
 
„ოლდ ტრაფორდმა“ ბევრჯერ განიცადა რეკონსტრუქცია და მოდერნიზაცია. სტადიონის ტევადობა თანდათან იზრდებოდა და ის დღეს 75,643 მაყურებელს იტევს. „ოლდ ტრაფორდი“ ერთ-ერთი უდიდესი სტადიონია ევროპაში, ხოლო ინგლისში ტევადობით მხოლოდ „[[უემბლის]]“ ჩამორჩება. სტადიონმა უმასპინძლა [[მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1966|1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის]] მატჩებს. ასევე აქ გაიმართა 2003 წლის [[უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა|ჩემპიონთა ლიგის]] ფინალი [[მილანი (საფეხბურთო კლუბი)|„მილანსა“]] და [[იუვენტუსი (საფეხბურთო კლუბი)|„იუვენტუსს“]] შორის<ref>{{cite news|title=Milan lift European crown|url=http://www.uefa.com/uefachampionsleague/season=2002/matches/round=1640/match=1045288/postmatch/report/index.html|work=uefa.com|accessdate=8 ივლისი 2017}}</ref>. [[ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები]] ახალი „უემბლის“ აშენებამდე, ძირითადად „ოლდ ტრაფორდზე“ მასპინძლობდა მეტოქეებს.
 
== გულშემატკივრები ==
„მანჩესტერ იუნაიტედი“ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საფეხბურთო კლუბია. ევროპულ კლუბებს შორის, ინგლისურ კლუბს ერთ-ერთი უმაღლესი დასწრება აქვს საშინაო მატჩებში<ref>{{cite news|title=Here are Europe’s top 10 clubs by attendance|url=http://www.foxsports.com/soccer/gallery/europes-top-10-clubs-attendance-011217|work=foxsports.com|accessdate=9 სექტემბერი 2017}}</ref>. კლუბის განცხადებით, დაახლოებით 50 ქვეყანაში 200-ზე მეტი ოფიციალური ფანკლუბია<ref>{{cite news|title=Local Supporters Club|url=https://web.archive.org/web/20180506145623/http://www.manutd.com/en/Fanzone/Local-Supporters-Clubs.aspx|work=manutd.com|accessdate=9 სექტემბერი 2017}}</ref>. კომპანია [[Deloitte]]-ის გამოთვლებით, „მანჩესტერ იუნაიტედს“ ოფიციალურად 75 მილიონი ფანი ჰყავს, თუმცა ზოგიერთი მონაცემებით ფანების რაოდენობა 659 მილიონს აღწევს<ref>{{cite news|title=Manchester United Claims To Have 659 Million Supporters|url=https://www.forbes.com/sites/mikeozanian/2012/05/29/manchester-united-claims-to-have-659-million-supporters/#6e54c5dd6307|work=forbes.com|accessdate=9 სექტემბერი 2017}}</ref>.
 
== მეტოქეები ==