გამრავლება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Kalanchoe veg.jpg|მინი|]]
'''გამრავლება''' — [[ორგანიზმი|ცოცხალ ორგანიზმთა]] ერთ-ერთი ძირითადი თვისება, წარმოქმნან თავისივე მსგავსი ახალი არსებები. მისი მეოხებით ხდება სახეობის შენარჩუნება და რიცხობრივი ზრდა. არსებობს გამრავლების ორი ფორმა — უსქესო და სქესობრივი. უსქესო გამრავლების დროს ახალი ორგანიზმი ვითარდება ან ერთი ორგანიზმის რომელიმე ნაწილიდან (გაყოფა, დაკვირტვა), ან მასში წარმოქმნილი სპეციფიკური უჯრედებიდან — [[სპორა|სპორებიდან]]. გაყოფით მრავლდებიან ერთუჯრედიანი ორგანიზმები, — [[ამებები]], [[შოლტოსნები]], [[ინფუზორიები]], [[ბაქტერიები]], [[ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები]] და ზოგი [[მწვანე წყალმცენარეები|მწვანე წყალმცენარე]]; დაკვირტვით — [[საფუარი სოკოები]], ზოგიერთი [[ინფუზორია]], [[ნაწლავღრუიანები|ნაწლავღრუიანი]] და სხვა (ამ დროს დედისეულ ორგანიზმზე წარმოიქმნება ამობურცულობა, რომელიც თანდათან დიდდება და ახალ არსებათ ვითარდება), ხშირად ახალი [[ორგანიზმი]] წარმოიშობა დედისეული ორგანიზმის რომელიმე [[ორგანო]]ს ნაწილიდან (ვეგეტატიური გამრავლება). ასე მრავლდებიან შედარებით მარტივი მრავალუჯრედიანი ცხოველები — [[ღრუბლები (ცხოველები)|ღრუბლები]], ზოგიერთი [[ნაწლავღრუიანები|ნაწლავღრუიანი]], [[ბრტყელი ჭიები|ბრტყელი]] და [[რგოლოვანი ჭიები]]. ვეგეტატიური გამრავლება განსაკუთრებით ფართოდ გავრცელებულია [[ფლორა|მცენარეულ სამყაროში]], მათ შორის [[უმაღლესი მცენარეები|უმაღლეს მცენარეებში]].
 
ზოგ მცენარს აქვს გამრავლების სპეციალური ორგანოები - გორგლები, ბოლქვები, ულვაშები და სხვა. სოფლის მეურნეობის პრაქტიკაში ვეგეტატიურად ამრავლებენ კარტოფილს, ვაზს, ვარდს, ხეხილს, დეკორატიულ და ბევრ სხვა მცენარეს. უსქესო გამრავლება სიტორიუალდ უფრო ძველია; თანამედროვე ოგანიზმების უმრავლესობა სქესობრივად მრავლდება 9ახალი არსება წარმოიქმნება დედრობითი და მამრობითი სასქესო უჯრედების შერწყმის შედეგად). სასქესო უჯრედები სპეციალურ ჯირკვლებში ვითარდება. ცხოველთა უმრავლესობა ერთსქესიანია, თუმცა ზოგ ცხოველს, მაგალითად, ბრტყელ ჭებს, ჭიაყელებს, მოლუსკებს ორივე სქესის ჯირკვლები აქვს. ორსქესიანია ყვავილოვან მცენარეთა უმრავლესობა - მათი ბუტკო (მდედრობითი სასქესო ორგანო) და მტვრიანები (მამრობითი საასქესო ორგანო) ერთ ყვავილშია თავმოყრილი. მაგრამ ზოგი სახეობის მცენარეს ერთსქესიანი (ბუტკოიანი ან მტვრიანიანი) ყვავილები აქვს.
 
ხეხემლიანი ცხოველები (ძუძუმწოვრებს გარდა) უმთავრესად კვერცხის დებით მრავლდებიან. ძუძუმწოვრები, გარდა მცირე გამონაკლისისა, ცოცხლადმშობი არიან, რაც სხვა ჯგუფის ცხოველებშ იშვიათ გმაონაკლისს შეასგენს. ადამიანის გამრავლების კანონზომიერებებს არა მარტო ბილოგიური თავისებურებები განაპირობებს, არამედ სოციალურ-ეჯკონომიკური ფაქტორები და ადამიანის ფსიქიკაც.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გამრავლება“-დან