გამრავლება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''გამრავლება''' — [[ორგანიზმი|ცოცხალ ორგანიზმთა]] ერთ-ერთი ძირითადი თვისება, წარმოქმნან თავისივე მსგავსი ახალი არსებები. მისი მეოხებით ხდება სახეობის შენარჩუნება და რიცხობრივი ზრდა. არსებობს გამრავლების ორი ფორმა — უსქესო და სქესობრივი. უსქესო გამრავლების დროს ახალი ორგანიზმი ვითარდება ან ერთი ორგანიზმის რომელიმე ნაწილიდან (გაყოფა, დაკვირტვა), ან მასში წარმოქმნილი სპეციფიკური უჯრედებიდან — [[სპორა|სპორებიდან]]. გაყოფით მრავლდებიან ერთუჯრედიანი ორგანიზმები, — [[ამებები]], [[შოლტოსნები]], [[ინფუზორიები]], [[ბაქტერიები]], [[ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები]] და ზოგი [[მწვანე წყალმცენარეები|მწვანე წყალმცენარე]]; დაკვირტვით — [[საფუარი სოკოები]], ზოგიერთი [[ინფუზორია]], [[ნაწლავღრუიანები|ნაწლავღრუიანი]] და სხვა (ამ დროს დედისეულ ორგანიზმზე წარმოიქმნება ამობურცულობა, რომელიც თანდათან დიდდება და ახალ არსებათ ვითარდება), ხშირად ახალი [[ორგანიზმი]] წარმოიშობა დედისეული ორგანიზმის რომელიმე [[ორგანო]]ს ნაწილიდან (ვეგეტატიური გამრავლება). ასე მრავლდებიან შედარებით მარტივი მრავალუჯრედიანი ცხოველები — [[ღრუბლები (ცხოველები)|ღრუბლები]], ზოგიერთი [[ნაწლავღრუიანები|ნაწლავღრუიანი]], [[ბრტყელი ჭიები|ბრტყელი]] და რგოლვოანრგოლვოვანი იჭები. ვეგეტატიური გამრავლება განსაკუთრებით ფართოდ გავრცელებულია მცენარეულ სამყაროში, მათ შორის უმაღლეს მცენარეებში.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გამრავლება“-დან