გამრავლება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''გამრავლება''' — [[ორგანიზმი|ცოცხალ ორგანიზმთა]] ერთ-ერთი ძირითადი თვისება, წარმოქმნან თავისივე მსგავსი ახალი არსებები. მისი მეოხებით ხდება სახეობის შენარჩუნება და რიცხობრივი ზრდა. არსებობს გამრავლების ორი ფორმა — უსქესო და სქესობრივი. უსქესო გამრავლების დროს ახალი ორგანიზმი ვითარდება ან ერთი ორგანიზმის რომელიმე ნაწილიდან (გაყოფა, დაკვირტვა), ან მასში წარმოქმნილი სპეციფიკური უჯრედებიდან — [[სპორა|სპორებიდან]]. გაყოფით მრავლდებიან ერთუჯრედიანი ორგანიზმები, — [[ამებები]], [[შოლტოსნები]], [[ინფუზორიები]], [[ბაქტერიები]], [[ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები]] და ზოგი [[მწვანე წყალმცენარეები|მწვანე წყალმცენარე]]; დაკვირტვით - საფუარი სოკოები, ზოგიერთი ინფუზორია, ნაწლავღრუიანი და სხვა (ამ დროს დედისეულ ორგანიზმზე წარმოიქმნება ამობურცულობა, რომელიც თანდათან დიდება და ახალ არსებათ ვითარდება), ხშირად ახალი ორგანიზმი წარმოიშობა დედისეული ორგანიზმის რომელიმე ორგანოს ნაწილიდან (ვეგეტატიური გამრავლება). ასე მრავლდებიან შედარებით მარტივი მრავალუჯრედიანი ცხოველები - ღრუბლები, ზოგიერთი ნაწლავღრუიანი, ბრტყელი და რგოლვოან იჭები. ვეგეტატიური გამრავლება განსაკუთრებით ფართოდ გავრცელებულია მცენარეულ სამყაროში, მათ შორის უმაღლეს მცენარეებში.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გამრავლება“-დან