ნოე რამიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 43:
 
==ბიოგრაფია==
დაიბადა გლეხის ოჯახში. [[დიდივანი|სოფლის სკოლის]] დამთავრების შემდეგ ნოე რამიშვილმა სწავლა [[ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი|ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში]] და ქუთაისის სასულიერი სემინარიაში გააგრძელა, რომლის დამთავრების შემდეგ, [[1901]]<nowiki/> წელს, შევიდა [[ტარტუს უნივერსიტეტი|იურიევის უნივერსიტეტში]], იურიდიულ ფაკულტეტზე, საიდანაც რევოლუციური გამოსვლებისათვის გარიცხეს და გადაასახლეს კავკასიაში. საქართველოში დაბრუნებულმა ნოე რამიშვილმა დაიწყო აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა. [[1902]]<nowiki/> წელს შევიდა [[რსდმპ|რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში]]. არალეგალური მუშაობისთვის დააპატიმრეს, საიდანაც გაიქცა და წავიდა ემიგრაციაში. [[1907]]1907 წელს, ლონდონში რსდმპ-ის V ყრილობაზე აირჩიეს ცკ-ის წევრად [[მენშევიკი|მენშევიკებისგან]]. [[1908]]–[[1909]] წლებში სწავლობდა ლაიფციგის უნივერსიტეტში. მისი ინტერესის სფერო იყო ეკონომიკური მეცნერება და ფილოსოფია. [[1910]] წელს იყო რსდმპ საოლქო კომიტეტის წევრი თბილისში. რეაქციის წლებში რამიშვილი ლიკვიდატორი, ხოლო [[პირველი მსოფლიო ომი]]ს დროს „ობორონეცი“ იყო.
 
[[1917]] წლის [[თებერვლის რევოლუცია|თებერვლის რევოლუციის]] შემდეგ გახდა [[საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია|საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის]] ცკ–ის წევრი და პარტიულ გაზეთ „ერთობის“ რედაქტორი. [[ოქტომბრის რევოლუცია|ოქტომბრის რევოლუციის]] შემდეგ ნოე რამიშვილი აირჩიეს [[საქართველოს ეროვნული საბჭო]]ს და წევრად. [[1918]] წლის [[22 აპრილი|22 აპრილს]] დაინიშნა [[ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა|ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის]] შინაგან საქმეთა მინისტრად. იმავე წლის [[26 მაისი|26 მაისს]] აირჩიეს ახლადშექმნილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროებითი მთავრობის პირველ თავჯდომარედ. ამ პოსტზე [[24 ივლისი|24 ივლისს]] შეცვალა [[ნოე ჟორდანია]]მ, ხოლო, ნოე რამიშვილი დარჩა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად, პარალელურად [[1919]] წლის განმავლობაში იყო სამხედრო მინისტრი, იმავე წელს ასევე აირჩიეს [[საქართველოს დამფუძნებელი კრება|დამფუძნებელი კრების]] წევრად.
 
მისი ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა ჯარის რეორგანიზაცია, სკოლის რეფორმა, კავშირგაბმულობის სფეროს განვითარება, განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა [[თსუ|თბილისის უნივერსიტეტი]]ს მიმართ. რამიშვილი ებრძოდა თბილისის [[სომხები|სომხურ]] ბურჟუაზიას, ჩაახშო [[1918]]<nowiki/> და [[1919]]<nowiki/> წლების გლეხთა გამოსვლები [[აფხაზეთი]]სა და [[სამხრეთ ოსეთი]]ს ტერიტორიაზე, რომელიც ბოლშევიკური რუსეთის მიერ იყო ორგანიზებული. დამფუძნებელ კრებას დააშვებინა [[სიკვდილით დასჯა]]. მას ხშირად აკრიტიკებდნენ მკაცრი რეაქციის და დიქტატორული მისწრაფებების გამო.
[[ფაილი:Noe Ramishvili (Tiflis police archives).jpg|მინი|150პქ|მარცხნივ|რამიშვილის ფოტო ტფილისის პოლიციის არქივიდან]]
საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, [[1921]] წლის [[17 მარტი|17 მარტს]], რამიშვილი საქართველოს მთავრობასთან ერთად ემიგრაციაში წავიდა საფრანგეთში. თავდაპირველად ოჯახთან ერთად ცხოვრობდა სენ–კლუში, შემდეგ კი ლევილის მამულში. ბოლშევიკური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა არ შეუწყვეტია. იყო [[აგვისტოს აჯანყება|1924 წლის აგვისტოს აჯანყების]] აქტიური ორგანიზატორი. რამიშვილი აქტიურად იყო ჩართული [[პოლონეთი]]ს მიერ წარმოებულ ანტისაბჭოთა [[პრომეთეიზმი|პრომეთეისტულ]] მოძრაობაში.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნოე_რამიშვილი“-დან