კარლ ემილ თეოდორ ერენბერგი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''კარლ ემილ თეოდორ ერენბერგი''' ({{lang-de|Carl Emil Theodor Ehrenberg}}) (დ. [[6 აპრილი]], [[1878]], [[დრეზდენი]] — გ. [[26 თებერვალი]], [[1962]], [[მიუნხენი]]) — [[გერმანელები|გერმანელი]] [[კომპოზიტორი]].
 
== ცხოვრების გზა ==
კარლ ერენბერგი იყო [[მხატვარი|მხატვარ]] [[გოტფრიდ ფერდინანდ კარლ ერენბერგი|კარლ ერენბერგის]] ვაჟიშვილი და ცნობილი [[ვიოლინო|მევიოლინისა]] და მხატვრის [[პაულ ერენბერგი (მხატვარი)|პაულ ერენბერგის]] ძმა; ძმებმა ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში დაჰკარგეს დედა, სოფი ელიზე იოან გეორგინე ლანგჰაიმზე (გერმ. Sophie Elise Johanne Georgine Ehrenberg) (დ. [[1848]], ეკერნფიორდეეკერნფერდე — გ. [[1892]] [[დრეზდენი]]), რის გამოც [[სახელმწიფო]] არქივარიუსის [[თეოდორ დისტელი|თეოდორ დისტელის]] ოჯახში, [[ვილა]] დისტელჰაიმში იზრდებოდნენ [[ჰილდე დისტელი|ჰილდე]] და [[ლილი დისტელი|ლილი]] დისტელჰაიმებთან ერთად.
 
კარლ ერენბერგი სწავლობდა [[დრეზდენის კონსერვატორია|დრეზდენის კონსერვატორიაში]] იმ დროისათვის ცნობილი მასწავლებლის [[ფელიქს დრეზეკე|ფელიქს დრეზეკეს]] ({{lang-de|Felix Draeseke}}) დამრიგებლობით. მოგვიანებით იგი ხელმძღვანელობდა [[კაპელა|კაპელებს]] [[დორტმუნდი|დორტმუნდში]], [[ვიურცბურგი|ვიურცბურგში]], პოზენში, [[აუგსბურგი|აუგსბურგში]], [[მეცი|მეცსა]] და [[ლოზანა|ლოზანაში]], ხოლო [[1922]] წელს სათავეში ჩაუდგა ბერლინის სახელმწიფო ოპერის [[კაპელა|კაპელას]].
 
[[1925]] წლიდან [[1935]] წლამდე მუშაობდა [[კელნი|კელნის]] სამუსიკო უმაღლეს სასწავლებელში, [[1932]] წელს შევიდა [[ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტია|ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტიის]] ({{lang-de|NSDAP}}) რიგებში და დროდადრო, [[1935]] წლიდან [[1946]] წლამდე იყო [[მიუნხენი|მიუნხენის]] სამუსიკო უმაღლესი სასწავლებლის [[პროფესორი]].
 
[[ნაციზმი|ნაცისტური რეჟიმის]] დროს შედიოდა [[მესამე რაიხი|მესამე რაიხის]] საიმპერიო მუსიკოსთა ერთობის მუსიკის პედაგოგთა საბჭოში.
 
კარლ ერენბერგმა დაწერა [[ოპერა]], ორი [[სიმფონია]], [[სიმფონია|სიმფონიური]] ჩანახატები, ორი [[ორკესტრი|საორკესტრო]] სუიტა, ერთი უვერტიურა, კონცერტი [[ჩელო|ჩელოსათვის]], რამდენიმე კამერული მუსიკის ნაწარმოები, დაწერა ასევე თეატრალური წარმოდგენისთვის მუსიკალური თანხლება და [[სიმღერა|სიმღერები]].
 
კარლ ერენბერგი განისვენებს [[მიუნხენის ჩრდილოეთ სასაფლაო|მიუნხენის ჩრდილო]] [[სასაფლაო|სასაფლაოზე]].