არქანჯელო ლამბერტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: დროისათვის → დროისთვის using AWB
No edit summary
ხაზი 1:
'''არქანჯელო ლამბერტი''' ({{lang-it|Arcangelo Lamberti}}), [[იტალიელი]] [[მისიონერობა|მისიონერი]], თეატინელთა ორდენის ბერი, ქ. [[ნეაპოლი]]ს მკვიდრი. [[1630]]-[[1649]] წლებში [[რომის კათოლიკური ეკლესია|რომის კათოლიკური სარწმუნოების]] პროპაგანდის კონგრეგაციის დავალებით ცხოვრობდა და მოღვაწეობდა [[საქართველო]]ში, [[ოდიშის სამთავრო]]ში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, [[1655]], გამოაქვეყნა წიგნი, რომელშიც მოცემულია [[XVII საუკუნე|XVII საუკუნის]] შუა წლების ოდიშის სამთავროსა და საერთოდ საქართველოს პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ვითარების, ყოფისა და კულტურის, ადგილობრივი წეს-ჩვეულებებისა და ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრეების ვრცელი მიმოხილვა. არქანჯელო ლამბერტის ნაშრომი ამ სახის პირველი თხზულებაა [[საქართველო]]ს შესახებ. იგი XVII საუკუნის საქართველოს ისტორიის პირველხარისხოვანი წყაროა და მკვლევართა დიდი ყურადღებით სარგებლობს. არქანჯელო ლამბერტს ეკუთვნის აგრეთვე ნაშრომი „წმინდა კოლხიდა“, რომელშიც ავტორი ეხება ოდიშის სამთავროს სარწმუნოებრივ მდგომარეობას. ეს წიგნი [[ქართული ენა|ქართულად]] არ თარგმნილა. ზოგიერთი ცნობით, არქანჯელო ლამბერტი თავისი დროისთვის საკმაოდ დახელოვნებული ექიმი და მხატვარიც ყოფილა.
 
== ლიტერატურა ==
* {{ქსე|6|116|ანთელავა ი.}}
* ''ანთელავა ი.,'' ქსე, ტ. 6, გვ. 116, თბ., 1983
 
{{DEFAULTSORT:ლამბერტი, არქანჯელო}}
 
[[კატეგორია:სამეგრელოს (ოდიშის) სამთავრო]]
[[კატეგორია:საქართველოს ისტორია]]