ბერიძეები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 16:
'''ბერიძეები''' — „[[ქართლის ცხოვრება|ქართლის ცხოვრების]]“ მიხედვით, ფეოდალური საგვარეულო [[საქართველო]]ში. ქართველმა გეოგრაფმა, ისტორიკოსმა და კარტოგრაფმა [[ვახუშტი ბატონიშვილი|ვახუშტი ბატონიშვილმა]] (1696-1757) დაახლოებით 1745 წელს დაამთავრა თავისი შრომა, რომელსაც უწოდა „[[აღწერა სამეფოსა საქართველოსა]]“. იგი შეიცავს ისტორიას დასაბამიდან XVIII საუკუნის შუა წლებამდე, რომელშიც მოცემულია ასევე უძველესი ცნობები ქართული წარჩინებული გვარების და მათ შორის ბერიძეების შესახებ.<ref>„ქართლის ცხოვრება“, ტ. IV, თბილისი 1973, გვ. 27-28, 33-37</ref>
 
ვახუშტი წერს, რომ საქართველოს სამეფოს დაშლის შემდეგ ერისთავები აღარ იცვლებოდნენ, „მთავარნიცა არღარა იწოდებოდნენ მთავრად არამედ თავადად“, ვახუშტი ჩამოთვლის თავადების ცნობილ სახელებს ქართლში: „პირველი მუხრანის ბატონი, არაგვის ერისთავი, ქსნის ერისთავი, ამილახორი და ყაფლანისშვილი, ზემოციცისშვილი… და სომხეთის მელიქი. ხოლო აზნაურნი მრავალნი არიან…“, კახეთში – „ჩოლოყაშვილი და მაყასშვილი იტყვიან ირუფაქიძეობას, ენდრონიკასშვილი… ჯორჯაძე, ჭავჭავაძე, ვაჩნაძე, ვახვახისშვილი, რუსისშვილი, ჯანდიერისშვილი, ავალისშვილი და ჩერქეზი… გურამისშვილი და ტუსისშვილი“, იმერეთში – „აბაშიძე, მხეიძე, წერეთელი და ჩხეიძე (ამავე ჩხეიძეს გვარი არს აწინდელი რაჭის ერისთავი და სპასპეტი რაჭისა), ლორთქიფანიძე, ნიჟარაძე და ღოღობერიძე… ხოლო რაჭის – წულუკიძე, იაშვილი, ჯაფარიძე, ინასარიძე და ლასხიშვილი, ხოლო სვანეთს – გელოვანი… კვალად ვაკესა შინა ჭილაძე, და მიქელაძე და ჩიჯავაძე…“ სამეგრელოში ანუ ოდიშში – „…არს ჩიქოვანი, რომელმან მოწყვიდნა დადიანნი და მთავარნი ოდიშისანი… და იქმნა დადიანად… კვალადცა არიან მთავარნი ესენი: გოშაძე, ფაღავა, ჯაიანი, ჩიჩუა…“, აფხაზეთში – შარვაშიძეაფხაზეთშიშარვაშიძე და ანჩაბაძე, გურიაში – გურიელი, თადგირიძე, ამილახორი, შარვაშიძე, ბერიძე, კვერღელისძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე.
 
ადრინდელ მთავართა (თავადთა) გუართათვის<ref>http://titus.uni-frankfurt.de/texte/etcg/cauc/mgeo/vaxtbagr/vaxtb.htm?vaxtb002.htm</ref>:
ხაზი 80:
 
თედო სახოკია აჭარაში ბერიძეებს პირვანდელ სახით შემორჩენილ გვარებს შორის ასახელებს<ref>თედო სახოკია მოგზაურობანი</ref> ( იხ. თედო სახოკია "მოგზაურობანი( გურია, აჭარა, სამურზაყანო, აფხაზეთი)" , ბათუმი, 1985, გვ.209, 210) . აჭარაში ჩამოსვლისას თ.სახოკიასთვის გამცილებლობა წმინდა ქართულით მოსაუბრე, თავისი მხარის ისტორიისა და ადგილთა სახელების მცოდნე და განსწავლულ, ამ საგვარეულოს ოთხ წარმომადგენელს გაუწევია, რასაც "მოგზაურობანის" ავტორზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოუხდენია.
 
თედო სახოკია წიგნში"მუსულმან ქართველობა და მათი სოფლები საქართველოში" მიუთითებს "აჭარა ზეგნამდის უფრო იმერეთსა ჰგავს ყველაფრით. ზეგნის მკვიდრნი-კი ჯავახელებსა და ქართველებსა ჰგვანან; ლაპარაკის კილოც სხვანაირი აქვთ ზეგნელებს, ვიდრე აჭარლებს. აჭარის მცხოვრებთა გვარები უფრო ძეებით თავდება და ზეგნისაკი – შვილებით. თვით ძველთ აზნაურთა თავადთა გვარებიც-კი ასუ განირჩევა აჭარაში: პირფარეშის – ძენი ანუ დღეს ბეჟანიძეები, შარუაშიძეები, დიასამიძეები, თურმანიძეები, ბერიძეები, მიქელაძეები, თავდგირიძე, ნაკაშიძე, ნიჟარაძე და სხვინი. ზეგანში: ხიმშიაშვილი, შალიკა შვილი, ავალიშვილი, ავალიანი, ბარათაშვილი, ბაგრატოვანი, ჯაყელი, ორბელიანი, ერისთავი და სხვ<ref>თედო სახოკია, მუსულმან ქართველობა და მათი სოფლები საქართველოში გამოცემული იაკობ ალექსანდრეს ძე მანსვეტაშვილის საფასით, გვ.28</ref>."
 
ზოტიყელიდან ღორჟომამდე მას სულეიმან ბერიძე დამგზავრებია, რომელიც ბრძენ წინაკაცად ითქვლებოდა ზემო აჭარაში. ხულოდან ფურტიოსკენ თედოს ჩაფრად განწესებული - იუსუფ ბერიძე აცილებდა. ფურტიოში სტუმარს გულუხვად ხულოს მეჯლისის წევრმა, ყადმა (სასლიერო მოსამართლემ) , ნური ბერიძემ უმასპინძლა. აქედან ოლადაურში და სარიჩაირის საზაფხულო საძოვრებზე კი მკვლევარს თან ხულოს ნაწილის (მაზრის) უფროსი ალექსანდრე ბერიძე ახლდა<ref>თედო სახოკია "მოგზაურობანი( გურია, აჭარა, სამურზაყანო, აფხაზეთი)</ref><ref>თ.სახოკია, მოგზაურობანი</ref>.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბერიძეები“-დან