დილჰან ერიურთი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/Mehman97|Mehman97]]|2=2018 წლის 3 მაისი}}
{{ინფოდაფა მეცნიერი}}
'''დილჰან ერიურთი'''({{lang-tr|Dilhan Eryurt}}; დ. [[29 ნოემბერი]], [[1926]], [[იზმირი]], [[თურქეთი]] — გ. [[13 სექტემბერი]], [[2012]], [[ანკარა]], [[თურქეთი]]) — [[თურქები|თურქი]] [[ასტროფიზიკა|ასტროფიზიკოსი]], სრული პროფესორი. მეცნიერი, რომელმაც ხელი შეუწყო ასტრონომიის კვლევასა და ევოლუციას.
 
1946 წელს სტამბოლის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ორი წლის მანძილზე საპატიო ასისტენტად მუშაობდა თევფიკ ოკტაი ქაბაქჩიოღლუსთან, რომელიც [[ანკარის უნივერსიტეტი|ანკარის უნივერსიტეტში]] ასტრონომიის განყოფილება გახსნა. შემდგომში სწავლა განაგრძო მიჩიგანის უნივერსიტეტში, ხოლო 1953 წელს დოქტორანტურის საფეხური დაამთავრა ანკარის უნივერსიტეტის ასტროფიზიკის ფაკულტეტზე და შემდეგ ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გახდა.
 
1959 წელს, ის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სტიპენდიით, ორი წლით სასწავლებლად კანადაში გაემგზავრა. მას შემდეგ, გადავიდა აშშ-ში და მუშაობდა ამერიკის სოროპტიმისტური ფედერაციაში, ინდიანას უნივერსიტეტში, ვარსკვლავური მოდელების იდენტიფიკაციაზე. მუშაობდა მარშალ ვრუბელთან ერთად. ამ გამოცდილების შემდეგ, იგი მუშაობდა ნასას გოდარდის კოსმოსური ფრენის ცენტრში. მუშაობდა გ.უ. ასალტაირთან ერთად, მზის სისტემის ისტორიაზე. ამ პერიოდში, ის ერთადერთი ქალი ასტრონომი იყო, რომელიც ამ დაწესებულებაში მუშაობდა.
 
1968 წელს, ერიურთი თურქეთში დაბრუნდა და მოაწყო პირველი ეროვნული ასტრონომიის კონგრესი, თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევითი საბჭოს მხარდაჭერით.
 
გარდაიცვალა ანკარაში, 2012 წლის 13 სექტემბერს, გულის შეტევით.<ref name="olum">[http://www.sabah.com.tr/Gundem/2012/11/19/nasadaki-ilk-turk-bilim-kadini-sessizce-veda-etti Gül Krieklo, '''NASA’daki İlk Türk Bilim Kadını Sessizce Veda Etti''', ''Sabah Gazetesi, 19.11.2012'']</ref>
 
==სქოლიო==