შენი სახელით მომმართე (ფილმი): განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
დილას ოლივერი იმ ლურჯ პერანგს ჩუქნის ელიოს, რომელიც თავისი ჩამოსვლის დღეს ეცვა. ელიო დაბნეული ჩანს, ხმას არ იღებს, საცურაოდ მიდიან, მაგრამ დაძაბულობა წყვილს შორის მაინც არ ნელდება. ოლივერი დაბნეულია, ვერ ხვდება, რამდენად სწორი იყო მისი საქციელი წინა ღამით. საუზმის შემდეგ ოლივერი ქალაქში მიდის, ელიო ჩააკითხავს. ისევ დაბნეული და დათრგუნულია. ოლივერი ხვდება ამას და გულწრფელად ეუბნება, რომ ძალიან ბედნიერია წინა ღამით მომხდარი ფაქტით, რომ ამაში სანანებელი არაფერია და არც სამარცხვინო. ელიო იღიმის, უკვე დამშვიდებულია. შემდგომ დღეებში წყვილი უფრო მეტად უახლოვდება ერთმანეთს როგორც ფიზიკურად, ასევე — ემოციურად, მაგრამ ურთიერთობას საიდუმლოდ ინახავენ. ელიო მარსიას თავს არიდებს იმის მიუხედავად, რომ გოგონა ურთიერთობის შენარჩუნებას ცდილობს. ირკვევა, რომ ელიოს მშობლებმა დაახლოებით იციან წყვილს შორის არსებული ურთიერთობების შესახებ და ურჩევენ, სანამ ოლივერი [[ამერიკის შეერთებული შტატები|შტატებში]] დაბრუნდება, მოინახულონ [[ბერგამო]]. წყვილი ბერგამოში სამ რომანტიკულ დღეს ატარებს. საბოლოოდ ოლივერი მიემგზავრება. ელიო იმდენად დათრგუნულია, რომ შინ დაბრუნებას ვერ ახერხებს და დედას ურეკავს, რომ რომ რკინიგზის სადგურზე მოაკითხოს და სახლში წაიყვანოს. მთელი გზას უხმოდ გადიან, ელიო შეუმჩნევლად ტირის. შინდაბრუნებული მოულოდნელად ხვდება მარსიას, გოგონა გრძნობს, რომ ელიო დიდ გასაჭირშია, ამჩნევს ემოციებს, რიგდებიან.
 
ოლივერის წასვლით გამოწვეული ელიოს ტკივილი აშკარაა. მამა გადაწყვეტს, გაუმხილოს,ესაუბროს რომშვილს მანძალიან და დედამისმა იცოდნენფრთხილად მათი ურთიერთობის შესახებ. იმასაც- უყვება, რომ ღრმა ბავშვობაში მასაც ჰქონდა დაახლოებით მსგავსი ურთიერთობა თავის მეგობართან, მაგრამ ისეთი სრულყოფილი არა, როგორიც ელიოსა და ურჩევსოლივერს შვილსჰქონდათ. ამიტომ, რომაჯობებს, მაქსიმალური მიიღოს იმ ჭეშმარიტი სიყვარულისგან, რომელიც ძალიან იშვიათია და რომელი სიყვარულიც მას და ოლივერს ერთმანეთთან აკავშირებდა.  
 
გადის დრო. [[ხანუქა|ხანუქას დღესასწაულზე]], პროფესორის ოჯახში ტელეფონი რეკავს — ოლივერია. იგი ამცნობს, რომ დაინიშნა და მალე დაქორწინდება კიდეც. ცოლ-ქმარი ულოცავს და ბედნიერებას უსურვებს. საუბარს ელიო აგრძელებს, ოლივერი ეუბნება, რომ მას ახსოვს ყველაფერი, მაგრამ ამას ელიოსთვის აღარ აქვს მნიშვნელობა.
206

რედაქტირება