შენი სახელით მომმართე (ფილმი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დეტალების დაზუსტება
No edit summary
ხაზი 43:
== სიუჟეტი ==
{{სიუჟეტი}}
მოქმედება ხდება 1983 წლის ზაფხულში ჩრდილოეთ იტალიის ერთ-ერთ სოფელში. ელიო პერლმანი, 17 წლის ამერიკელ-იტალიელი ებრაელი ბიჭი მშობლებთან ერთად ცხოვრობს. ელიოს მამა, პროფესიით [[არქეოლოგია]]. იგი ოჯახში მოიწვევს თავის 24 წლის ამერიკელ-ებრაელ სტუდენტს — ოლივერს სოფელში ზაფხულის გასატარებლად, ასევე განზრახული აქვს აკადემიური ნაშრომის მომზადებაში დაეხმაროს მას. ელიო ბევრ დროს უთმობს წიგნების კითხვას, ინსტრუმენტზე დაკვრასა და თავის მეგობარ გოგონა მარციასთან დროის გატარებას. [[ბიბლიოფილია|ბიბლიოფილი]] და მუსიკის მოყვარული ელიო ბევრ საერთოს პოულობს ოლივერთან. ნელ-ნელა ელიო და ოლივერი იწყებენ დროის ერთად გატარებას, საიდანაც მაცდური ურთიერთობა იწყება: ერთად ბანაობენ აუზში, ირუჯებიან, დადიან გრძელ დისტანციებზე ქალაქში, ელიოს მამას არქეოლოგიურ ექსკურსიაზე მიჰყვებიან. ამასობაში, ელიო ურთიერთობას იწყებს მარსიასთან და ტრაბახობს კიდეც ამით ოლივერის წინაშე. სინამდვილეში კი აკვირდება მის რეაქციას. მალე საკუთარ თავს შეატყობს, რომ ნელ-ნელა უფრო მეტად მოსწონს ოლივერი, შეიპარება მის ოთახში და ყნოსავს მის საცურაო კოსტიუმს. იმავე დღეს, მოგვიანებით, ოლივერი რაღაც საქმეზე მიდის ქალაქში, ელიოც მიჰყვება, უსაქმურობას მოიმიზეზებს. ადგილზე მისვლისას საუბრობენ სხვადასხვა თემებზე, მათ შორის [[პირველი მსოფლიო ომი|პირველ მსოფლიო ომზე]] და [[პიავე|პიავის]] ბრძოლაზე, რომლის შესახებაც ოლივერს არაფერი სმენია. ელიო უყვება ბრძოლის დეტალებს. სტუმარი გაკვირვებულია ელიოს ერუდიციით, მაგრამ პასუხად იღებს იმას, რომ ელიომ არაფერი იცის იმის შესახებ, რაც რეალურად მნიშვნელოვანია და რასაც ღირებულება აქვს მისთვის. „რა არის მნიშვნელოვანი?“- ეკითხება ოლივერი. „იცი, რასაც ვგულისხმობ“, - ესმის პასუხად, ოლივერი დაბნეულია. ელიო აგრძელებს - „ვიფიქრე, რომ უნდა გცოდნოდა, იმიტომ, რომ მინდოდა გცოდნოდა, მინდოდა, რომ გცოდნოდა“ და ამას უკვე თავისთვის იმეორებს რამდენჯერმე, მაგრამ ოლივერი შორსაა და ეს გაუბედავი აღსარება აღარ ესმის უკვე. მაგრამ პირისპირ შეხვედრისას, ელიო კვლავ აგრძელებს - „ამას შენ გარდა ვერავის ვეტყვი“. ოლივერი თითქოს უხვდება, რისი თქმაც უნდა მას, მაგრამ იმ მომენტში ამჯობინებს, არ შეიმჩნიოს, რაც მოსიმინა - „აჯობებს, მსგავს საკითხებზე არ ვილაპარაკოთ“. ელიო უკვე ნანობს ნათქვამს. უხმოდ ბრუნდებიან სოფელში. შინმისულებს სტუმრები ხვდებათ, სუფრასთან მაცხარებულნი კამათობენ პოლიტიკაზე, დაძაბულ ელიოს ცხვირიდან სისხლი წასკდება და სახლში შედის, ოლივერიც მიჰყვება, ცდილობს, ესაუბროს და ცოტა გაამხიარულოს. იმ საღამოს ოლივერი გვიან ბრუნდება შინ, ასეთიმისი უყურადღებობით განაწყენებული ელიო მეორე დღეს ურეკავს მარციას და შეხვედრას უნიშნავს. ღამით მინდორში წვება კიდეც გოგონასთან. მიუხედავად ამისა, შინდაბრუნებული ოლივერს წერს წერილს, რომ აუცილებლად ჭირდება მასთან ლაპარაკი. წერილს კარის ქვეშ შეუცურებს და იძინებს. მეორე დღეს მაგიდაზე ხვდება ოლივერის ბარათი, რომ გვიან ღამით ერთმანეთს უნდა შეხვდნენ. იმ დღეს ელიო მთლიანად მარციასთან ატარებს, მაგრამ გულშეკუმშული ოლივერთან შეხვედრას ელის - წამდაუწუმ საათს დაჰყურებს. შუაღამისას ერთმანეთს ხვდებიან - დიდხანს გაუბედავად ცდილობენ ერთმანერთთან მიახლოებას, ბოლო კი თავაშვებულ ემოციას ეძლევიან. გამთენიისას, ლოგინში ნებივრობისას, ოლივერი ეუბნება ელიოს: „შენი სახელით მომმართე და მე ჩემი სახელით მოგმართავ“.
 
დილას ოლივერი იმ ლურჯ პერანგს ჩუქნის ელიოს, რომელიც თავისი ჩამოსვლის დღეს ეცვა. ელიო დაბნეული ჩანს, ხმას არ იღებს, საცურაოდ მიდიან, მაგრამ დაძაბულობა წყვილს შორის მაინც არ ნელდება. ოლივერი დაბნეულია, ვერ ხვდება, რამდენად სწორი იყო მისი საქციელი წინა ღამით. საუზმის შემდეგ ოლივერი ქალაქში მიდის, ელიო ჩააკითხავს. ისევ დაბნეული და დათრგუნულია. ოლივერი ხვდება ამას და გულწრფელად ეუბნება, რომ ძალიან ბედნიერია წინა ღამით მომხდარი ფაქტით, რომ ამაში სანანებელი არაფერია და არც სამარცხვინო. ელიო იღიმის, უკვე დამშვიდებულია. შემდგომ დღეებში წყვილი უფრო მეტად უახლოვდება ერთმანეთს როგორც ფიზიკურად, ასევე — ემოციურად, მაგრამ ურთიერთობას საიდუმლოდ ინახავენ. ელიო მარსიას თავს არიდებს იმის მიუხედავად, რომ გოგონა ურთიერთობის შენარჩუნებას ცდილობს. ირკვევა, რომ ელიოს მშობლებმა დაახლოებით იციან წყვილს შორის არსებული ურთიერთობების შესახებ და ურჩევენ, სანამ ოლივერი [[ამერიკის შეერთებული შტატები|შტატებში]] დაბრუნდება, მოინახულონ [[ბერგამო]]. წყვილი ბერგამოში სამ რომანტიკულ დღეს ატარებს. საბოლოოდ ოლივერი მიემგზავრება. ელიო იმდენად დათრგუნულია, რომ შინ დაბრუნებას ვერ ახერხებს და დედას ურეკავს, რომ რომ რკინიგზის სადგურზე მოაკითხოს და სახლში წაიყვანოს. მთელი გზას უხმოდ გადიან, ელიო შეუმჩნევლად ტირის. შინდაბრუნებული მოულოდნელად ხვდება მარსიას, გოგონა გრძნობს, რომ ელიო დიდ გასაჭირშია, ამჩნევს ემოციებს, რიგდებიან.