დილჰან ერიურთი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
{{ინფოდაფა მეცნიერი}}
'''დილჰან ერიურთი'''({{lang-tr|Dilhan Eryurt}}; დ. [[29 ნოემბერი]], [[1926]], [[იზმირი]], [[თურქეთი]] — გ. [[13 სექტემბერი]], [[2012]], [[ანკარა]], [[თურქეთი]]) — [[თურქები|თურქი]] [[ასტროფიზიკა|ასტროფიზიკოსი]], სრული პროფესორი. მეცნიერი, რომელმაც ხელი შეუწყო ასტრონომიის კვლევასა და ევოლუციას.
 
1961-1973 წლებში, ერიურთი, რომელიც [[ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტი|ახლო აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში]] (აატუ) პირველი თურქი მეცნიერი იყო, NASA-ში თანამდებობა მიიღო და ახლო აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში ასტროფიზიკის განყოფილება დაარსა, ხოლო 1988-1993 წლებში აატუ-ს მეცნიერებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დეკანი იყო.
 
== ბიოგრაფია ==
ერიურთი დაიბადა [[1926|1926 წლის]] [[29 ნოემბერი|29 ნოემბერს]], [[იზმირი|იზმირში]].<ref name="tubitak">[http://www.biltek.tubitak.gov.tr/bilgipaket/biliminsanlari/turkbilimadami/S-360-74.pdf Alp Akoğlu, '''Astorfizikte Öncü Bir Türk Kadını Dilhan Eryurt''', ''Bilim ve Teknik Dergisi, Sayı 360, Kasım 1997'']</ref> მამამისი აბიდინ ეგე, 1944 წელს [[თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეა|თურქეთის პარლამენტის]] წევრი იყო [[დენიზლის პროვინცია|დენიზლის პროვინციიდან]].
 
მამამისის იზმირში ცამოსვლიდან ცოტა ხანში, ოჯახი სტამბოლში გადავიდა, რამდენიმე წლის შემდეგ კი [[ანკარა]]ში. ანკარაში დაწყებითი განათლების დასრულების შემდეგ, სწავლა განაგრძო ანკარის გოგონათა საშუალო სკოლაში. უმაღლეს სკოლაში სწავლის პერიოდში, მას განსაკუთრებული ინტერესი ჰქონდა მათემატიკისადმი. ამ მიზეზით, უმაღლესი სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა [[სტამბოლის უნივერსიტეტი|სტამბოლის უნივერსიტეტში]], მათემატიკისა და ასტრონომიის ფაკულტეტზე განაგრძო. უნივერსიტეტში სწავლის დროს, დაინტერესდა ასტრონომიით.
 
1946 წელს სტამბოლის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ორი წლის მანძილზე საპატიო ასისტენტად მუშაობდა თევფიკ ოკტაი ქაბაქჩიოღლუსთან, რომელიც [[ანკარის უნივერსიტეტი|ანკარის უნივერსიტეტში]] ასტრონომიის განყოფილება გახსნა. შემდგომში სწავლა განაგრძო მიჩიგანის უნივერსიტეტში, ხოლო 1953 წელს დოქტორანტურის საფეხური დაამთავრა ანკარის უნივერსიტეტის ასტროფიზიკის ფაკულტეტზე და შემდეგ ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გახდა.
 
==სქოლიო==