საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 31:
'''საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი''' — უმსხვილესი [[საქართველო|ქართული]] ბიოგრაფიული [[მონაცემთა ბაზა]], რომელიც გაეშვა [[2001]] წელს. შეიცავს ინფორმაციას, საქართველოში და მის გარეთ მოღვაწე ცნობილი ქართველების შესახებ. პროექტს განაგებს [[საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკა]].
 
პროექტს თემურ ჩხენკელის ხელმძღვანელობით საფუძველი ჩაეყარა [[2001]] წელს, როდესაც [[აშშ|ამერიკის]] სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურული ურთიერთობის ბიურომ დააფინანსა „ქართველი ავტორები ინტერნეტში“.<ref name="biblioni">{{cite web|url=https://biblioni.wordpress.com/2017/07/11/ცნობარ-საქართველოს-ბიოგ/|title=ცნობარ „საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი“- ს წარსული და დღევანდელობა|publisher=biblioni.wordpress.com|date=11 ივლისი, 2017|accessdate=15 აპრილი, 2018}}</ref> ბაზა მოიცავდა საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი მეცნიერების, ავტორების, მწერლების, პოეტების ბიოგრაფიებს, აგრეთვე მათი წიგნების ანბანურ სიას საძიებლით. [[2012]] წელს საიტის ძრავი და ინტერფეისი შესამჩნევად დაიხვეწა.
 
[[2015]] წელს სახელწოდება „ქართველი ავტორები ინტერნეტში“ შეიცვალა სახელით „საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი“.<ref name="biblioni"/> ბიოგრაფიები გადავიდა განახლებულ მონაცემთა ბაზაში. მას სახელის გარდა შეეცვალა შინაარსიც, ხოლო ბაზა რიცხობრივად გაიზარდა. ცნობარში, სხვადასხვა პიროვნებების ბიოგრაფიული მონაცემების გარდა განთავსებულია პიროვნებათა ფოტოები, ჯილდოები, პრემიები და პრიზები.
 
[[2018]] წლის მონაცემით ბაზა მოიცავდა 11,250-ზე მეტ სტატიას. ის ხელმისაწვდომია როგორც [[ქართული ენა|ქართულ]], აგრეთვე [[ინგლისური ენა|ინგლისურ ენა]]ზე. მასში ნებისმიერს შეუძლია ჩაასწოროს ან დაამატოს ბიოგრაფიის ესკიზი საიტზე არსებული სპეციალური შაბლონური ფორმის საშუალებით, რომელიც გაივლის შემოწმებას და მხოლოდ ამის შემდეგ გამოქვეყნდება. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი.<ref>{{cite web|url=http://www.nplg.gov.ge/bios/ka/|title=ოფიციალური საიტი|publisher=ბიოგრაფიული ლექსიკონი|accessdate=4 მაისი, 2018}}</ref>
 
==რესურსები ინტერნეტში==