აღმოსავლეთი ალპები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 19:
| ვიკისაწყობი =
}}
'''აღმოსავლეთი ალპები''' ({{lang-de|Ostalpen;}} {{lang-it|Alpi Orientali}}) — [[ალპები|ალპების მთათა სისტემის]] ნაწილი [[ევროპა]]ში. მდებარეობს [[შვეიცარია|შვეიცარიის]], [[ავსტრია|ავსტრიის]], [[ლიხტენშტაინი]]ს, [[გერმანია|გერმანიის]], [[იტალია|იტალიისა]] და [[სლოვენია|სლოვენიის]] ტერიტორიებზე. ვრცელდება [[ბოდენის ტბა|ბოდენზეესა]] (ჩრდილოეთით) და [[კომოკომოს (ტბა)|კომოს]] (სამხრეთით) ტბის აღმოსავლეთით. იგი უფრო განიერი (სიგანე 260 კმ) და დაბალია ვიდრე [[დასავლეთი ალპები]]. უმაღლესი მწვერვალის სიმაღლეა 4049 მ (მწვერვალი [[ბერნინა]]). ნაკლებად არის გამოხატული თანამედროვე გამყინვარება და [[ალპური ტიპის რელიეფი|რელიეფის ალპური ფორმები]]. დამახასიათებელია დიდი გასწვრივი ხეობები და უმთავრესად განედური ქედები. აღმოსავლეთი ალპები, [[ოროგრაფია|ოროგრაფიული]] და [[ტექტონიკა|ტექტონიკური]] თვალსაზრისით მჭიდროდ არის დაკავშირებული დასავლეთის ალპებთან.
 
ის, საერთოდ, სიგანედის მიმართულებისაა [[შუა დუნაის დაბლობი|შუა დუნაის დაბლობამდე]], სადაც აღმოსავლეთი ალპების რკალის კიდე წყდება. დასავლეთ ალპებთან შედარებით, აღმოსავლეთი ალპები ნაკლები სიმაღლისაა, თუმცა უფრო განიერია. ფართოა მთელ სიგრძეზე, მისი ბოლო რაიონი დაბლდება და საშუალო სიმაღლის მთებში გადადის, მაგრამ არ ვიწროვდება. პირიქით, აქ მესამეული ნაოჭების [[ვირგაცია]]ს აქვს ადგილი; [[ქედი|ქედები]] მარაოსებურად იშლება, ამასთან სამხრეთი ტოტი ([[იულიუსის ალპები]]) [[ბალკანეთის ნახევარკუნძული]]ს დინარის მთებს უერთდება. ჩრდილო ტოტი კი მოკვეთილია [[ვენის აუზი]]ს ახალგაზრდა [[ნასხლეტი]] ღრმულით, მაგრამ [[ტექტონიკა|ტექტონიკურად]] [[კარპატები]]ს რკალში გრძელდება.