დავით ართმელაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[1915]] წლის [[19 ივლისი|19 ივლისს]] ართმელაძეს მიენიჭა პოლკოვნიკობა.<ref>{{cite book|author= Николай II.|url= http://dlib.rsl.ru/viewer/01008496933#?page=401 |title= Стрелковых полков // Из подполковников в полковники // Мая 31 дня 1916 года, приказ|year=1916}}</ref> [[1917]] წლის იანვარში დაინიშნა მე-16 თურქესტანის პოლკის უფროსად. იმავე წლის ოქტომბერში 127-ე ქვეითი დივიზიის მეთაურად. 1917 წლის 10 ოქტომბერს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება და დათხოვნილი იქნა თადარიგში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.<ref name="RIA">{{cite web|url=http://www.grwar.ru/persons/persons.html?id=1385|title=დავით ადამოვიჩ ართმელიძე|publisher=პროექტი „რუსული არმია დიდ ომში“|accessdate=3 მაისი, 2018}}</ref>
 
ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ის აქტიურად ჩაება ქართული არმიის ფორმირებაში.<ref name="Gurianews">{{cite web|url=http://www.gurianews.com/article/istoria/37095|title=დავით ართმელაძე — დავიწყებული გმირი|publisher=Gurianews|date=28 მარტი, 2016|accessdate=3 მაისი, 2018}}</ref> [[1918]] წლიდან ქართულ არმიაშია. [[1920]]-[[1921]] წლებში სარდლობდა პირველ ბრიგადას, რომლის შტაბიც [[სოხუმი|სოხუმში]] იყო და იცავდა აფხაზეთის მიმართულებას. [[1921]] წლის თებერვალ-მარტში მეთაურობდა [[გაგრა|გაგრის]] მხრიდან შემოჭრილი მე-9 [[წითელი არმია|წითელი არმიის]] წინააღმდეგ მებრძოლთა შენაერთებს.<ref>{{cite book|url=https://gfsis.org/files/my-world/13/02.pdf|title=დიდი ქართველები - გენერალი გიორგი მაზნიაშვილი|page=17|accessdate=3 მაისი, 2018}}</ref> 1921 წლის მარტში ართმელაძე 1500 კაციანი მოხალისე ჯგუფით შეუერთდა [[გიორგი მაზნიაშვილი|გენერალ მაზნიშვილს]] და განდევნა ქემალისტები [[ბათუმი]]დან.<ref name="Gurianews"/> გენერალი მაზნიაშვილი წერს, „მოველაპარაკე გენერლებს წულუკიძესა და ართმელაძეს და ციხის რაიონი გავყავი ორ მებრძოლ უბნად. ნაწილი ქალაქისა, ბარცხანა და კახაბერის ფორტები დავუქვემდებარე გენერალ წულუკიძეს, ხოლო ქალაქის მეორე ნაწილი, სტეფანოვკა და ანარიის ფორტები გენერალ ართმელაძეს“. როგორც თავად მაზნიაშვილი წერდა, ამ ბრძოლაში დაიღუპა მხოლოდ და მხოლოდ 84 ქართველი.<ref name="Gurianews"/>
 
საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ართმელაძე და სხვა ქართველი გენერლები მონაწილეობდნენ საქართველოში წითელი არმიის ფორმირებასა და სამხედრო სასწავლებლის შექმნაში. ის ასევე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას.<ref name="Gurianews"/>
 
==ჯილდოები==
* 1906 - წმინდა სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენი
* 1909 - წმინდა ანას მე-3 ხარისხის ორდენი
* 1914 - წმინდა სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენი
* 1916 — საბრძოლო დიდების ხმლის
* 1917 - წმინდა გიორგის მე-4 ხარისხის ორდენი
 
==რესურსები ინტერნეტში==
* [http://21-below.ge/article/istoria/37095 დავით ართმელაძის ბიოგრაფია]
* [http://www.grwar.ru/persons/persons.html?id=1385 დავით ართმელაძე] — პროექტი „რუსული არმია დიდ ომში
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}