დავით ართმელაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
==ბიოგრაფია==
დავით ართმელაძე დაიბადა [[1865]] წელს, [[ქვიანი|სოფელ ქვიანში]], გურული თავადის, ადამ ართმელაძის ოჯახში. დაწყებითი განათლება მიიღო [[ოზურგეთი|ოზურგეთში]]. ართმელაძემ სამხედრო სამსახური დაიწყო [[1885]] წლის [[7 ნოემბერი|7 ნოემბერს]]. დაამთავრა [[ტფილისი]]ს ქვეით იუნკერთა სასწავლებელი (პირველი თანრიგით), რის შემდეგაც გაიგზავნა [[ელიზავეტპოლი]]ს 156-ე ქვეით პოლკში. 1888 წლის 1 სექტემბერს მიიღო პოდპორუჩიკის წოდება,<ref>{{cite book|author= Николай II. |url= http://dlib.rsl.ru/viewer/01008265193#?page=188 |title= Пехотных полков // Из капитанов в подполковники // Июня 11 дня 1915 года, приказ|year= 1915}}</ref> ხოლო [[1892]] წლის [[1 სექტემბერი|1 სექტემბერს]] გახდა პორუჩიკი; [[1900]] წლის [[6 მაისი]] — შტაბის კაპიტანი; [[1901]] წლის [[6 მაისი]] — კაპიტანი; [[პირველი მსოფლიო ომი]]ს წინ პოდპოლკოვნიკია. გადაყვანილ იქნა 23-ე [[თურქესტანი]]ს ქვეით პოლკში ბატალიონის მეთაურად. 1908 წელს მან იქორწინა სოფიო წულუკიძეზე, რომელთანაც [[1909]] წელს ეყოლა ქალიშვილი ნინა, ხოლო [[1911]] წელს — ვაჟი ილია.
 
[[1915]] წლის [[19 ივლისი|19 ივლისს]] ართმელაძეს მიენიჭა პოლკოვნიკობა.<ref>{{cite book|author= Николай II.|url= http://dlib.rsl.ru/viewer/01008496933#?page=401 |title= Стрелковых полков // Из подполковников в полковники // Мая 31 дня 1916 года, приказ|year=1916}}</ref> [[1917]] წლის იანვარში დაინიშნა მე-16 თურქესტანის პოლკის უფროსად. იმავე წლის ოქტომბერში 127-ე ქვეითი დივიზიის მეთაურად. 1917 წლის 10 ოქტომბერს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება და დათხოვნილი იქნა თადარიგში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.<ref name="RIA">{{cite web|url=http://www.grwar.ru/persons/persons.html?id=1385|title=დავით ადამოვიჩ ართმელიძე|publisher=პროექტი „რუსული არმია დიდ ომში“|accessdate=3 მაისი, 2018}}</ref>
 
ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ის აქტიურად ჩაება ქართული არმიის ფორმირებაში.<ref name="Gurianews">{{cite web|url=http://www.gurianews.com/article/istoria/37095|title=დავით ართმელაძე — დავიწყებული გმირი|publisher=Gurianews|date=28 მარტი, 2016|accessdate=3 მაისი, 2018}}</ref> [[1918]] წლიდან ქართულ არმიაშია. [[1920]]-[[1921]] წლებში სარდლობდა პირველ ბრიგადას, რომლის შტაბიც [[სოხუმი|სოხუმში]] იყო და იცავდა აფხაზეთის მიმართულებას. [[1921]] წლის თებერვალ-მარტში მეთაურობდა [[გაგრა|გაგრის]] მხრიდან შემოჭრილი მე-9 [[წითელი არმიისარმია|წითელი არმიის]] წინააღმდეგ მებრძოლთა შენაერთებს.<ref>{{cite book|url=https://gfsis.org/files/my-world/13/02.pdf|title=დიდი ქართველები - გენერალი გიორგი მაზნიაშვილი|page=17|accessdate=3 მაისი, 2018}}</ref> 1921 წლის მარტში ართმელაძე 1500 კაციანი მოხალისე ჯგუფით შეუერთდა [[გიორგი მაზნიაშვილი|გენერალ მაზნიშვილს]] და განდევნა ქემალისტები [[ბათუმი]]დან.<ref name="Gurianews"/> გენერალი მაზნიაშვილი წერს, „მოველაპარაკე გენერლებს წულუკიძესა და ართმელაძეს და ციხის რაიონი გავყავი ორ მებრძოლ უბნად. ნაწილი ქალაქისა, ბარცხანა და კახაბერის ფორტები დავუქვემდებარე გენერალ წულუკიძეს, ხოლო ქალაქის მეორე ნაწილი, სტეფანოვკა და ანარიის ფორტები გენერალ ართმელაძეს“. როგორც თავად მაზნიაშვილი წერდა, ამ ბრძოლაში დაიღუპა მხოლოდ და მხოლოდ 84 ქართველი.
 
საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ართმელაძე და სხვა ქართველი გენერლები მონაწილეობდნენ საქართველოში წითელი არმიის ფორმირებასა და სამხედრო სასწავლებლის შექმნაში. ის ასევე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას.