დიპლიპიტო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ნინიკო ჯიჯელავა-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა AbandonerBot-ის მიე...
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
მაგრად შევცვალე
ხაზი 1:
{{მრავალმნიშვნელოვნება|დიპლიპიტო|დიპლიპიტო (ალმანახი)}}
[[ფაილი:Diplipito,Tbilisi1.jpg|მინიატიურა]]
'''დიპლიპიტო''', იგვვე '''[[ნაღარა]]'''<ref>დ. არაყიშვილი, „ხალხური სამუსიკო საკრავების აღწერა და გაზომვა“, თბ., 1940</ref> — [[დასარტყმელი საკრავები|დასარტყმელი საკრავი]], შედგება სხვადასხვა სიგანისა და ერთნაირი სიმაღლის თიხის ორი პატარა ქილისაგან, რომლებზედაც გადაკრულია ციკნის ტყავი ან ხარის ბუშტი. ქილები ერთმანეთთან თასმითაა გადაბმული. ქილების სიმაღლეა 200-250 მმ, დიამეტრი პატარისა — 90 მმ, დიდის — 170 მმ. ქილები გარედან ნაირფერადაა მოხატული. დიპლიპიტოს უკრავენ ორი პატარა ჯოხით „თხის ფეხუნებით“. თუ ჟღერადობის გასაძლიერებლად ტყავის გადაჭიმვა უნდათ, ქილებს მაყალზე ათმობენ, მოსაშვებად კი ტყავებს ოდნავ ასველებენ. დიპლიპიტო უმთავრესად საანსამბლო საკრავია. ორკესტრში პირველად შეიტანა [[მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვი|მ. იპოლიტოვ-ივანოვმა]] („[[კავკასიური ესკიზები|კავკასიურ ესკიზებში]]“, 1894), შემდეგ დიპლიპიტო ოპერებში გამოიყენეს [[დიმიტრი არაყიშვილი|დ. არაყიშვილმა]] („თქმულება შოთა რუსთაველზე“), ს. ვასილენკომ („მშვენიერი იოსები“), რ. გლინერმა („შაჰსენემი“) და სხვა.
 
==ლიტერატურა==
{{ქსე|3|563|ჩხიკვაძე გ.}}
 
==რესურსები ინტერნეტში==
* [http://dspace.tsc.edu.ge/handle/8001/68 მ. შილაკაძე, „ქართული ხალხური საკრავები და საკრავიერი მუსიკა“, თბ., 1970]
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
 
{{ქართული მუსიკალური საკრავები}}
 
[[კატეგორია:მუსიკალური ინსტრუმენტები ანბანის მიხედვით]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დიპლიპიტო“-დან