18 ბრიუმერის გადატრიალება: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''18 ბრიუმერის გადატრიალება''' ({{lang-fr|Coup d'État du 18 brumaire}}) — სახელმწიფო გადატრიალება [[საფრანგეთი|საფრანგეთში]], რომელიც მოხდა 18 ბრიუმერს, რესპუბლიკის მერვე წელს (გრიგორიანული კალენდრით [[1799]] წლის [[9 ნოემბერი|9 ნოემბერს]]). 18 ბრიუმერი ისტორიაში უსისხლო გადატრიალებად არის შესული. ბრიუმერი არის დრო 22 ოქტომბრიდან 20 ნოემბრამდე, სწორედ ამიტომ ეწოდა 9 ნოემბერს 18 ბრიუმერი.
 
[[1799]] წლის ოქტომბერში ნაპოლეონმა მოულოდნელად მიატოვა თავისი არმია [[ეგვიპტე|ეგვიპტეში]] და დაბრუნდა [[პარიზი|პარიზში]], სადაც ჩაერთო დაგეგმილი სახელმწიფო გადატრიალების პროცესში.[[1799]] წლის 9 ნოემბერს გეგმა განხორციელდა. ამ დღეს, ნაპოლეონის თანამოაზრე და მეგობარი, [[იოაჰიმ მიურატი|იოახიმ მიურატი,]] გრენადერების ქვედანაყოფთან ერთად „[[ხუთასთა საბჭოში]]“ შეიჭრა და დეპუტატები კაბინეტიდან გამოაძევა. ამას მოჰყვა [[საფრანგეთის დირექტორია|დირექტორიას]] დამხობა და [[საკონსულო კომისიის]] შექმნა, რომელშიც შევიდა სამი კონსული: [[ნაპოლეონ ბონაპარტი|ნაპოლეონ ბონაპარდი]], [[ემანუელ-ჟოზეფ სიიესი|სიიესი]] და [[როჟე დიუკო]]. ძალაუფლება ფორმალურად სამი კონსულის, ფაქტობრივად კი „პირველი კონსულის“- ბონაპარტეს ხელში გადავიდა. ახალმა კონსტიტუციამ პირველი კონსული თითქმის შეუზღუდავი ძალაუფლებით აღჭურვა.
ხელისუფლების სათავეში მოსვლისას, ყოფილმა იაკობინელმა, რევოლუციონერმა და რესპუბლიკელმა პირველმა კონსულმა განაცხადა: ''"{{ციტატა|მოქალაქენო, რევოლუცია დასრულდა!"''.}} საკანონმდებლო ხელისუფლების ფუნქცია მთავრობის კანონპროექტების დამტკიცებით შემოიფარგლა. თვით წარმომადგენლობითი ორგანოს შემადგენლობასაც პრაქტიკულად ნაპოლეონი ადგენდა (ახალი საარჩევნო წესის თანახმად, ხალხის მიერ არჩეულ ამომრჩევლებს მხოლოდ დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის უფლება ჰქონდათ. წარდგენილი კანდიდატებიდან დეპუტატებს სენატი ირჩევდა. სენატი, თავის მხრივ, სამუდამოდ დანიშნული პირებისაგან შედგებოდა). მოსამართლეებს, მოხელეებსა და ოფიცრებს ასევე პირადად პირველი კონსული ნიშნავდა. მაგრამ ნაპოლეონისთვის, როგორც ყოფილი იაკობინელისთვის, მაინც მნიშვნელოვანი იყო ხალხის უშუალო მხარდაჭერა. ამიტომ შენარჩუნდა პლებისციტის ინსტიტუტი. სწორედ ამ სახალხო რეფერენდუმმა [[1802]] წელს თითქმის ერთხმად დაუჭირა მხარი ნაპოლეონის "სამუდამო პირველ კონსულად" დანიშვნას, ორი წლის შემდეგ კი "ფრანგების იმპერატორად" კურთხევას.
 
==ლიტერატურა==