კარლ ემილ თეოდორ ერენბერგი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 3:
კარლ ერენბერგი იყო მხატვარ [[გოტფრიდ ფერდინანდ კარლ ერენბერგი|კარლ ერენბერგის]] ვაჟიშვილი და ცნობილი მევიოლინისა და მხატვრის [[პაულ ერენბერგი (მხატვარი)|პაულ ერენბერგის]] ძმა; ძმებმა ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში დაჰკარგეს დედა, რის გამოც სახელმწიფო არქივარიუსის [[თეოდორ დისტელი|თეოდორ დისტელის]] ოჯახში, ვილლა დისტელჰაიმში იზრდებოდნენ ჰილდე და ლილი დისტელჰაიმებთან ერთად.
 
კარლ ერენბერგი სწავლობდა [[დრეზდენის კონსერვატორია|დრეზდენის კონსერვატორიაში]] იმ დროისათვის ცნობილი მასწავლებლის ფელიქს დრეზეკეს ({{lang-de|Felix Draeseke}}) დამრიგებლობით. მოგვიანებით იგი ხელმძღვანელობდა [[კაპელა|კაპელებს]] [[დორტმუნდი|დორტმუნდში]], [[ვიურცბურგი|ვიურცბურგში]], პოზენში, [[აუგსბურგი|აუგსბურგში]], [[მეცი|მეცსა]] და [[ლოზანა|ლოზანაში]], ხოლო [[1922]] წელს სათავეში ჩაუდგა ბერლინის სახელმწიფო ოპერის კაპელას.
 
[[1925]] წლიდან [[1935]] წლამდე მუშაობდა კელნის სამუსიკო უმაღლეს სასწავლებელში, [[1932]] წელს შევიდა [[ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტია|ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტიის]] ({{lang-de|NSDAP}}) რიგებში და დროდადრო, [[1935]] წლიდან [[1946]] წლამდე იყო [[მიუნხენი|მიუნხენის]] სამუსიკო უმაღლესი სასწავლებლის პროფესორი.
 
ნაცისტური რეჟიმის დროს შედიოდა [[მესამე რაიხი|მესამე რაიხის]] საიმპერიო მუსიკოსთა ერთობის მუსიკის პედაგოგთა საბჭოში.
 
კარლ ერენბერგმა დაწერა [[ოპერა]], ორი [[სიმფონია]], სიმფონიური ჩანახატები, ორი საორკესტრო სუიტა, ერთი უვერტიურა, კონცერტი [[ჩელო|ჩელოსათვის]], რამდენიმე კამერული მუსიკის ნაწარმოები, დაწერა ასევე თეატრალური წარმოდგენისთვის მუსიკალური თანხლება და [[სიმღერა|სიმღერები]].
 
კარლ ერენბერგი განისვენებს [[მიუნხენის ჩრდილოეთ სასაფლაო|მიუნხენის ჩრდილო]] [[სასაფლაო|სასაფლაოზე]].
 
== რესურსები ინტერნეტში ==