კარლ ემილ თეოდორ ერენბერგი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''კარლ ემილ თეოდორ ერენბერგი''' ({{lang-de|Carl Emil Theodor Ehrenberg}}) (დ. [[6 აპრილი]], [[1878]], [[დრეზდენი]] — გ. [[26 თებერვალი]], [[1962]], [[მიუნხენი]]) — [[გერმანელები|გერმანელი]] კომპოზოტორი.
== ცხოვრების გზა ==
კარლ ერენბერგი იყო მხატვარ კარლ ერენბერგის ვაჟიშვილი და ცნობილი მევიოლინისა და მხატვრის პაულ ერენბერგის ძმა; ძმებმა ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში დაჰკარგეს დედა, რის გამოც სახელმწიფო არქივარიუსის [[თეოდორ დისტელი|თეოდორ დისტელის]] ოჯახში, ვილლა დისტელჰაიმში იზრდებოდნენ ჰილდე და ლილი დისტელჰაიმებთან ერთად.
 
კარლ ერენბერგი სწავლობდა დრეზდენის კონსერვატორიაში იმ დროისათვის ცნობილი მასწავლებლის ფელიქს დრეზეკეს ({{lang-de|Felix Draeseke}}) დამრიგებლობით. მოგვიანებით იგი ხელმძღვანელობდა კაპელებს [[დორტმუნდი|დორტმუნდში]], [[ვიურცბურგი|ვიურცბურგში]], პოზენში, [[აუგსბურგი|აუგსბურგში]], [[მეცი|მეცსა]] და [[ლოზანა|ლოზანაში]], ხოლო [[1922]] წელს სათავეში ჩაუდგა ბერლინის სახელმწიფო ოპერის კაპელას.
 
[[1925]] წლიდან [[1935]] წლამდე მუშაობდა კელნის სამუსიკო უმაღლეს სასწავლებელში, [[1932]] წელს შევიდა NSDAP[[ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტია|ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტიის]] ({{lang-de|NSDAP}}) რიგებში და დროდადრო, [[1935]] წლიდან [[1946]] წლამდე იყო მიუნხენის სამუსიკო უმაღლესი სასწავლებლის პროფესორი.
 
ნაცისტური რეჟიმის დროს შედიოდა მესამე რაიხის საიმპერიო მუსიკოსთა ერთობის მუსიკის პედაგოგთა საბჭოში.
 
კარლ ერენბერგმა დაწერა ოპერა, ორი სიმფონია, სიმფონიური ჩანახატები, ორი საორკესტრო სუიტა, ერთი უვერტიურა, კონცერტი ჩელოსათვის, რამდენიმე კამერული მუსიკის ნაწარმოები, დაწერა ასევე თეატრალური წარმოდგენისთვის მუსიკალური თანხლება და სიმღერები.
 
კარლ ერენბერგი განისვენებს მიუნხენის ჩრდილო სასაფლაოზე.