ნიკეის მეორე საეკლესიო კრება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 18:
 
==ისტორია==
კრებას ესწრებოდა 368 ეპისკოპოსი. ხატმბრძოლთა მწვალებლობა, რომელიც VIII საუკუნის დასაწყისში აღმოცენდა, [[ლეონ III (ბიზანტია)|ლეონ ისავრიელის]] ძის, იმპერატორ [[კონსტანტინე V (ბიზანტია)|კონსტანტინე კოპრონიმის]] (741-775) ზეობისას განსაკუთრებით მომძლავრდა. 754 წელს მოწვეულ იქნა ცრუ მსოფლიო კრება, რომელმაც თავისი ცრუ სარწმუნოებრივი განსაზღვრება შეიმუშავა და მართლმადიდებლობის წინამძღვრები და ხატთაყვანისცემის დამცველები, მათ შორის კონსტანტინოპოლის წმიდა პატრიარქი [[გერმანე I]] და წმიდა [[იოანე დამასკელი]], შეაჩვენა. ამის შემდეგ წმიდა ხატები გადაყარეს, ნაწილი დაწვეს, ტაძრების კედლის მხატვრობა და მოზაიკური გამოსახულებები ჩამოფხიკეს და კირით შელესეს. კონსტანტინე კოპრონიმის მემკვიდრის, [[ლეონ IV (ბიზანტია)|ლეონ IV]]-ის ([[775]]-[[780]]) მეფობაში ხატთაყვანისმცემელთა დევნა შეწყდა, მისი მეუღლის, ირინეს და ძის, [[კონსტანტინე VI (ბიზანტია)|კონსტანტინეს]] ტახტზე ასვლის შემდეგ კი ([[780]] წ.) მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა მართლმორწმუნეთამართლმადიდებელთა სასარგებლოდ.
 
მსოფლიო კრება, რომელზეც სამასშვიდმა მამამ მოიყარა თავი, [[787]] წლის 24 სექტემბერს გაიხსნა ნიკეაში, წმიდა სოფიას ტაძარში. შემოკრებილმა მამებმა, უპირველეს ყოვლისა, [[ხატმებრძოლეობა]]ში ბრალდებული ეპისკოპოსების ეკლესიასთან შემოერთების საკითხი განიხილეს და ის ეპისკოპოსები, რომელთაც წერილობით დაგმეს ერესი და შენდობა ითხოვეს, შეიწყნარეს. შემდეგ კრება ხატთაყვანისცემის შესახებ ჭეშმარიტი სწავლების დამტკიცებასა და ამ დოგმატის შესახებ სწავლების ფორმუ-ლირებას შეუდგა. მოხმობილ იქნა შესაბამისი ადგილები წმიდა წერილიდან და ხატთაყვანისცემის უამრავი მაგალითი წმიდა მამათა ცხოვრებიდან.
 
მსოფლიო კრების ორი უკანასკნელი სხდომა წმიდა ხატების შესახებ მართლმადიდებლური სარწმუნოებრივი განსაზღვრების გამოცხადებასა და დამტკიცებას მიეძღვნა.
 
[[კონსტანტინოპოლი]]ს მანგავრის სასახლეში დედოფალ ირინეს საზეიმოდ გადასცეს გრაგნილი კრების სარწმუნოებრივი განსაზღვრებით, რომელიც მან სამეფო ბეჭდით დაამტკიცა. განსაზღვრებას წმიდა დედოფალთან ერთად ყრმა იმპერატორმაც მოაწერა ხელი.