პიროვნება: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
ფსიქოლოგმა [[გორდონ ოლპორტი|გორდონ ოლპორტმა]] (Allport, 1937), არსებული ლიტერატურული მასალის ანალიზის საფუძველზე ცნება „პიროვნების“ ორმოცდაათამდე განმარტება გამოყო, რომელიც კატეგორიებში დააჯგუფა. ძირითადად გამოიყო ორი მიდგომა:
* '''ბიოსოციალური''' — ამ კატეგორიაში გაერთიანებული [[თეორია|თეორიების]] მიხედვით პიროვნების [[მეცნიერება|მეცნიერული]] განმარტება დიდად არ განსხვავდება ამ ცნების ყოველდღიური, არამეცნიერული გაგებისგან. ისინი პიროვნებას განიხილავენ, როგორც ''სოციალურ სასტიმულო ღირებულებას'' და სწორედ გარშემომყოფთა რეაქცია განსაზღვრავს ინდივიდის პიროვნებას. ოლპორტი კატეგორიულად ეწინააღმდეგება იმ მოსაზრებას, რომ პიროვნება შედგება მხოლოდ სხვათა რეაქციებისგან და უპირატესობას ბიოფიზიკურ მიდგომას ანიჭებს.
* '''ბიოფიზიკური''' — ამ კატეგორიაში გაერთიანებული თეორიების თანახმად, პიროვნება სუბიექტის მახასიათებებისა და ნიშნების ერთობლიობას წარმოადგენს და არა სოციალურ რეაქციებს. ბიოფიზიკური თეორიების მიხედვით, პიროვნება შეიძლბაშეიძლება დავაკავშიროთ ინდივიდისათვის დამახასიათებელ თვისებებთან, რომლებიც ექვემდებარება ობიექტურ აღწერასა და გაზომვას.
 
განსაზღვრებების მეორე მნიშვნელოვანი ტიპი (რომელსაც ''განსაზღვრება-ომნიბუსსაც'' უწოდებენ) ტერმინ „პიროვნებას“ იყენებს იმ ყველაფრის აღსანიშნავად, რაც ინდივიდს ეხება და თეორეტიკოსი [[ინდივიდი]]ს აღწერისას ჩამოთვლის მისი აზრით ყველაზე მნიშვნელოვან გაგებებს, რომლებიც ქმნიან პიროვნებას.