ბელა ახმადულინა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 5:
[[1960]] წელს დაამთავრა [[მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი]]. ლექსებს ბეჭდავდა [[1955]] წლიდან. პირველი კრებული „სიმი“ [[1962]] წელს გამოსცა. ლირიკული ლექსების გარდა ავტორია [[პოემა|პიემების]], მოთხრობების, ნარკვევების, ლიტერატურული პორტრეტებისა და [[ესე]]ებისა. ახმადულინას შემოქმედებაში დიდი ადგილი უკავია მხატვრულ თარგმანს. მან პირველმა წარუდგინა რუსულენოვან მკითხველს [[ანა კალანდაძე]] და პირველმა დაარღვია [[გალაკტიონ ტაბიძე|გალაკტიონ ტაბიძის]] უფერულ თარგმანთა სტერეოტიპი და რუსულად ააჟღერა მისი შედევრები. მანვე შესანიშნავად თარგმნა [[ნიკოლოზ ბარათაშვილი]]ს, გალაკტიონ ტაბიძის, ს. ჩიქოვანის, კ. კალაძის, ი. აბაშიძის, გ. აბაშიძის, ი. ნონეშვილის, ა. სულაკაურის, მ. ქვლივიძის, თ. ჭილაძის, ო. ჭილაძის, მ. ფოცხიშვილის, ი. ორჯონიკიძის, აგრეთვე [[აფხაზები|აფხაზი]] მწერლების: ბ. შინქუბას და ვ. თარბას ნაწარმოებები.
 
[[საქართველო]]ს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ახმადულინას შემოქმედებაში მისი ნაწარმოებების მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოსადმია მიძღვნილი. წლების მანძილზე ახმადულინას ლექსები პირველად ჟურნალ „[[Литературнаяლიტერატურნაია Грузияგრუზია|ლიტერატურნაია გრუზიაში]]“ იბეჭდებოდა. საქართველოშივე, გამომცემლობა „[[მერანი (გამომცემლობა)|მერანში]]“ გამოვიდა პოეტის ყველაზე ვრცელი კრებულები „სიზმრები საქართველოზე“ ([[1977]], [[1979]]), რომლებიც მოიცავებ მანამდე გამოქვეყნებულ სხვადასხვა ჟანრის (ლექსები, პოემები, თარგმანები, პროზა, წერილები) ნაწარმოებებს და პირველ პუბლიკაციებსაც (რედაქტორ-შემდგენელი გ. მარგველაშვილი).
 
[[1977]] წელს ახმადულინა გახდა [[აშშ|ამერიკის]] ხელოვნებისა და ლიტერატურის აკადმიის საპატიო წევრი. [[1989]] წელს მიენიჭა [[სსრკ-ის სახელმწიფო პრემია]]. საერთაშორისო „ტრიუმფის პრიზის“ ლაურეატი ([[1993]]).