ულუმბის ღვთისმშობლის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

ეკლესიის სამხრეთის შესასვლელის თავზე მოთავსებული სამშენებლო მხედრული წარწერის თანახმად, ეკლესია აგებულია 1871 წელს ალექსი კევლიევის შემწეობით, ადრე აქ არსებული ულუმბის მონასტრის ადგილზე.
 
ცნობები ულუმბოს შესახებ მოცემულია ამირეჯიბთა სიგელში, რომელიც იძლევა ძეგლის ისტორიული ცხოვრების სურათს [[XIII საუკუნე|XIII]]-[[XV საუკუნე]]თა მანძილზე. სიგელის მეოთხე პუნქტში მოთხრობილია XIII საუკუნის ამბავი — ქართველთა ერთ-ერთი გამარჯვება [[ჯალალ-ედინიჯალალედინი|ჯალალ-ედინთანჯალალედინთან]]. ბრძოლის დროს ამირეჯიბს ხელთ უგდია მოწინააღმდეგის სეფე-დროშა და იგი ულუმბოს ღვთისმშობლის ხატისათვის შეუწირავთ. ჩანს, XIII საუკუნეში ულუმბოს ეკლესია უკვე არსებობდა და მისთვის საუკეთესო რელიქვიებსაც არ იშურებდნენ.
 
[[XIV საუკუნე]]ში ულუმბის მონასტერი მჭიდროდაა დაკავშირებული სამეფო სახლთან. მას დიდ სასწაულმოქმედად თვლიდნენ მომდევნო საუკუნეებშიც. ულუმბოს ხატის ყოვლისშემძლე ძალას [[ალექსანდრე I (იმერეთის მეფე)|ალექსანდრე პირველის]] დიდის დაბადებას მიაწერდნენ. ალექსანდრე ბატონიშვილის დაბადებისთანავე (1390) მეფის სახლს მონასტრისათვის შესაწირავი მიურთმევია — ულუმბოს ღვთისმშობლის მონასტერს „მოუტანა საქონელი ურიცხვი“ და შესაწირი.