ულუმბის ღვთისმშობლის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
'''ულუმბის ღვთისმშობლის ეკლესია''' — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მდებარეობს [[ხაშურის მუნიციპალიტეტი]]ს სოფელ [[ალი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)|ალის]] დასავლეთით, [[მდინარე]] [[ჭერათხევი]]ს [[ხეობა]]ში. სამხრეთის შესასვლელის თავზე მოთავსებული სამშენებლო მხედრული წარწერის თანახმად [[ეკლესია]] აგებულია [[1871]] წელს ალექსი კევლიევის (კევლიშვილის) შემწეობით ადრე აქ არსებული ულუმბის მონასტრის ადგილზე.
 
ულუმბის [[მონასტერი]] ერთ-ერთ [[ასურელი მამები|ასურელ მამათაგანს]] [[მიქაელ ულუმბოელი|მიქაელ ულუმბოელს]] დაუარსებია (დასაფლავებულია იქვე). [[XIV საუკუნე]]ში ულუმბის მონასტერი [[თემურლენგი]]ს ლაშქარს დაუნგრევია. ამ ადგილის მფლობელს ქუცნა ამირეჯიბს მონასტერი აღუდგენია. [[XVIII საუკუნე|XVIII საუკუნის]] I ნახევარში ულუმბის მონასტერი ისევ მოქმედი იყო. [[XIX საუკუნე]]ში კი უკვე დაზიანებული მონასტრის ნაგებობები, რომლის კედლებზე შემორჩენილი იყო [[ქუცნა ამირეჯიბი]]სა და მისი ოჯახის წევრების პორტრეტები, ისევ დაუნგრევიათ და მის საძირკველზე ახლანდელი ეკლესია აუშენებიათ.
 
==ისტორია==
მატეანეში არაფერია თქმული მონასტრის დაარსების შესახებ, თუმცა ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, მონასტრის დამაარსებლად მიქაელ ულუმბოელს მიიჩნევდა: "ჭერათხევის... სერს ზევით არს მონასტერი ულუმბას, უგუმბათო, დიდი, დიდშენი, მიქელ იგ მამათაგანის ქმნული და დაფულულ არს მიქელ მუნვე, ზის წინამძღვარი".
 
ულუმბოს მონასტრის დამაარსებლად მიხეილ საბინინსაც მიქაელ ულუმბოელი მიაჩნია - "წმინდა მამა მიხაილ ...აღაშენა მონასტერი თვისი მოახლო ულუმბისა ალისწყალსა ზედა, რომელსა შინა დაიდვა მრავალმოღვაწე გვამი მისი".
 
ეკლესიის სამხრეთის შესასვლელის თავზე მოთავსებული სამშენებლო მხედრული წარწერის თანახმად, ეკლესია აგებულია 1871 წელს ალექსი კევლიევის შემწეობით, ადრე აქ არსებული ულუმბის მონასტრის ადგილზე.
 
ცნობები ულუმბოს შესახებ მოცემულია ამირეჯიბთა სიგელში, რომელიც იძლევა ძეგლის ისტორიული ცხოვრების სურათს XIII-XV საუკუნეთა მანძილზე. სიგელის მეოთხე პუნქტში მოთხრობილია XIII საუკუნის ამბავი - ქართველთა ერთ-ერთი გამარჯვება ჯალალ-ედინთან. ბრძოლის დროს ამირეჯიბს ხელთ უგდია მოწინააღმდეგის სეფე-დროშა და იგი ულუმბოს ღვთისმშობლის ხატისათვის შეუწირავთ. ჩანს, XIII საუკუნეში ულუმბოს ეკლესია უკვე არსებობდა და მისთვის საუკეთესო რელიქვიებსაც არ იშურებდნენ.
 
[[XIV საუკუნე]]ში ულუმბის მონასტერი მჭიდროდაა დაკავშირებული სამეფო სახლთან. მას დიდ სასწაულმოქმედად თვლიდნენ მომდევნო საუკუნეებშიც. ულუმბოს ხატის ყოვლისშემძლე ძალას ალექსანდრე პირველის დიდის დაბადებას მიაწერდნენ. ალექსანდრე ბატონიშვილის დაბადებისთანავე (1390) მეფის სახლს მონასტრისათვის შესაწირავი მიურთმევია - ულუმბოს ღვთისმშობლის მონასტერს "მოუტანა საქონელი ურიცხვი" და შესაწირი.
 
ალექსანდრე ბატონიშვილის ბავშვობაში ულუმბო საფუძვლიანად დაურბევია [[თემურლენგი]]ს ლაშქარს. მონასტრის მეორეჯერ აშენება 1400-1415 წლებში სახელდება. ამ ადგილის მფლობელს ქუცნა ამირეჯიბს მონასტერი აღუდგენია. [[XVIII საუკუნე|XVIII საუკუნის]] I ნახევარში ულუმბის მონასტერი ისევ მოქმედი იყო. [[XIX საუკუნე]]ში კი უკვე დაზიანებული მონასტრის ნაგებობები, რომლის კედლებზე შემორჩენილი იყო [[ქუცნა ამირეჯიბი]]სა და მისი ოჯახის წევრების პორტრეტები, ისევ დაუნგრევიათ და მის საძირკველზე ახლანდელი ეკლესია აუშენებიათ.
 
==ძეგლის აღწერა==
ეკლესია დარბაზულია (16X9,30 მეტრი) ნაგებია ნატეხი ქვითა და ქვიშაქვის კვადრებით. შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთით აქვს. სამხრეთის კარი ძველი ეკლესიისაა. [[აფსიდი]] ნახევარწრიულია, აღმოსავლეთით, აფსიდში, და დასავლეთით თითო სარკმელია, სამხრეთით და ჩრდილოეთით ორ-ორი. დარბაზის გრძივი კედლების პილასტრბზე გადადის საბჯენი თაღები, რომლებსაც ეყრდნობა ცილინდრული კამარა. სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლებზე კედლის დეკორატიული თაღებიცაა. აფსიდის საძირკველში ქვიშაქვაზე შემორჩენილია XI საუკუნის მნიშვნელოვანი ეპიგრაფიკული ძეგლი, [[ასომთავრული]] წარწერის ფრაგმენტი: „ქრისტე ადიდე შენ მიერ დამყარებული შენ მიერ გვირგვინოსანი სამოთხველად ცამდე ამაღლებული უძლეველი გიორგი მეფე ყოვლისავე აღმოსვლისავე...“