სურები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 2:
 
==ისტორია==
სურების სახევისთავოს მთავარი ციხე იყო სურთა ციხე, რომელსაც შემდეგ [[ბუკისციხე]] ეწოდა.<ref>''სიხარულიძე იური'', „გურია და გურიამდელი რიონ-ჭოროხის შუამდინარეთი“ // გაზეთი „ალიონი“ N37 გვ.3 — 2013 წ</ref> სურების ხეობა განთქმული იყო [[თაფლი]]თ, რისგანაც აქ გემრიელ და ძვირადღირებულ [[არაყი|არაყს]] ხდიდნენ. სურების მოსახლეობა 1870-იან წლებში შეადგენდა 300 კომლს.<ref>''დიმიტრი ბაქრაძე'', „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“, გვ.190 — ბათუმი, „საბჭოთა აჭარა“, 1987</ref>სურების პირველი მამასახლისი იყო მოსე მამუკას ძე რამიშვილი, რომლის თაოსნობითაც სოფელში საცალფეხო და საშიში ბილიკის ნაცვლად გაყვანილ იქნა საცხენოსნო შარაგზა. 1887 წელს სოფელში ორკლასიანი სასწავლებელი გახსნა [[ისიდორე რამიშვილი|ისიდორე რამიშვილმა]]. 1902 წელს სურების მოსახლეობა იყო 3061 ადამიანი.<ref>[http://dlib.rsl.ru/viewer/01003824999#?page=395 «Кавказский календарь» на 1902 год: 57-й год - Тифлис, 1901]</ref>სურები 1931 წელს დაუკავშირდა საავტომობილო გზით დაბა [[ჩოხატაური|ჩოხატაურს]].
 
==ეკლესიები==
სურებში იდგა წმინდა გიორგის სახელობის ხის ეკლესია, მაცხოვრის სახელობის ქვის ეკლესია და ასევე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც ლომისკარელად იქოდებოდა. ტაძარი ერისთავ-შარვაშიძეების კუთვნილებას წარმოადგენდა. დავით შარვაშიძემ და მისმა ძმამ, ზაალმა წმინდა გიორგი ლომისკარელის სამწყსო უბოძა ტრაპაიძეებს. ანიზდარ ტრაპაიძეს განუახლებია ლომისკარელის ჯვარი. ტაძარში დაცული იყო ადგილობრივთა წარმოდგენით სასწაულმოქმედი ლომისკარელის ხატი. თუ ვინმე რაიმეს დაკარგავდა, ან მოჰპარავდნენ, დამნაშავეს ამ ხატზე გადასცემდა. შემდგომ ლომისკარელის ხატი სოფელ [[ციხისფერდი|ციხეში]] მოხვედრილა. ხატი შემდგომ ჩოხატაურში გადაასვენეს, სადაც 1900-იან წლებში მოიპარეს და გაანადგურეს. რევოლუციონერმა თენგიზ ჟღენტმა ის რევოლვერით დაცხრილა. სულ მალე ჟღენტი იმავე იარაღით მოუკლავთ.<ref>''მ. კოსტავა'' „მართლმადიდებლური ეკლესიის მდგომარეობა საქართველოში“ — ჟურნალი „არტანუჯი“ N2-3 1994 წ.</ref>
 
==მოსახლეობა==
{| class="wikitable" style="text-align:right"
|-
! აღწერის წელი !! მოსახლეობა !! კაცი !! ქალი
|-
| 1883<ref>[https://dlib.rsl.ru/viewer/01003825016#?page=215 Кавказский календарь на 1885 год გვ. 215]</ref> || 1704||||
|-
| 1902<ref>[http://dlib.rsl.ru/viewer/01003824999#?page=395 «Кавказский календарь» на 1902 год: 57-й год - Тифлис, 1901]</ref> || {{ზრდა}} 3061||||
|-
| [[საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2002|2002]] || {{კლება}} 803||
|-
| [[საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014|2014]] || {{კლება}} 514 ||||
|}
 
==ცნობილი ადამიანები==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სურები“-დან