ზარმაცასებრნი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 17:
}}
 
'''ზარმაცასებრნი''' ({{lang-la|Bradypodidae}}) — [[ძუძუმწოვრები|ძუძუმწოვრების]] ოჯახი [[არასრულკბილიანები|არასრულკბილიანების]] რიგისა. მათი სხეულის სიგრძეა 50-64 სმ, წონა 4-7 კგ. წინა კიდურები უკანაზე გრძელი აქვთ. თითები ცელისმაგვარი ბრჭყალებით ბოლოვდება. სხვა ძუძუმწოვრებისაგან განსხვავებით, ზარმაცასებრნს კისრის 6-9 მალა და 14-24 წყვილი ნეკნი აქვთ. სხეული დაფარულია მორუხო-მურა ბეწვით და ხშირად მომწვანო ელფერი დაჰკრავს, რადგან ბეწვში ბინადრობენ ლურჯ-მწვანე მიკროსკოპული წყალმცენარეები.

ზარმაცასებრნს კარგად აქვს განვითარებული ყნოსვა და მხედველობა, უფრო ნაკლებად — სმენა. ისინი ზურგით მუდამ ქვემოთ არიან დაკიდებული ხეებზე, რის გამოც შინაგანი ორგანოები ძუძუმწოვრებისათვის უჩვეულოდ აქვთ განლაგებული: ღვიძლი ზურგისკენაა შებრუნებული და მუცლის კედელს არ ეხება; [[ელენთა]] და [[პანკრეასი]] მარჯვნივაა, [[საშარდე ბუშტი]] დიდია და თითქმის ეხება დიაფრაგმას, ტრაქეა ორ ხვეულს ქმნის და ა.შ. ოჯახში 7 სახეობაა, რომლებიც გაერთიანებულია 2 გვარში: [[სამთითა ზარმაცასებრნი]] (Bradypus) და [[ორთითა ზარმაცასებრნი]] (Choloepus).

გავრცელებული არიან სამხრეთი და ცენტრალური ამერიკის ტყეებში. ცხოვრობენ ერთეულებად, იშვიათად წყვილებად. წელიწადში ერთხელ შობენ ერთ ნაშიერს. იკვებებიან ფოთლებით, ნორჩი ყლორტებით, ხილით. ნადირობის ობიექტია — იყენებენ ხორცსა და ტყავს.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ზარმაცასებრნი“-დან