ხარფუხი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 4:
XII საუკუნიდან საქართველო და მისი დედაქალაქი განიცდიდნენ დამანგრეველ შემოსევებს, რის გამო ქალაქის ტერიტორია შემცირდა. ამიტომ შეთხელებულა ქალაქის ძველი შემადგენელი უბანი და XVII საუკუნიდან იგი უკვე თბილისის გარეუბანია "სეიდაბადად" წოდებული. მის ტერიტორიაზე [[შაჰ-აბას I]]-ის მემკვიდრეს შაჰ-სეფის ჩაუსახლებია მაჰმადიანთა ტომი სეიდები. ამიტომ უბანმა თავისი სახელი დაკარგა და სეიდების უბანი — სეიდაბადი — დაერქვა.
 
უბნის თანამედროვე დასახელება — ხარფუხი — სომხურია და ადგილმა სახელი მიიღო თაბორის მთის ძირში, გორხანის ახლოს (თათრების სასაფლაო) მდგარი საკულტო დანიშნულების მქონე ქვის გამო, რომელზეც ხატი იყო მისვენებული. ხარფუხი სომხურ ენაზე ხველას, სურდოს, გაციებას ნიშნავს. თბილისელ ქრისტიანულ მცხოვრებლებს სურდოშეყრილი და ყივანახველიანი ბავშვები მიჰყავდათ იმ ქვასთან. შეაწირადშესაწირად მიჰქონდათ ქსოვილისგან შეკერილი თოჯინა, რომელსაც მხარზე პატარა ხურჯინი ჰქონდა გადაკიდებული. ხურჯინში შაქრის ნატეხები ელაგა. ამ გასამრჯელოთი ცდილობდნენ წმინდა ხატის გულის მოგებას.
 
==რესურსები ინტერნეტში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხარფუხი“-დან