ცოლიკოური: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''ცოლიკოური''' (სინ.: ცოლიკაური, ობჩური ცოლიკოური, მელქოს ცოლიკოური, კობახიძის ცოლიკოური და სხვა) — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი [[ვაზი]]ს ჯიში. მიეკუთვნება [[იმერეთი]]ს ვაზის ჯიშთა ჯგუფს. საგვიანო პერიოდისაა.

იმერეთის გარდა გავრცელებულია [[რაჭა-ლეჩხუმი|რაჭა-ლეჩხუმში]], [[გურია]]ში, [[სამეგრელო]]ში, [[აჭარა]]სა და [[აფხაზეთი|აფხაზეთში]]. ფართობის მიხედვით [[რქაწითელი]]ს შემდეგ მეორე ადგილი უკავია [[საქართველო]]ში. გამორჩევა მაღალი სამეურნეო-ტექნოლოგიური მახასიათებლებით. მისგან მზადდება ევროპული და იმერული ტრადიციული წესით დაყენებული მაღალხარისხიანი სუფრისა და ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინოები, რომელთაც ახასიათებს ღია ჩალისფერი შეფერვა, დიდი სხეული, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური შემცველობა, სიხალისე და მაღალი გემური მაჩვენებლები, ჯიში საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა, [[ყურძენი]] ოქტომბრის მეორე ნახევრიდან მწიფდება. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,0-25,0%-ს, ხოლო მჟავიანობა - 7,5-9,5 გ/ლ-ს. ცოლიკოურისაგან მზადდება ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები „სვირი“ ([[ციცქა]]სთან ერთად) და „ტვიში“.
 
გამოირჩევა უხვმოსავლიანობით, ღვინის მაღალი ხარისხით, სოკოვან დაავადებათა მიმართ გამძლეობით, გარემოსადმი კარგი შეგუების უნარით.
 
სამრეწველო ჯიშია, მისგან აყენებენ ადგილობრივი და ევროპული ტიპის სუფრის და ბუნებრივად ნახევრადტკბილ [[ღვინო]]ებს. ცოლიკოურს, როგორც უძველეს ქართულს ჯიშს, აქვს მრავალი ვარიაცია და კლონი. ცნობილია ე. წ. ობჩური ცოლიკოური და ბაზალეთური ცოლიკოური, რომლებიც მეცნიერების აზრით სხვადასხვა ჯიშებია.
 
==იხილეთ აგრეთვე==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ცოლიკოური“-დან