შფოთვა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: ფსიქიურ → ფსიქიკურ using AWB
No edit summary
ხაზი 1:
'''შფოთვა''' — [[ფსიქოვეგეტატიური წონასწორობა|ფსიქოვეგეტატიური წონასწორობის]] დარღვევის სუბიქტური ასახვა, რომელიც წარმოქმნის ფსიქიკური სტრესის ყველაზე ინტიმურ მექანიზმს და საფუძვლად უდევს [[ფსიქოპათოლოგია|ფსიქოპათოლოგიური]] დარღვევების დიდ ნაწილს.
 
შფოთვა კლინიკურად ვლინდება გაურკვეველი საფრთხის შეგრძნებით.იზრდება იზრდება დაძაბულობის შეგრძნება, რაც აძნელებს რეალურად საფრთხის შემცველი და უმნიშვნელო გამღიზიანებლის ერთმანეთისგან გარჩევას.
 
== შფოთვა, როგორც ემოციური პროცესი ==
შფოთვა, რამდენიმე ცალკეული [[ემოცია|ემოციის]] კომბინაციას წარმოადგენს. შიში, (ამათგან შიში ბაზისური ემოციაა) სევდა, განრისხება, ინტერესი, სირცხვილი, ამ ემოციათა სხვადასხვაგვარი კომბინაცია განსაზღვრავს შფოთვის ინტენსივობას და სპეციფიკას.
 
შფოთვა, როგორც პროცესი გულისხმობს გარემოში არსებული სტრესული გამღიზიანებელი ან პიროვნების შინაგანი სამყაროდან მომდინარე, მუქარის შემცველი სტიმულის გავლენით აქტუალიზებულ [[კოგნიტური პროცესები|კოგნიტურ]], [[აფექტი|აფექტურ]] და ქცევით რეაქციებს.
 
[[ზიგმუნდ ფროიდი]] გამოყოფს ნევროტულ შფოთვას და ობიექტურ შფოთვას. ობიექტური შფოთვის შემთხვევაში გარემოში არსებული რეალური სიტუაცია ინდივიდის მიერ აღიქმება, როგორც სახიფათო, რასაც მოსდევს საფრთხის ინტენსივობის პროპორციული ემოციური რეაქცია. ნევროტული შფოთვის შემთხვევაში საფრთხის წყარო პიროვნების შინაგან სამყაროში არსებობს. ფროიდის მიხედვით ბავშვობაში დათრგუნული, განდევნილი სექსუალური და აგრესიული ლტოლვები ცდილობენ [[ცნობიერება|ცნობიერებაში]] ამოსვლას, რაც აღიქმება, როგორც სახიფათო და იწვევს ნევროტულ შფოთვას.
=შფოთვის სახეები=
 
==შფოთვის სახეები==
განასხვავებენ შფოთვის სამ სახეს:
# შფოთვა, როგორც სიტუაციური მდგომარეობა — საშიშროების გაურკვეველი წყაროდან საფრთხის მოლოდინით აღძრული უსიამოვნო ემოციური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება დაძაბულობის სუბიექტური შეგრძნებით. ამ სახის შფოთვა სიტუაციის გავლენით არის აღძრული და სიტუაციის ცვლილების შესაბამისად შეიძლება შეიცვალოს.
# შფოთვა, როგორც პიროვნული მახასიათებელი — განსაზღვრავს ადამიანის მიდრეკილებას აღიქვას მთელი სამყარო, როგორც პოტენციური საფრთხის მატარებელი. ასეთ შემთხვევაში „შფოთიანობა“ უფრო მდგრადი პიროვნული მახასიათებელია და სიტუაციიდან სიტუაციამდე არ იცვლება. შფოთიანობა უშუალოდ ქცევაში არ ვლინდება, თუმცა მისი დონის განსაზღვრა შესაძლებელია განისაზღვროს იმის მიხედვით თუ რამდენად ხშირად და რა ინტენსივობით წარმოიქმნება ეს მდგომარეობა ინდივიდში.
# შფოთვა, როგორც მოტივაციური კონსტრუქტი — აქ შფოთვა განიხილება, როგორც აქტივობის ხელშემწყობი ან შემაფერხებელი. ითვლება, რომ შფოთვის გარკვეული ინტენსივობა აუცილებელი და სასარგებლოა წარმატებული მოქმედებისთვის. შფოთვის ერთ-ერთ თვისებას წარმოადგენს შექმნილი სიტუაციის ანალიზი, რასაც მოსდევს სახიფათო სიტუაციაზე რეაქციის სამი ფორმა „გაქცევა“ — სახიფათო სიტუაციიდან თავის დაღწევით მოტივირებული, „[[აგრესია]]“ — საფრთხის წყაროს განადგურებით მოტივირებული და „სტუპორი“ — ყველანაირი მოქმედების შეწყვეტა.
 
==იხილეთ აგრეთვე==
* [http://www.medicinenet.com/anxiety/article.htm Generalized Anxiety Disorder (GAD)]
* [http://www.dmoz.org/Health/Mental_Health/Disorders/Anxiety/Social_Anxiety/ Social Anxiety]
* [http://www.trevogy.net/blog_chto_takoe_trevoga.html Что такое тревога?]
* [http://www.psyworld.info/shkala-situativnoj-i-lichnostnoj-trevozhnosti-spilbergera Шкала самооценки ситуативной и личностной тревожности Ч. Спилбергера]
 
== ლიტერატურა==
* [http://bpaonline.ru/index.php?option=com_docman&task=doc_download&gid=114&Itemid=25 Фройд З. О правомерности выделения из неврастении симпомокомплекса, называющегося «невроз страха» (1895)]
* Freud S. Hemmung, Symptom und Angst, 1925
 
[[კატეგორია:ფსიქიკურიფსიქიური დარღვევები]]
 
[[ku:Tirs]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შფოთვა“-დან