ტროგონისებრნი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 25:
| fw = 39392
}}
'''ტროგონისებრნი''' ({{lang-la|Trogonidae}}) — [[ფრინველები|ფრინველთა]] [[ოჯახი (ბიოლოგია)|ოჯახი]] [[ტროგონისნაირნი|ტროგონისნაირთა]] [[რიგი (ბიოლოგია)|რიგისა]]. მოიცავს 6-8 [[გვარი (ბიოლოგია)|გვარის]] 40-მდე სახეობას. მათი სხეულის სიგრძეა 20-35 [[სმ]] (გამონაკლისია [[კვეზალი]], რომლის სიგრძე კუდთან ერთად 120 სმ-ია), მასა 60—200 [[გრამი|გ]]. ფრთები მოკლე და მომრგვალებულია, გააჩნია 10-მდე საფრენი (ფრთებზე) და 12 საჭის (კუდზე) ბუმბული. ნისკარტი მოკლე და ფართოა. გავრცელებულნი არიან [[აზია|აზიის]] ([[სამხრეთი აზია|სამხრეთი]] და [[სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია]]), [[აფრიკა|აფრიკისა]] ([[საჰარა|საჰარის]] სამხრეთით; გამონაკლისი მატერიკის უკიდურესი სამხრეთი) და [[ამერიკა|ამერიკის]] ([[ტეხასი|ტეხასიდან]] და [[არიზონა|არიზონიდან]] [[არგენტინა|არგენტინამდე]]) [[ტროპიკული ტყეები|ტროპიკულ]] და [[სუბტროპიკული ტყეები და ბუჩქნარები|სუბტროპიკულ]] ზონებში. ტროგონები მჯდომარე ცხოვრების წესს მისდევენ, იშვიათად ფრენენ დაბალ ხეებზე. იკვებებიან ნაყოფებით, აფრიკული სახეობები — უმთავრესად [[მწერები|მწერებით]], ხოლო აზიური — [[ხილი|ხილითა]] და [[კენკრა|კენკრით]] (კვეზალი საკვებად იყენებს [[უკუდო ამფიბიები|ბაყაყებს]], [[ხვლიკისნაირნი|ხვლიკისნაირებსა]] და [[გველები|გველებს]]). დედალი დებს 2–4 კვერცხს. ინკუბაცია 3 კვირამდე გრძელდება, კუხობსკრუხობს ორივე მშობელი. ბარტყები ბუმბულის გარეშე იბადებიან და ბუდეში 15-25 დღე რჩებიან.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტროგონისებრნი“-დან