'''ისპანახი''' (Spinacia) — [[ორსახლიანი მცენარეები|ორსახლიანი]], [[ერთწლოვანი მცენარეები|ერთ]]- ან [[ორწლოვანი მცენარეები|ორწლოვანი]] ბალახოვანი მცენარის გვარი [[ნაცარქათამასებრნიჯიჯლაყასებრნი|ნაცარქათამასებრთაჯიჯლაყასებრთა]] ოჯახისა. შუა აზიაში, ირანსა და კავკასიაში ცნობილია 3 სახეობა. ყველაზე გავრცელებულია [[ბოსტნის ისპანახი]] Spinacia oleracea. ისპანახის [[ღერო]] 25-50 სმ აღწევს, აქვს სამკუთხა-შუბისებური ან კვერცხისებრ წაგრძელებული სადა ან გოფრირებული ფოთოლი. კარგად იტანს სიცივეს (უძლებს 8-10 °C ყინვას), სწრაფად იზრდება. მაღალ ტემპერატურაზე იწყებს [[აჩიყება]]ს. მოსავალს იღებენ 5-6 როზეტის განვითარებიდან მცენარის აყვავებამდე. ისპანახის სამშობლოა [[ირანი]], კულტურულ მცენარედ აშენებენ ზომიერი ჰავის ქვეყნებში. იყენებენ კულინარიაში. [[საქართველო]]ში ისპანახს იყენებენ აგრეთვე შემამჭიდროვებელ კულტურად ბოსტნის თესლბრუნვაში. თესენ [[შემოდგომა]]სა (სექტემბერი) და ადრე გაზაფხულზე. მოსავლიანობა 100-150 ც/ჰა. გავრცელებული ჯიშებია როსტოვული, ვიროფლე, გორდი და ვიქტორია.