ულუმბის ღვთისმშობლის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მ +კატ. |
მ დაემატა კატეგორია:მიქაელ ულუმბოელი გაჯეტ HotCat-ით |
||
ხაზი 1:
[[ფაილი:Ulumba.jpeg|thumb|300px|ულუმბის ღვთისმშობლის ეკლესია]]
'''ულუმბის ღვთისმშობლის ეკლესია''' — [[არქიტექტურა|არქიტექტურული]] ძეგლი დგას [[ხაშურის მუნიციპალიტეტი]]ს სოფელ [[ალი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)|ალის]] დასავლეთით, [[მდინარე]] [[ჭერათხევი]]ს [[ხეობა]]ში. სამხრეთის შესასვლელის თავზე მოთავსებული სამშენებლო მხედრული წარწერის თანახმად [[ეკლესია]] აგებულია [[1871]] წელს ალექსი კევლიევის (კევლიშვილის) შემწეობით ადრე აქ არსებული ულუმბის მონასტრის ადგილზე.
ულუმბის [[მონასტერი]] ერთ-ერთ [[ასურელი მამები|ასურელ მამათაგანს]] [[მიქაელ ულუმბოელი|მიქაელ ულუმბოელს]] დაუარსებია (დასაფლავებულია იქვე). [[XIV საუკუნე]]ში ულუმბის მონასტერი [[თემურლენგი]]ს ლაშქარს დაუნგრევია. ამ ადგილის მფლობელს ქუცნა ამირეჯიბს მონასტერი აღუდგენია. [[XVIII საუკუნე|XVIII საუკუნის]] I ნახევარში ულუმბის მონასტერი ისევ მოქმედი იყო. [[XIX საუკუნე]]ში კი უკვე დაზიანებული მონასტრის ნაგებობები, რომლის კედლებზე შემორჩენილი იყო [[ქუცნა ამირეჯიბი]]სა და მისი ოჯახის წევრების პორტრეტები, ისევ დაუნგრევიათ და მის საძირკველზე ახლანდელი ეკლესია აუშენებიათ.
ეკლესია დარბაზულია (16X9,30 მეტრი) ნაგებია ნატეხი ქვითა და ქვიშაქვის კვადრებით. შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთით აქვს. სამხრეთის კარი ძველი ეკლესიისაა. [[აფსიდი]] ნახევარწრიულია, აღმოსავლეთით, აფსიდში, და დასავლეთით თითო სარკმელია, სამხრეთით და ჩრდილოეთით ორ-ორი. დარბაზის გრძივი კედლების პილასტრბზე გადადის საბჯენი თაღები, რომლებსაც ეყრდნობა ცილინდრული კამარა. სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლებზე კედლის დეკორატიული თაღებიცაა. აფსიდის საძირკველში ქვიშაქვაზე შემორჩენილია XI საუკუნის მნიშვნელოვანი ეპიგრაფიკული ძეგლი, [[ასომთავრული]] წარწერის ფრაგმენტი: „ქრისტე ადიდე შენ მიერ დამყარებული შენ მიერ გვირგვინოსანი სამოთხველად ცამდე ამაღლებული უძლეველი გიორგი მეფე ყოვლისავე აღმოსვლისავე...“
==ლიტერატურა==
{{commonscat|Ulumbo monastery}}
* საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწრილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.
{{ხაშურის მუნიციპალიტეტის ტაძრები}}
[[კატეგორია:ხაშურის
[[კატეგორია:ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიები]]
[[კატეგორია:მიქაელ ულუმბოელი]]
|