ქრისტიანია (დანია): განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
შექმნილია გვერდის თარგმნით "Freetown Christiania"
(განსხვავება არ არის)

11:41, 24 აპრილი 2018-ის ვერსია

ოფიციალური ენა Danish მთავრობა ნარქისტული კომუნა დაარსება {{{established}}} ფართობი  -  სულ 0,34 კმ2  ვალუტა ანიური კრონი (დე ფაქტო), Løn (დე იურე) სასაათო სარტყელი (UTCUTC+1) თავისუფალი ქალაქი ქრისტიანია, ასევე ცნობილი როგორც ქრისტიანია(დანიურად: Fristaden Christiania or Staden ), არის თვითგამოცხადებული ავტონომიური ანარქისტული დასახლება, დაახლოებით 850 დან 1000 მაცხოვრებლამდე. დასახლება გაშლილია 34 ჰექტარზე და მდებარეობს დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში. 2011 წელს ეს დასახლება დროებით დაიხურა მაცხოვრებლებისთვის, დანიის მთავრობის მიერ, თუმცა მოგვიანებით ისევ გაიხსნა.თარგი:Needs IPA

თავისუფალი ქალაქი ქრისტიანია
Fristaden Christiania
ქრისტიანია
ჰიმნი: I kan ikke slå os ihjel
თარგი:ქვეყნის მონაცემები ქრისტიანია მდებარეობა

ქრისტიანია 1971 წლიდან ანუ შექმნის დღიდან იყო სხვადასხვა დაპირისპირების და უთანხმოების მიზეზი. 2004 წლამდე აქ კანაფით ვაჭრობა არ იყო აკრძალული, თუმცა 2004 წელს დასახლებისთვის ლეგალური სტატუსის მინიჭების მოთხოვნამ გამოიწვია კონფლიქტი, რასაც შემდეგ მოჰყვა პოლიციის რეიდები და მოლაპარაკებები.

ისტორია

 
ქრისტიანიის ცენტრის რუკა
 
ქრისტიანიაში შესასვლელი

ქრისტიანია შედგება ყოფილი სამხედრო ყაზარმებისგან და სამხედრო გამაგრებებისგან.  აქ სამხედრო სიმაგრეები პირველად აშენდა 1617 წელს მეფე ქრისტიან მე-4 ის მიერ. ეს გამაგრებები მოეწყო პლაჟებსა და პატარა კუნძულებზე რომლებიც მდებარეობდნენ კოპენჰაგენსა და კუნძულ ამაგერს შორის. მე-19 საუკუნეში დასავლეთით მდებარე თავდაცვის ზღუდეები დაანგრიეს და მხოლოდ ქრისტიანიის ტერიტორიაზე შემორჩა. 



ყაზარმები რომელიც აქ მდებარეობდა ეკუთვნოდა სამეფო არტილერიის, ლოჯისტიკურ და საინჟინრო სამხედრო ნაწილებს. მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ ეს ყაზარმები აღარ გამოიყენებოდა შესაბამისად 1967 - 1971 წლებში ეს ტერიტორია დაიცალა.

ნაგებობები და ტერიტორიის დაცვა

 
შუშის სახლი ქრისტიანიაში. მსგავსი ნაგებობები გამოხატავს ქრისტიანიის თანამედროვე არქიტექტურას ანუ "არქიტექტურა აქრიტექტორების გარეშე"

2007 წელს ეროვნული ძეგლთა დაცვის სააგენტომ დაცული სტატუსი მიანიჭა შემდეგ სამხედრო ნაგებობებს:

  • Den grå hal ('ნაცრისფერი დარბაზი')
  • Den grønne hal ('მწვანე დარბაზი')
  • Mælkebøtten
  • სამეთაურო სახლი

ქრისტიანიის დაარსება

მას შემდეგ რაც სამხედროებმა დატოვეს ეს ტერიტორია, ქრისტიანიას მხოლოდ რამდენიმე დარაჯი იცავდა, ამიტომ უსახლკარო ადამიანები ხშირად იპატრონებდნენ ცარიელ შენობებს. 1971 წლის 4 სექტემბერს, მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებმა ჩამოხსნეს ღობეები და ტერიტორიის ნაწილი გადააკეთეს საბავშვო სათამაშო მოედნად.

ტერიტორიის ათვისება არ იყო ორგანიზებული, თუმცა ზოგიერთი ამტკიცებს რომ ეს ყველაფერი დაიწყო დაანის მთავრობის გასაპროტესტებლად. მაშინ კოპენჰაგენში საკმაოდ რთული იყო ხელმისაწვდომი საცხოვრებელი ადგილის შოვნა.

1971 წლის 26 სექტემბერს ქრისტიანია გამოცხადდა ღია ტერიტორიად იაკობ ლუდვიგსენის მიერ, რომელიც იყო საკმაოდ ცნობილი ჟურნალისტი. იაკობი ბეჭდავდა გაზეთ Hovedbladet ('მთავარი გაზეთი') , რომელიც განკუთვნილი იყო და პოპულარობით სარგებლობდა ახალგაზრდებში. მან ასეთი სტატია დაწერა საკუთარ გაზეთში, სათაურით "მოქალაქეებმა დაიპყრეს 'აკრძალული სამხედრო ქალაქი' ":

ქრისტიანია არის მიწა ახალმოსახლეებისთვის. ეს არის უზარმაზარი შესაძლებლობა რომ ავაშენოთ საზოგადეობა ახლიდან, თუმცა შევინარჩუნოთ არსებული ნაგებობები. საკუთარი ელექტრო სადგური, აბანო, გიგანტური ნაგებობა ათლეტებისთვის, სადაც ყველა მაძიებელმა შეიძლება იპოვოს სიმშვიდე და იოგა ცენტრი. დარბაზები სადაც თეატრარულ ჯგუფებს შეუძლიათ თავი საკუთარ სახლში იგრძნონ. ეს არის ქალაქის ნაწილი რომელიც ჩვენგან საიდუმლოდ ინახებოდა, თუმცა ეს დასრულდა.



ლუდვიგსენი ასევე იყო თანაავტორი ქრისტიანიის მისიის დოკუმენტის, რომელიც ასევე 1971 შეიქმნა. მასში ასეთი რამ ეწერა:

ქრისტიანიის მიზანია რომ შეიქმნას თვითმმართველი საზოგადოება, სადაცა თითოეული ინდივიდი პასუხისმგებელია მთლიანი საზოგადოების კეთილდღეობაზე. ჩვენი საზოგადოება უნდა იყოს ეკონომიკურად დამოუკიდებელი.

1976 წლის საპროტესტო სიმღერა I kan ikke slå os ihjel ("ჩვენ ვერ მოგვკლავ") გახდა ქრისტიანიის არაოფიციალური ჰიმნი.

საზოგადოება

ფაილი:Copenhagen entrance christiania.jpg
კედლის მხატვრობა ქრისტიანიაში
 
"Dyssebroen" ხიდი, აკავშირებს ქრისტიანიის ძირითად ნაწილს მის გარე ნაწილთან

მედიტაცია და იოგა ყოველთვის პოპულარული იყო ქრისტიანელებში, წლების განმავლობაში ქრისტიანიას ყავდა სამსახიობო ჯგუფი, რომლებიც წარმოდგენას მართავდნენ არა მხოლოდ ქრისტიანიაში არამედ კოპენჰაგენსა და შვედეთშიც. ლუდვიგსენი ხშირად საუბრობდა, რომ ნარკოტიკებზე დამოკიდებული ხალხი, რომლებიც სხვა საზოგადოებების მიერ გარიყულნი იყვნენ უნდა მიეღოთ საკუთარ რიგებში. ეს მიდგომა დღესაც არ შეცვლილა. თუმცა ბევრი პრობლემა შეექმნა ქრისტიანიას ნარკოტიკების გამო.('მძიმე ნარკოტიკების' გამოყენება და გაყიდვა აკრძალულია ქრისტიანიაში) ბევრი ნარკოდამოკიდებული შედის და რჩება ქრისტიანიაში, რადგან აქ ისინი საზოგადოების სრულფასოვან წევრად ითვლებიან, ამის გამო ბევრი დანიელი თვლის, რომ ქრისტიანია წარმატებული სოციალური ექსპერიმენტია.

ქრისტიანია არის სიდიდით მეოთხე ტურისტული ღირთშესანიშნაობა კოპენჰაგენში(ყოველწლიურად ქრისტიანიას ნახევარი მილიონი ადამიანი სტუმრობს). ბევრი დანიური ბიზნესი და ორგანიზაცია იყენებს ამ ადგილს უცხოელი სტუმრებისთვის და მეგობრებისთვის. ისინი იწონებენ თავს ამ დანიური საზოგადეობით, რომლის მსგავსი სხვაგან არსად არ არის.

ქრისტიანიის მაცხოვრებლებმა შეიმუშავეს წესები ცხოვრებისათვის, ეს წესები დამოუკიდებელია დანიური მთავრობისგან. წესები კრძალავს ქურდობას, ძალადობას, იარაღს, დანებს, ჯავშანჟილეტებს და მძიმე ნარკოტიკებს.

ქრისტიანიაში არის ცნობილი Pusher ის ქუჩა სადაც ღიად იყიდება ჰაშიში და კანაფი, თუმცა სხვა ნარკოტიკები როგორიცაა კოკაინი, ამფეტამინი, ექსტაზი და ჰეროინი აკრძალულია.

არეულობა სახლის დანგრევის გამო

2007 წლის 14 მაისს, რამდენიმე მუშა სატყეო და ბუნების სააგენტოდან პოლიციის თანხლებით შევიდა ქრისტიანიაში ძველი, მიტოვებული, პატარა შენობის დასანგრევად. მათ დახვდათ გაბრაზებული და შეშინებული ქრისტიანელები რომელთაც ეშინოდათ, რომ პოლიცია მათ სახლებსაც დაანგრევდა. მაცხოვრებლებმა მოაწყვეს ბარიკადები, ქვებისა და ფეიერვერკების გამოყენებით ცდილობდნენ პოლიციის მოგერიებას. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და 50 მდე აქტივისტი დააკავა.

ლიტერატურა