დოსითეოს ქუთათელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 1:
'''დოსითეოს ქუთათელი''' (გვარად '''წერეთელი'''), (გ. [[თებერვალი]], [[1820]]) — [[ქართველები|ქართველი]] სასულიერო და პოლიტიკური მოღვაწე, ქუთათელი მიტროპოლიტი [[1781]]-[[1820]] წლებში და [[დასავლეთი საქართველო|დასავლეთ საქართველოს]] საკათოლიკოსოს გამგებელი [[1792]]-[[1814]] წლებში.

ღირსი დოსითეოზ ქუთათელი (ერისკაცობაში დავით ნიკოლოზის ძე წერეთელი) დაიბადა საჩხერეში 1750 წლის ახლო ხანებში. მათი საგვარეულო რეზიდენცია საჩხერეში მდებარეობდა, ხოლო სალოცავები და ძვალთშესალაგი - მღვიმებისა და ჯრუჭის მონასტრები იყო. დოსითეოსის ბაბუა პაპუნა წერეთელი 1720-იან წლებში იმერეთის სამეფოს ზემო მხარის სარდალი, ხოლო მამა - ნიკოლოზ წერეთელი, მეფე სოლომონ პირველის მაბჯრეთუხუცესი და მეფის თარჯიმანიც გახლდათ. დოსითეოზს ოთხი ძმა ჰყავდა: ბეჟანი, ვახუშტი, გიორგი და ქველი. მეფის კარზე დაწინაურებული ოჯახი ისტორიულად მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა ქვეყნის მთლიანობისა და სიმტკიცისათვის.

დოსითეოს ქუთათელს კათოლიკოსობა უბოძა [[სოლომონ II]]-მ, მაგრამ კურთხევა არ მომხდარა. დოსითეოსი დიდ მზრუნველობას იჩენდა [[ქუთაისის საეპისკოპოსო]] და საკათოლიკოსო ეკლესიების სამეურნეო საქმეებისადმი. მხარს უჭერდა ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებას. [[1789]] წელს შედიოდა იმერეთის საერო და საეკლესიო თავკაცთა ჯგუფში, რომელთაც წინადადებით მიმართეს [[ერეკლე II]]-ს, გაეერთიანებინა და თავისი ძალაუფლებისათვის დაექვემდებარებინა ქართლ-კახეთისა და [[იმერეთის სამეფო]]ები, რასაც, უარით უპასუხა ერეკლე II-მ. [[1819]] წლის [[იმერეთის აჯანყება 1819-1820|იმერეთის აჯანყების]] დროს დოსითეოს ქუთათელი რუსეთის ხელისუფლებამ დააპატიმრა, როგორც აჯანყების ერთ-ერთი მოთავე. რუსეთში გადასახლების დროს იგი გზაში მოკლეს. დაკრძალულია ანანურში.
 
== იხილეთ აგრეთვე ==