ფეხბურთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
95.104.97.61-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა 149.3.44.42-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 1:
[[ფაილი:football iu 1996.jpg|მინი|300პქ|მარჯვნივ|თავდამსხმელი (წითელ მაისურში) არღვევს დაცვას (თეთრებში) და კარში დარტყმას აპირებს. მეკარე ეცდება შეუშალოს ხელი ბურთის კარში მოხვედრას.]]
რამდენიმე კვირის წინ, ცნობილ პორტალზე, The Players Tribune-ზე ჟერარ პიკეს ძალიან საინტერესო წერილი გამოქვეყნდა. ამჯერად, მარკ-ანდრე ტერ შტეგენის ჯერია, რომელიც მის ცხოვრებას საინტერესო კუთხით გვანახებს.
'''ფეხბურთი''' — გუნდური [[სპორტი]], რომელშიც თერთმეტი წევრისგან შემდგარი ორი გუნდი ეთამაშება ერთმანეთს. თამაში მიმდინარეობს მართკუთხა მინდორზე საგოლე კარებით ორივე ბოლოში. თამაშის მიზანი გუნდის წევრებს შორის ბურთით მანევრირებაა მოწინააღმდეგე გუნდის კარში გოლის გასატანად. ამ სპორტის მთავარი დამახასიათებელი წესის მიხედვით, მოთამაშეებს, [[მეკარე (ფეხბურთი)|მეკარის]] გარდა, ბურთზე ხელის ან მკლავის გამოყენების უფლება არ აქვთ თამაშის პერიოდში. მატჩის გამარჯვებული ის გუნდია, რომელიც უფრო მეტ გოლს გაიტანს თამაშის ბოლომდე. ფეხბურთში არის ერთი მთავარი და ოთხი დამხმარე მსაჯი, აქედან 2 გვერდითი არბიტრი, 2 პირითი ხაზის დამხმარე მსაჯი. მთავარ მსაჯს აქვს უფლება მიიღოს გადაწყვეტილება – დააჯარიმოს თუ არა გუნდი კონკრეტულ ეპიზოდში თამაშის წესების დარღვევისთვის. მსაჯს შეუძლია ფეხბურთელს უჩვენოს ყვითელი ან წითელი ბარათი. ეს იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენად უხეშად ითამაშა ფეხბურთელმა. მსაჯის მიერ ყვითელი ბარათის ორჯერ ან პირდაპირ წითელი ბარათის ჩვენების შემთხვევაში ფეხბურთელი ტოვებს მინდორს და ავტომატურად ტოვებს მისი გუნდის მომდევნო შეხვედრასაც იმ კონკრეტულ ტურნირზე, სადაც მიიღო წითელი ბარათი. იმ შემთხვევაში თუ წითელი ბარათი ფეხბურთელმა არასპორტული საქციელის გამო მიიღო, შესაძლოა მას რამდენიმე თამაშის გამოტოვებაც მოუწიოს (მისი საკითხი განიხილება უეფას ან ფიფას სადისწიპლინო კომიტეტზე).
 
თამაში თანამედროვე სახით ჩამოყალიბდა [[ინგლისი|ინგლისში]], რასაც [[ფეხბურთის ასოციაცია|ფეხბურთის ასოციაციის]] შექმნა მოჰყვა, რომლის [[1863]] წელს შედგენილმა კანონებმა განაპირობა სპორტის განვითარება ისე, როგორც მას ამჟამად თამაშობენ. ფეხბურთის საერთაშორისო მმართველი ორგანიზაციაა [[ფიფა]] ({{lang-fr|Fédération Internationale de Football Association}}; აკრონიმი - FIFA). ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო შეჯიბრია [[მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი|ფიფა-ს მსოფლიო ჩემპიონატი]], რომელსაც ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავს მსოფლიოში სპორტულ ღონისძიებებს შორის.
"სისხლიანი ცხვირი.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
ისტორია იმაზე, თუ როგორ გავხდი მეკარე. მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა, მაგრამ სწორედ ამით დავიწყე. 10 წლის ასაკში, მიონხენგლადბახში ვთამაშობდი. ჩვენი გუნდის მეკარეს ცხვირიდან სისხლდენები დაეწყო. ეს ხშირად ხდებოდა. არ ვიცი, რატომ. ერთხელ, ეს თამაშის დროს დაემართა. მწვრთნელს მეკარე სჭირდებოდა, მაგრამ კარში ჩადგომა არავის სურდა. საბოლოოდ, მე ჩავდექი.
 
* [[ფეხბურთის წესები]]
თავიდან, თავდამსხმელად ვთამაშობდი. გოლების გატანა მომწონდა. სწორედ ამისთვის ვთამაშობდი. ეს მაბედნიერებდა.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
კარში ჩავდექი და... მომეწონა. ჩემში ძირეული ცვლილებები არ მომხდარა, მეკარეობა უცებ არ შემყვარებია, მაგრამ... სახალისო იყო. რაც დრო გადიოდა, კარში თავს უფრო და უფრო კომფორტულად ვგრძნობდი. თანაგუნდელები და მშობლები მეუბნებოდნენ, რომ კარგად ვთამაშობდი.
 
{{Commonscat|Association football}}
თუმცა, ამის მიუხედავად, გოლების გატანა უფრო მომწონდა, ვიდრე მეტოქის მოწინააღმდეგეების შეჩერება.
* [http://www.fifa.com/ ფიფა-ს ოფიციალური საიტი].
* [http://www.fifa.com/worldfootball/lawsofthegame/index.html თამაშის წესები] ფიფა-ს ოფიციალურ საიტზე.
* [http://gff.ge/ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი].
 
{{სპორტის ოლიმპიური სახეობები}}
გოლის გატანა - სწორედ ეს მაბედნიერებდა, სწორედ ამის კეთება მინდოდა.
 
[[კატეგორია:სპორტის სახეობები]]
ფეხბურთში პირველ ადგილზე სწორედ ამას ვაყენებდი.
[[კატეგორია:ფეხბურთი| ]]
 
 
 
სახლში, პატარა ბაღი გვქონდა, რომელშიც ბურთის თამაშის უფლებას არ გვაძლევდნენ. მე და ჩემი უფროსი ძმა ამისთვის ავტოფარეხს ვიყენებდით. ჩემი ძმა კარში იდგა ხოლმე, მე კი ვურტყამდი. კარს ყუთებით, მაისურებით ან სხვა საგნებით ვნიშნავდით. როდესაც 4 წლის ვიყავი, ბაბუამ მითხრა, რომ აინტერესებდა, მოვახერხებდი თუ არა მიონხენგლადბახის "ბორუსიას" სკოლაში თამაშს. მას ახლობელი ჰყავდა, რომელიც ამაში დაგვეხმარებოდა.
 
გუნდს შევუერთდი. მაგრამ ზედმეტად პატარა ვიყავი იმისათვის, რომ მივმხვდარიყავი, თუ რას ნიშნავდა იყო "ბორუსიას" დონის კლუბის წევრი.
 
პირველივე ვარჯიშზე ბევრი რამის სწავლა მომიხდა.
 
როგორც უკვე ვთქვი, მანამდე, მხოლოდ ჩვენს პატარა ავტოფარეხში მქონდა ნათამაშები. ასეთ დროს, როდესაც ბურთს კედელს ურტყამ, მხოლოდ ერთი მიმართულება არსებობს. ასე არაა? მხოლოდ კედელი. ბურთს ყოველთვის ერთი მიმართულებით ურტყამ და ისიც ყოველთვის გიბრუნდება. არც კი მიფიქრია, რომ მოედანს ორი მხარე, ორი მიმართულება ჰქონდა.
 
როდესაც ბურთი მივიღე, დედისა და ბაბუის ყვირილი გავიგე. ამ დროს გავიფიქრე: "პირველივე ცდაზე კარად უნდა ვითამაშო." მე წინ მივდიოდი, ისინი კი ყვირილს განაგრძობდნენ.
 
გოლი გავიტანე და კარს უკან მდგომმა ადამიანმა მითხრა: "არასწორი მიმართულებით უტევდი."
 
პირველი გოლი კარგი ნამდვილად ვერ გამოვდა.
 
დღეს, ამაზე მეცინება. ამან დამაბნია? არავითარ შემთხვევაში! ბედნიერი ვიყავი იმით, რომ გავიტანე! ჰკითხეთ დედას და ბაბუას... ამ შემთხვევაზე ისინი გეტყვიან: "მარკი გატანილი გოლით ისეთი ამაყი იყო."
 
არ ვიცი, რას ფიქრობდა ბაბუა. ვფიქრობ, ის ამაყი იყო იმით, რომ "გლადბახში" ვთამაშობდი. ისევე, როგორც დედა და ბებია. მამას ფეხბურთი დიდად არ უყვარდა, მაგრამ ბაბუა ფანი იყო. სწორედ მას დავყავდი ვარჯიშებზე. მისი მანქანა უნაკლო იყო. არ აქვს მნიშვნელობა მოდელს. ის ძალიან სუფთა იყო. ბაბუა პოლიციის ყოფილი თანამშრომელი იყო - კრიმინალთან ბრძოლის დეპარტამენტის უფროსი.
 
 
 
ბაბუასთან ახლო ურთიერთობა მქონდა. როდესაც ვარჯიშზე მივდიოდი, მანქანის უკანა სავარძელში ტკბილეული ყოველთვის მელოდა. არ ჰქონდა მნიშვნელობა, ციოდა, წვიმდა თუ როგორი ამინდი იყო, ბაბუა ჩემს ვარჯიშს თვალს ყოველთვის ბოლომდე ადევნებდა. ზოგჯერ, ასე იქცეოდნენ დედა და ბებიაც. როდესაც ტურნირზე ვთამაშობდით, რაც არ უნდა შორს ვყოფილიყავით, ბებია და ბაბუა ყოველთვის მოდიოდნენ და ტკბილეული მთელი გუნდისთვის მოჰქონდათ. ეს არ იყო დაჭრილი ფორთოხალი. ზოგჯერ, ბაბუას პომიდორი და წიწაკა მოჰქონდა. უფრო ხშირად კი ეს იყო ხილი, ბოსტნეული და სახლში გამომცხვარი პური.
 
როდესაც წამოვიზარდე, თავს ცოტათი უხერხულად ვგრძნობდი, როდესაც ისინი თან მახლდნენ. ვფიქრობ, ასეა ყველა ბავშვი, როდესაც მისი ოჯახი ახლოსაა. ყოველთვის ცდილობ, მაგარი ბიჭი იყო. ახლა, ვიყურები რა უკან, ვამაყობ, რომ ისინი მუდამ ჩემთან იყვნენ, ჩემზე ზრუნავდნენ და მხარს მიჭერდნენ. ამასთანავე, მათგან ზეწოლას არასდროს ვგრძნობდი.
 
იმ დროზე ფიქრის დროს, ნოსტალგია მომეძალება ხოლმე. ბებია და ბაბუა ისე ზრუნავდნენ ჩემზე... ისინი ჩვენი სახლიდან 10-15 წუთის სავალზე ცხოვრობდნენ და ისეთი ბედნიერი ვიყავი ხოლმე, როდესაც მათთან ღამით დარჩენის საშუალება მქონდა... ბებია, დილით, ჯემიან პურს გამიმზადებდა ხოლმე. ძალიან გემრიელი იყო.
 
იმ დროს, ბაბუა მუდმივად ჩიბუხს ეწეოდა. შემდეგ მან თავი დაანება და მეც არასდროს მომიწევია. ახლაც მძულს. მაგრამ... ის სუნი... ეს სუნი მიყვარს. ვერ ვიტყვი, რომ ეს კარგი სუნია. უბრალოდ... მოგონების სუნია. როდესაც პატარა ვიყავი, ბაბუას კალთაში ვეჯექი ხოლმე. ის ოჯახის ფოტოებს მათვალიერებინებდა, ან ძველ ფილმებს ვუყურებდით. მან იმდენი რამ მასწავლა... სიკეთე, ცხოვრებისეული გაკვეთილები...
 
მაგრამ არა ფეხბურთი.
 
ეს ერთადერთი თემა იყო, რომელზე საუბარიც არ მინდოდა. ბაბუა და ბებია მწვრთნელს არასდროს დაელაპარაკებოდნენ, თუ საკმარის სათამაშო დროს არ მივიღებდი. არც მე მინდოდა ვინმეს ჩემთვის ეთქვა, როგორ უნდა მეთამაშა. ბაბუამ ეს იცოდა. ასე რომ, ფეხბურთზე იშვიათად ვსაუბრობდით. უცნაურია, მაგრამ ეს ის საკითხი იყო, სადაც წარმატების დამოუკიდებლად მიღწევა მსურდა. ზოგჯერ, ის ცდილობდა ჩემთვის ეთქვა, როგორ თამაშობდნენ სხვა მეკარეები: "მათ უნდა მიბაძო." მე მას არ ვუსმენდი. მისთვის ისიც კი არ მითქვამს, რომ ერთ დღეს, მწვრთნელმა ულტიმატუმი წამიყენა.
 
როგორც უკვე აღვნიშნე, როდესაც ჩვენს მეკარეს ცხვირიდან სისხლდენები დაეწყო, გუნდს კარში ვეხმარებოდი. თამაშის თავდასხმაში გაგრძელება მინდოდა, მაგრამ წინ ჩემი თამაში მწვრთნელს არ მოსწონდა. ისე რა დავრბოდი, როგორც მას სურდა.
 
"სირბილის დროს, ფეხს საკმარისად მაღლა არ წევ." - მითხრა მან, როდესაც ჯერ მხოლოდ 10 წლის ვიყავი.
"ჩვენთან ან მეკარედ ითამაშებ, ან სხვა კლუბში გადახვალ."
 
ფიქრი არც კი მჭირდებოდა. გადაწყვეტილება მივიღე. სხვა კლუბი ჩემით დაინტერესებული იყო და თავდასხმაში თამაშს მიპირებდა. მაგრამ ამას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. გოლების გატანა მნიშვნელოვანი აღარ იყო.
 
მნიშვნელობა "გლადბახში" დარჩენას ჰქონდა.
 
ამას ერთი მიზეზი აქვს: სახლი.
 
როდესაც 4 წლის ვიყავი, მხოლოდ ეს კლუბი მსმენოდა. იმ დროს, როდესაც მწვრთნელმა ულტიმატუმი წამიყენა, ჩემი მშობლები დაშორებულები იყვნენ. ჩემი ოჯახი დაიშალა და ფეხბურთი ჩემი იდენტობის უფრო დიდი გამოხატულება გახდა, ვიდრე ადრე. "მიონხენგლადბახი" საჩემო იყო. ბაბუასთან ერთად მგზავრობა, ტკბილეული უკანა სავარძელზე, პომიდორი და წიწაკაც და სხვა ყველაფერი მაბედნიერებდა. ჩემთვის, ეს ყველაფერი იყო.
 
 
 
წასვლა არ შემეძლო. არ მაღელვებდა, რა პოზიციაზე ვითამაშებდი. გოლების გატანა მნიშვნელოვანი აღარ იყო. "გლადბახში" ყოფნა მინდოდა. თამაშის აქ გაგრძელება მსურდა. და მიზნების შეცვლა ვისწავლე.
 
დავრჩი და მეკარე გავხდი.
 
ვფიქრობ, რომ თავდასხმაში თამაშმა განსხვავებულ მეკარედ მაქცია. მოედანს სხვაგვარად ვხედავდი და მას სხვაგვარად ვიყენებდი. ნელ-ნელა, აკადემიის სხვა მეკარეებზე უკეთ თამაში დავიწყე. როდესაც ფეხბურთელები 14 წლის ხდებიან, "გლადბახში" დიდი შემცირება იწყება. ეს რთული მომენტია. ვგულისხმობ იმას, რომ ჯერ კიდევ პატარა ბავშვი ხარ, როდესაც გეუბნებიან, რომ აღარ სჭირდები.
 
14-15 წლის ვიყავი და ჩემი მწვრთნელი, თამაშის შემდეგ, ჩემზე ძალიან გაბრაზებული იყო. არ მახსოვს, რის გამო. მხოლოდ მისი სიბრაზე მახსოვს, როგორ იმედგაცრუებული იყო ჩემით. მახსოვს, თანაგუნდელების თანდასწრებით მითხრა, თუ რამდენად ცუდი ვიყავი... მთელი გუნდის წინ. მწვრთნელი მანამდე ასე არასდროს დამლაპარაკებია.
 
როდესაც დედის მანქანაში ჩავჯექი, ვიტირე. რამდენიმე დღის შემდეგ ვიფიქრე: "კი, ცუდი თამაში მქონდა და ამას უნდა შევეგუო." ამ მწვრთნელმა ზუსტად იცოდა, რაზე მქონდა სამუშაო. იყო ის ჩემ მიმართ მკაცრი? რა თქმა უნდა. სიმართლე გითხრათ, ეს სიმკაცრე მჭირდებოდა კიდეც. მჭირდებოდა ვინმე, ვინც მეტყოდა, რა გზა უნდა გამევლო, თუ პროფესიონალი ფეხბურთელობა მინდოდა. უფრო ძლიერი უნდა გავმხდარიყავი... ბევრი რამ მქონდა გამოსასწორებელი.
ვფიქრობ, სწორედ ამ მომენტში გადავწყვიტე კონცენტრაცია სრულად ფეხბურთზე მომეხდინა. საკუთარი თავის მიმართ უფრო მკაცრი გავხდი. დედასთან და ბაბუასთან ფეხბურთზე ლაპარაკი არ მინდოდა. მსურდა, ყველაფრისთვის თავად მიმეღწია. უფრო დამოუკიდებელი გავხდი. როდესაც 15 წლის გავხდი და სკუტერის ტარება შემეძლო, ბაბუას ვუთხარი, რომ ვარჯიშზე ყოველდღე წაყვანა აღარ მჭირდებოდა. მინდოდა, ჩემს გზას დამოუკიდებლად გავყოლოდი. ბაბუასთვის ეს სიტუაცია რთული იყო, მაგრამ ის დამთანხმდა.
 
და მაინც, როდესაც წვიმდა, შინ დაბრუნებამდე 10 წუთით ადრე ტელეფონი რეკავდა:
==
"ხომ არ გინდა წამოგიყვანო?" - მეკითხებოდა ბაბუა.
 
"რა თქმა უნდა, კარგი იქნება."
 
მას შემდეგ, ტკბილეული აღარ მელოდა. უფრო პროფესიონალურად უნდა მოვქცეულიყავი.
 
მაშინაც კი, როდესაც პირველ გუნდში ჩემი გამოძახება დაიწყეს, არ შემეძლო, ოჯახი თან მხლებოდა. ვიცოდი, რომ ეს მობილიზებაში ხელს შემიშლიდა. რაც თავი მახსოვს, ბაბუა ამ კლუბს გულშემატკივრობდა. იმაზე ფიქრს ვერ ვწყვეტდი, როგორ რთულად მიიღებდა დედა, თუ ცუდი თამაში მექნებოდა და ხალხი დამისტვენდა. როდესაც პირველად გამომიძახეს, სეზონის დასრულებამდე 8 თამაში იყო დარჩენილი და ყველა მათგანზე მარტო წავედი. ეს გზა დამოუკიდებლად უნდა გამევლო.
 
მომდევნო სეზონებში ბაბუა მუდმივად ტრიბუნებზე იყო. კლუბის მაისურით ჩატარებული ბოლო მატჩის დროს, ვერც კი წარმომედგინა, მისი და დედას გარეშე როგორ უნდა ვყოფილიყავი. ან ჩემი მომავალი მეუღლის ოჯახის გარეშე. უფრო თავდაჯერებული გავხდი და მარტო სიარული აღარ მსურდა.
 
როდესაც 2014 წელს, "გლადბახიდან" "ბარსელონაში" გადასვლის შანსი მომეცა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიმეღო. ოჯახი და კლუბი, ჩემთვის, ყველაფერი იყო. როგორ მიმეტოვებინა ორივე? მაგრამ, წასვლის გადაწყვეტილება ორი მიზეზით მივიღე. პირველი, რა თქმა უნდა, "ბარსელონას" თამაშის სტილი იყო. ყოველთვის ვიცოდი, რომ ერთადერთი გუნდი, რომლის გამოც "გლადბახს" დავტოვებდი, "ბარსელონა" იქნებოდა. ამ გუნდის თამაშის სტილი ისეთი მეკარისთვის, რომელიც ფეხით ხშირად თამაშობს, შესანიშნავი შესაძლებლობაა.
 
მეორე მიზეზი კი მოგვიანებით გამოჩნდა, როდესაც ანდონი სუბისარეტას შევხვდი.
 
მახსოვს, აგენტმა მითხრა: "ბარსელონას" ჯერ შენთან საუბარი სურს. მათ სურთ, წარმოდგენა შეიქმნან შენზე, როგორც პიროვნებაზე და ასევე იმაზე, თუ როგორ მოერგები მათ გასახდელს."
 
კლუბმა ჩემთან შესახვედრად სუბი გამოგზავნა. არ ველოდი, თუ ის ჩემს გადაწყვეტილებაზე ამხელა გავლენას მოახდენდა. საუბრის დაწყების მომენტიდანვე მასთან რაღაც კავშირი დავინახე. ის კლუბზე, ისტორიასა და მის გამოცდილებაზე მიყვებოდა. მან მითხრა, რას ნიშნავს ახალ კლუბში და ქალაქში გადასვლა. მან მიჩვენა, რას ნიშნავს, იყო "ბარსელონას" ფეხბურთელი. ის უბრალო, თბილი პიროვნება იყო.
 
ამის შემდეგ დავრწმუნდი, რომ მინდოდა წავსულიყავი და ამ შესანიშნავი კლუბის ნაწილი გავმხდარიყავი. ვიცი, რას ამბობს ხალხი ხშირად: "მარკ ტერ შტეგენი? ის ცივია." შესაძლოა, იმის გამო, რომ გერმანელი ვარ. მაგრამ ვიცი, როგორი ვარ და არ მინდა, ხალხს ცივ ადამიანად მივაჩნდე.
"ბარსელონას" ფერებს სიამაყით ვატარებ. მაგრამ, ჩემთვის, ეს მეტია, ვიდრე ფეხბურთი. ქალაქი, გულშემატკივრები... ვერასდროს იგრძნობ, რომ მარტო ხარ. ვერც იქნები. აქ ასე არ ხდება. ამას გარედან ვერ დაინახავთ.
 
 
 
როდესაც აქ გადმოვედი, ასეთ რამეს ვერც წარმოვიდგენდი. ესპანურად ცუდად ვლაპარაკობდი. მახსოვს, გასახდელში ჩემი პირველი შესვლა. ძალიან ბედნერი ვიყავი, რადგან იმ დროს კლუბმა ივან რაკიტიჩიც შეიძინა. მან გერმანულიც იცოდა და ესპანურიც და პირველ თვეებში ის ჩემი თარჯიმანი იყო. ის მეხმარებოდა, როდესაც კითხვები მებადებოდა და მიხსნიდა მწვრთნელის ინსტრუქციებს, როდესაც ბოლომდე არ მესმოდა. მეხმარებოდა რაფინიაც, რომელმაც კლუბი ცოტა ხნის წინ დატოვა. ჩვენ ინგლისურად ვლაპარაკობდით, შემდეგ კი, ესპანურზე გადავედით. ის, გასახდელში, ჩემს გვერდით იჯდა და ჩვენ ერთმანეთთან კვლავ კარგი ურთიერთობა გვაქვს.
 
თუმცა, ამ ბიჭების უკეთ გასაცნობად, მათთან უფრო სიღრმისეული საუბარი მჭირდებოდა და ესპანურის შესწავლა დავიწყე.
ჩვენ ვამბობთ, რომ ვართ "მეტი, ვიდრე კლუბი" და არ ვაპირებ, კლუბის რეკლამა გავაკეთო, მაგრამ ზოგჯერ ეს ერთადერთი გზაა. აქ რაღაც უფრო მეტია.
 
როდესაც 2016 წლის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის შედეგები ვნახე და გავიგე, რომ "ბარსელონა" "გლადბახს" ხვდებოდა, არ ვიცოდი რა მჭირდა. თავიდან, ამით ბედნიერი არ ვიყავი.
მოგვიანებით, ჩემი გერმანელი მეგობრისგან, ანდესგან მივიღე შეტყობინება, რომელშიც მხოლოდ სმაილები იყო.
 
შემდეგ კი ვიფიქრე: "ეს არის შანსი, ჩემს სახლში ყველა კიდევ ერთხელ ვნახო." მაგრამ როგორი იქნებოდა ჩემი ძველი კლუბის რეაქცია? რას იტყოდნენ გულშემატკივრები?
 
როდესაც ჩავედით, ყველაფერი ისეთი შინაური იყო - მაგრამ ცოტათი სხვანაირი. ცხოვრებაში პირველად, სტადიონზე სტუმრების შესასვლელიდან შევედი. სტუმრების გასახდელში დავჯექი. ასეთი რამ მანამდე არასდროს გამეკეთებინა. გახურების დროსაც, თავს ვაკონტროლებდი, რომ მოედნის მეორე მხარეს არ გადავსულიყავი.
 
 
 
როდესაც მოედანზე გავედი, ტრიბუნებზე ავიხედე და დავინახე, რომ გულშემატკივრები ფეხზე წამოდგნენ და ტაში დამიკრეს. ძალიან ემოციური მომენტი იყო. მთელს ტანზე დამბურძგლა და ცრემლებს ვერ ვიკავებდი. 18 წელი დიდი დროა. სწორედ ამდენი დრო გავატარე "გლადბახში". ეს ჩემი ცხოვრება იყო. ამაყი ვიყავი იმით, რომ გულშემატკივრები თბილად დამხვდნენ. იმ საღამოს, მოედნის დატოვების დროს, განსხვავებული განცდა მქონდა. "გლადბახი", ჩემთვის, ყოველთვის განსაკუთრებული იქნება. ფეხბურთელად ამ კლუბში ჩამოვყალიბდი და ამ კლუბმა მომცა საშუალება, ამეხდინა ყველა ბავშვის ოცნება და "კამპ ნოუზე" მეთამაშა.
 
ვიცი, რომ ზოგიერთი ადამიანი მიცნობს როგორც "ბარსელონას" გერმანელი მეკარე", მაგრამ ახლა, იქნებ, მათ ჩემი უკეთ გაიგონ.
 
იცით, რომ ჩემი ბაბუა "კამპ ნოუზე" ჯერ კიდევ არაა ნამყოფი? მას სულ ვეუბნები, რომ უნდა მოვიდეს და ერთ დღეს ასეც მოხდება.
 
თუ "კამპ ნოუს" სიახლოვეს ნახავთ მოხუც კაცს, რომელიც პომიდორსა და წიწაკას ყიდულობს, იცოდეთ, რომ ის მოვიდა."
 
მარკ ანდრე ტერ შტეგენი
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფეხბურთი“-დან