სტეფანე ხირსელი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[File:Stephane Khirseli.JPG|thumb|სტეფანე ხირსელი - აცამეტ მამათაგანი (ფრესკა ანანურის ტაძრიდან)]]
'''სტეფანე ხირსელი''', ''სტეფანე ქიზიყელი'' — [[VI საუკუნე|VI საუკუნის]] შუა წლებში [[ხირსა]]ში ([[ქიზიყი]]) მოღვაწე ერთ-ერთი ათცამეტი [[ასურელი მამები|ასურელი მამათაგანი]], წმინდანი (ხს. დღე — {{OldStyleDate|9|იანვარი||27|დეკემბერი}}). დააარსა [[ხირსის მონასტერი|მონასტერი]], დასაფლავებულია იქვე.
 
==ბიოგრაფია==
სტეფანე ხირსელის ცხოვრების ამსახველმა წერილობითმა წყაროებმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. გადმოცემით ცნობილია რომ ის [[იოანე ზედაზნელი]]ს მოწაფე იყო და სამოღვაწეოდ მან შეარჩია [[ცივგომბორისცივ-გომბორის ქედი|ცივგომბორისცივ-გომბორის ქედზე]] მცირე ფერდი, რომელიც იმ დროს უსიერი ტყით იყო დაფარული.
 
წმინდა სტეფანემ „აღაშენა სამყოფელი თჳსი [[ხირსა|ხირსის]] სოფლის მოახლო, სახელსა ზედა წმ. სტეფანესა“. თუმცა ცალკეული მაგალითები ხირსის სასწაულმოქმედი ცხოვრებისა აღარ არსებობს, უდავოა, რომ მან „ურიცხუნი ძალნი და ნიშნი აღასრულნა ქვეყანასა ზედა, ვინათგან მრავალ არიან სასწაულნი“ ქმნილნი ასურელ მამათ მიერ. „შემდეგ მრავალს მიუღუაწებია ქვემო კახეთს“, ნეტარი მამა მშვიდობით აღესრულა. მის მიერ აშენებულ მონასტერში „დაიდვა წმინდა გვამი მისი სავსე სასწაულებითა და ნიშებითა“.