არსენ იყალთოელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
 
No edit summary
ხაზი 1:
'''არსენ იყალთოელი''', XI-XII საუკუნეების [[ქართველები|ქართველი]] სასულიერო მოღვაწე, ფილოსოფოსი, მწერალი, ჰიმნოგრაფი.
 
წყაროებში იხსენიება ვაჩესძედ. წარმოშობით [[იყალთო|იყალთოდან]] ყოფილა. განათლება მიიღო [[ბიზანტია|ბიზანტიაში]], ე.წ. მანგანის აკადემიაში. მისი მასწავლებლები იყვნენ [[მიქაელ ფსელოსი]] და [[იოანე ნომოფილაქსი]]. აქვე დაუწყია მთარგმნელობითი მოღვაწეობა. 80-იან წლებში წავიდა [[შავი მთა|შავ მთაზე]] ([[სირია]]), სადაც მოღვაწეობდა [[ეფრემ მცირე|ეფრემ მცირის]] ხელმძღვანელობით. მისი გარდაცვალების შემდეგ დაბრუნებულა მანგანის მონასტერში, შემდეგ [[თეოფილე ხუცესმონაზონი|თეოფილე ხუცესმონაზონთან]] და [[იოანე ტარიჭისძე|იოანე ტარიჭისძესთან]] ერთად ჩამოსულა [[საქართველო|საქართველოში]]. მოღვაწეობდა [[გელათის აკადემია|გელათის აკადემიაში]]. ტრადიციული ცნობის თანახმად, [[დავით აღმაშენებელი|დავით აღმაშენებლის]] დახმარებით არსენ იყალთოელის იყალთოს მონასტერთან დაუარსებია აკადემია და მისი პირველი რექტორიც ყოფილა. საბოლოოდ შიო-მღვიმის[[შიომღვიმე|შიომღვიმის მონასტერში]] დამკვიდრებულა.
 
არსენ იყალთოელმა თარგმა და ერთ კრებულში "დოგმატიკონში" (ყველაზე სრული ნუსხაა S - 1463, XII-XIII სს.) გააერთიანა ბიზანტიის მწერალთა ფილოსოფიური-თეოლოგიური თხზულებები: [[ანასტასი სინელი|ანასტასი სინელის]] "წინამძღვარი", [[იოანე დამასკელი|იოანე დამასკელის]] "წყარო ცოდნისა", მისივე რამდენიმე პოლემიკური ნაშრომი, [[თეოდორე აბუკარა|თეოდორე აბუკარას]] პოლემიკური ეპისტოლენი, [[მიქაელ ფსელოსი|მიქაელ ფსელოსის]] "პირმშოსათვის", კირილე ალექსანდრიელის, ნიკიტა სტითატის, ლეონ პაპის დოგმატურ-პოლემიკური ეპისტოლენი, სტატიები და ტრაქტატები, მრავალი უავტორო პოლემიკური თხზულება და სხვა. არსენ იყალთოელმა თარგმნა აგრეთვე "დიდი სჯულისკანონი", [[გიორგი ამარტოლი|გიორგი ამარტოლის]] "ხრონოღრაფი" და სხვა.
 
არსენ იყალთოელი თარგმანებს ურთავდა ფილოლოგიურ და ფილოსოფიურ თვალსაზრისით საინტერესო [[სქოლიო|სქოლიოებს]]. აღსანიშნავია, რომ არსენ იყალთოელს მოიხსენიებენ [[ანატომია|ანატომიის]] მცოდნედ. "ანატომიკოსად" ([[ანტონ I]], [[იოანე ბაგრატიონი]]). მასვე ეკუთვნის სასულიერო შინაარსის [[იამბიკო|იამბიკოები]], დავით აღმაშენებლის [[ეპიტაფია]] "ვინ ნაჭარმაგევს მეფენი". არსენ იყალთოელს შეუდგენია [[ფიზიკა|ფიზიკის]] სახელმძღვანელო, რომლითაც ასწავლიდა [[გელათის აკადემია|გელათისა]] და [[იყალთოს აკადემია|იყალთოს აკადემიებში]]. ამ სახელმძღვანელოს იხსენიებს ანტონ I. არსენ იყალთოელი შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფიურ-თეოლოგიური აზრის მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. მონაწილეობდა დავით აღმაშენებლის მიერ მოწვეულ კრებაში, რომელიც მიზნად ისახავდა რელიგიურ-დოგმატიკურ საკითხების გადაწყვეტას. არსენ იყალთოელის პოზიცია [[ერეტიკოსი|ერეტიკოსების]] მიმართ შეურიგებელი და მკაცრი იყო. მისი თეორიული მეთოდი დოგმატიკურია. ფილოსოფიაში სქოლასტიკის არისტორელიზმის[[არისტოტელიზმი|არისტოტელიზმის]] მიმდევარია.
 
არსენ იყალთოელის მემკვიდრეობა ჯერ კიდევ არ არის მეცნიერულად გამოცემული. ზოგი მკვლევარი ([[ჟორდანია, თევდორე|თ. ჟორდანია]], [[ჭიჭინაძე, ზაქარია|ზ. ჭიჭინაძე]], [[ხახანაშვილი, ალექსანდრე|ა. ხახანაშვილი]], [[ლოლაშვილი, ივანე|ი. ლოლაშვილი]]) არსენ იყალთოელს აიგივებს [[არსენ ბერი|არსენ ბერთან]].