რუსთავის ისტორიული მუზეუმი: განსხვავება გადახედვებს შორის

მღებრიშვილი
(მღებრიშვილი)
მუზეუმის პირველ ექსპოზიციაში გამოფენილ იქნა მხოლოდ რუსთავის ნაქალაქარზე მშენებლობის დროს შემთხვევით ნაპოვნი და 1949-1950 წლებში მცირე მასშტაბით არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული არქეოლოგიური მასალა.
 
XX საუკუნის 80-იან წლებში მუზეუმის პატარა შენობას, მისი დირექტორის ლ.ბასიაშვილის (1963-2000 წწ) თავდადებული მოღვაწეობის შედეგად მიაშენეს თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ორი საექსპოზიციო დარბაზი (1000კვ.მ) და ფონდსაცავი (500 კვ.მ). მუზეუმს შესაძლებლობა მიეცა [[საქართველო]]ს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური ცენტრის [[კუხეთი]]ს (რუსთავის) არქეოლოგიური ექსპედიციისაგან მიეღო არამატო რუსთავის, არამედ ისტორიული [[კუხეთი]]ს ([[გარდაბნის რაიონი]]) ვრცელ ტერიტორიაზე აღმოჩენილი მრავალრიცხოვანი არქეოლოგიური მასალა. გარდა ამისა, [[მუზეუმი]]ს ფონდები შეივსო [[საგარეჯო]]სა და [[ქვემო ქართლი]]ს რეგიონში მუზეუმის თანამშრომელთა მიერ მოწყობილი სხვადასხვა ექსპედიციების დროს მოპოვებული ეთნოგრაფიული მასალით. ტრადიციულად იგი ივსებოდა რიგითი რუსთაველი მოქალაქეებისა და კერძო კოლექციონერების მიერ შემოწირული ნივთებითაც. ამჟამად, მუზეუმის მეორე სართულზე გამოფენილია [[მსოფლიო]]ში ერთადერთი [[ობობა]]ს ქსელებით მხატვრის, ია მღებრიშვილის[[მღებრიშვილი]] ნამუშევრები, რომელიც ნებისმიერი ქართველისა თუ უცხოელის აღფრთოვანებას იწვევს.
 
ბოლო წლების მანძილზე აქტიურად იმართება სასკოლო კონკურსი სახელწოდებით ,,ვიცოდეთ ჩვენი ქალაქის ისტორია.’’, რომელშიც აქტიურად მონაწილეობს ქალაქის ყველა სკოლა.
ანონიმური მომხმარებელი