შეკვეთილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 49:
შეკვეთილი დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პუნქტი იყო XVIII საუკუნის განმავლობაში. 1723 წლიდან შევკეთილის ციხეში [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის იმპერიის]] გარნიზონი იდგა. 1788-92 წლებში [[სიმონ III გურიელი|სიმონ III გურიელმა]] „ერმენის მებაჟეობის უფლება“, რომელშიც შეკვეთილიც შედიოდა, [[ნაკაშიძეები|ნაკაშიძეებს]] გადასცა.
 
1812 წლიდან, [[ბუქარესტის საზავო ხელშეკრულება (1812)|ბუქარესტის ზავი]]ს მიხედვით, შეკვეთილი ფაქტობრივად [[რუსეთის იმპერია|რუსეთის იმპერიის]] გამგებლობაში მოექცა<ref>„საქართველოს ისტორიის ნარკვევები“ გვ. 478, 678, 876 — „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1973 წ</ref>შეკვეთილის შემდეგ იწყებოდა ოსმალეთის იმპერიის საზღვარი. 1813 წელს საქართველოს მთავარმმართებელ [[ნიკოლაი რტიშჩევი|რტიშჩევის]] რჩევით [[მამია V გურიელი|მამია V გურიელმა]] ააგო წმინდა ნიკოლოზის სახელობის ციხე, რომლის მშენებლობა 1815 წელს დასრულდა. ციხე მდებარეობდა მდინარეების, ნატანებისა და ჩოლოქის ზღვაში შესართავთან. ამ დროს ისციხე [[მეთევზეობა|მეთევზეობის]] და [[სიმინდი]]თ ვაჭრობის ერთ-ერთ კერას წარმოადგენდა, ასევე შეკვეთილიდან ხდებოდა გურიაში მოჭრილი ხე-ტყის გატანა. 1820 წელს რუსეთის ჯარმა დატოვა შეკვეთილისა და [[ანაკლია|ანაკლიის]] ციხეები. რუსეთ-ოსმალეთის [[რუსეთ-ოსმალეთის ომი (1828-1829)|1828-1829]] წლების ომის დროს შეკვეთილთან გაიმართა ბრძოლა. აგვისტოში გიგო ბოლქვაძემ გამოიჩინა გმირობა ოსმალო მზვერავების წინააღმდეგ და დაიმსახურა პორუჩიკის წოდება. მოგვიანებით კი გესსეს და მაიორ პატკოვსკის დაქვემდებარებაში არსებულმა გურულების 1500 კაციანმა რაზმმა გამოიჩინა თავი და დაამარცხა [[ტრაპიზონი]]ს შენასკინ კაია ოღლის ლაშქარი. შეკვეთილი მნიშვნელოვანი ბრძოლების ადგილს წარმოადგენდა 1841 წელს [[გურიის აჯანყება|გურიის აჯანყების]] დროს. აჯანყებულებმა 10 აგვისტოს აიღეს ციხე და 13 სექტემბრამდე, აჯანყების დასრულებამდე ეკავათ ის. წმინდა ნიკოლოზის ციხე-სიმაგრე ნახსენებია 1847 წლის კალენდარში<ref>[https://dlib.rsl.ru/viewer/01003825054#?page=60&view=list Кавказский календарь на 1847 год გვ. 68]</ref>
 
1853 წლის დასაწყისში გახშირდა ყაჩაღების თავდასხმები შეკვეთილზე, ამიტომ მთავრობამ გაამაგრებინა ციხესიმაგრე და მის დასაცავად გამოყო შავი ზღვის მე-12 სახაზო ბატალიონის ორი შენაერთი 255 ადამიანის შემადგენლობით და 2 ზარბაზნით. [[ყირიმის ომი]]ს დროს 1853 წლის 15 ოქტომბერს წმინდა ნიკოლოზის საგუშაგოს თავს დაესხა თურქთა რეგულარული ჯარი და სახალხო ლაშქარი [[თავდგირიძეები#ჰასან-ბეგ თავდგირიძე|ჰასან-ბეგ თავდგირიძის]] მეთაურობით, სულ 5 ათასი კაცი. მათ წინააღმდეგობას უწევდნენ რუსი ეგერები და გურულთა სახალხო ლაშქარი, სულ 500 კაცი, აქედან 345 გურული. გურულებს მამა-შვილი გიორგი და ესე გურიელები მეთაურობდნენ. 7 საათი მიდიოდა ბრძოლა, სასიკვდილოდ დაჭრილმა გიორგი გურიელმა სარდლობა 16 წლის შვილ ესეს გადაულოცა. ბრძოლაში თავი გამოიჩინეს და გმირულად დაიღუპნენ გიგინეიშვილი და წითლიძე, ზაქარია ანდრონიკაშვილი. ბრძოლაში თავი გამოიჩინეს ლევან, დავით, დიმიტრი, მალაქია გურიელებმა. შეკვეთილის ციხეში რუსეთის ჯარი ჩადგა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შეკვეთილი“-დან