ხატმებრძოლეობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Clasm Chludov.jpg|მინი|300პქ|<center>[[ქლუდის პსალთერიონი]]ს მინიატურა: ხატმებრძოლეობის ალეგორიული გამოსახულება : «''და მისცეს მას ძმარი ნავღლითა აღზავებული. და გემოჲ რაჲ იხილა, არა უნდა სუმის. ''». მხატვარი აკომენტირებს ხატმებრძოლების ქმედებებს და ადარებს ევანგელისტურ მოვლენებს. ჯვარზე აცმა გოლგოთის მთაზე; ხატმებრძოლები, რომლებიც იესოს ხატს კირით ჩღაპნიან; ქრისტეს მარჯვნივ მდგარი იესო აწვდის იესოს ძმრით გაჟღენთილ ღრუბელს, სხვა მეომარი ქრისტეს გამსჭვალავს. მთის ძირში დგანან ხატმებრძოლები [[იოანე გრამატიკოსი]] და [[ანტონი სილელი]]მეომარი მარჯვნივ აწვვდის ქრისტეს ძმრით გაჟღენთისლ.</center>]]
'''ხატმებრძოლეობა''' — [[VIII საუკუნე]]ში დაწყებული რელიგიური დაპირისპირება, რის გამოც დაწყებული დაპირისპირებარომელიც საუკუნეზე მეტ ხანს გაგრძელდა თითქმის მთელ[[ბიზანტიის საქრისტიანოშიიმპერია]]ში. [[ლეონ III (ბიზანტია)|ლეონ III]] თავის ბრძანებით სათავე დაუდო ხატმებრძოლეობას.
 
იმპერატორის განკარგულებით აიკრძალა ხატების თაყვანისცემა. მან ბრძანა ეკლესიიდან მათი გატანა. იმპერატორი და მისი მომხრეები მიიჩნევდნენ, რომ ხატების თაყვანისცემა იყო იგივე კერპმსახურება. ქრისტიანთა დიდი ნაწილი აღაშფოთა იმპერატორის ამ გადაწყვეტილებამ. ხატმებრძოლთა წინააღმდეგ განსაკუთრებით ამხედრდნენ ბერ-მონაზვნები და ეკლესიის სხვა მსახურნი. ამან საშუალება მისცა იმპერატორს ეკლესია-მონასტრებისათვის მიწები და ქონება ჩამოერთმია. ამით იგი ცდილობდა სახელმწიფო ხაზინის გამდიდრებას და თავისი ხელისუფლების განმტკიცებას.
ხაზი 6:
== ხატმებრძოლეობის წინარეისტორია ==
 
ქრისტიანობის გარიჟრაჟზე მისი მიმდევრები ქრისტიანულ სიმბოლოებს სხვადასხვა საშუალებით (სკულპტურა, ფერწერა) გამოსახავდნენ: [[ჯვარი|ჯვარს]], ასო X-ს, [[მტრედი|მტრედს]], [[თევზი|თევზს]], [[გემი|გემს]] და ა.შ. უკვე IV საუკუნიდან, როცა ქრისტიანობა არ იდევნებოდა, სიმბოლოებმა და ბიბლიური სცენების ასახვამ ეკლესიებში გადაინაცვლა. [[ბასილი დიდი]] ფერმწერებს მოუწოდებს, რათა [[წმინდა ვარლამი]]ს გმირობა კედლის ფერწერაში ასახონ. [[იოანე ოქროპირი]] გვამცნობს, რომ წმინდა მელეტ ალექსანდრიელის პორტრეტები ფართოდ იყო გავრცელებული. IV საუკუნეში ხატწერა უკვე ტაძრის შიდა სივრცის ათვისებაში გამორჩეულ ადგილს იკავებს. ამ ეპოქის მამები ხატების მიმართ პატივისცემითა და თაყვანისცემით განმსჭვალულნი არიან. ბასილი დიდი ამბობს: „მწამს წმინდათა წინასწარმეტყველებისა, მოციქულებისა და მოწამეებისა, მოუხმობ მათ, რათა წარდგნენ ღმრთის წინაშე, და მათი მეოხებით ღმერთი მოწყალე მეყოს მე. ამიტომ ხატებზე მათ გამოსახვას პატივს ვცემ და თაყვანს ვცემ“.
 
თუმცა, იყვნენ მოწინააღმდეგეებიც. [[ევსები კესარიელი]] უარყოფითად ხვდება [[კონსტანტინე დიდი]]ს დის გზავნილს იმის შესახებ, რომ გაუგზავნოს მას მაცხოვრის ხატი და იმთავითვე ხატმწერთა ოპოზიციურ რიგებში დგება. ის თვლის, რომ ხატწერა რთული კრიტერიუმებით უნდა ჩატარდეს: „თუ შენ მთხოვ გამოგიგზავნო ხატი მხსნელისა, მაშინ მომწერე რომელ გამოსახულებას ითხოვ ჩემგან, ვის ძალუძს მკვდარი ფერებით გამოსახოს მისი დიდებულება, მოციქულებმაც კი ვერ შეძლეს მისი გამოსახვა. შენ ეძებ გამოსახულებას მონისა და ცოდვილისა, რომელიც ეწამა ჩვენთვის? მაგრამ ჩვენ ისიც ვიცით, რომ ის ღმერთი იყო და რაში გჭირდება ესოდენ მისი გამოსახულება?“ ასევე [[305]] წელს [[ესპანეთი|ესპანეთში]] გამართულმა [[ელვირის საეკლესიო კრება]]მ ტაძრებში წმინდანთა გამოსახვა აკრძალა.
 
ხატმებრძოლები არა თვიანთ თავს, არამედ ხატთაყვანისმცემლობას ანათესავებდნენ [[ნესტორიანელობა]]სა და [[მონოფიზიტობა]]სთან. მათი თქმით: „ფერწერა (რელიგიური) [[ნესტორი (კონსტანტინოპოლის პატრიარქი)|ნესტორს]] გვაგონებს, რომელმაც ჩვენთვის განხორციელებული ერთი ძე და ღმერთი – სიტყვა ორად განყო“. მეორე მხრივ, იმავე ხატმებრძოლთა აზრით, ხატთაყვანისცემის მიმდევრები მონოფიზიტურ ერესში ვარდებოდნენ:„ფერწერა თვით [[დიოსკორე]]სა და [[ევტიქი (ერესიარქი)|ევტიქს]] გვაგონებს, რომელიც ასწავლიდა, რომ [[იესო ქრისტე|ქრისტეში]] ორი ბუნება შეერწყა და შეერია. აი, ფერმწერმა დაწერა ქრისტეს ხატი, ეს არის ხატი ღმერთისა და ადამიანისა, აქედან გამომდინარე შეურწყმელი ბუნებანი შეერწყა და შერწყმის ბიწიერ ცდომილებაში აღმოჩნდა“.
 
ხატების მოწინააღმდეგენი ამოდიოდნენ [[ბიბლია|ბიბლიური]] იდეიდან, რომ ღმერთი არის სული, რომელიც არავის უნახავს:„არა ჰქმნე თავისა შენისა კერპნი, არცა ყოვლადვე მსგავსნი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქუეყანასა ზედა ქუე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქუეშე ქუეყანისა: არა თაყუანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ“. ხატმებრძოლები უპირველესად ქრისტეს ანთროპომორფულ გამოსახულებებს უარყოფდნენ, მათ არ სურდათ „ოქროს მანტიაში მორთული ეკლესია“, არამედ მხოლოდ სულიერება, ხოლო მათი თქმით, ხატმწერები უხეში გზებით ცდილობდნენ ეკლესიის “მორთვას” და სულიერების შებღალვას. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ხატმებრძოლები ქრისტიანობას სდევნიდნენ იმ მოტივით, რომ სურდათ ეკლესია დაეცვათ კარიკატურებისტებისაგან და [[იუდაიზმი|იუდეველ]]-წარმართებისაგან. „ხატმებრძოლებს ბოროტი მიზნები არ ამოძრავებდათ. მათ სურდათ კულტისაგან და ფეტიშიზმისაგან გაეთავისუფლებინათ ეკლესია, სურდათ ღვთაებრივი სულის შენარჩუნება, ამასთან ხატმებრძოლები მიიჩნევდნენ, რომ ფერწერული ხელოვნება მთავარ ქრისტიანულ დოგმატს - ლოგოსს ეხებოდა, და მისი დარღვევისაკენ იყო მიმართული“. მაგრამ ეს უპირველესად ხატმწერთა წინააღმდეგ ბრძოლა იყო.