იოზეფ ჰაიდნი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
212.58.121.79-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Gobrona-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 3:
 
== შემოქმედება ==
[[1740]]-[[1749]] წლებში ჰაიდნმიჰაიდნი ვენაში მღეროდა წმ. სტეფანეს ტაძრის გუნდში. აქვე სწავლობდა სხვადასხვა საკრავზე დაკვრას. ერთხანს იტალიელი კომპოზიტორისა და სიმღერის მასწავლებლის ნ. პორპორას აკომპანიატორი იყო. XVIII საუკუნის 50 წლებში ჰაიდნმა დაწერა ზინგშპილი „კოჭლი ეშმაკი“ (დაიდგა [[1752]] წელს ვენაში) და მთელი რიგი სხვა ნაწარმოებები, რომელთაც პირველად მოუპოვეს მას სახელი. [[1759]]-[[1761]] ჰაიდნი გრაფ მორცინის კარის კაპელმაისტერი იყო. აქ შექმნა მან თავისი პირველი სიმფონიები. [[1761]]-[[1790]] მსახურობდა უნგრელი თავადების ესტერჰაზების კარზე, რომელთა ორკესტრისა და საშინაო თეატრისათვის დაწერა მრავალი სიმფონია (მათ შორის ცნობილი „გამოსათხოვარი“, [[1772]]) და ოპერა. ჰაიდნის შემოქმედებითი მოღვაწეობა აღმავლობას განიცდის XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში, როდესაც შექმნა საუკეთესო კვარტეტები (დაწყებული ოპუს 33-ით), 6 პარიზული ([[1785]]-[[1786]]) და 12 ლონდონური ([[1791]]-[[1792]], [[1794]]-[[1795]]) სიმფონია, ორატორიები, მესები და ა. შ. ინგლისში მოგზაურობამ გააფართოვა ჰაიდნის შემოქმედებითი თვალსაწიერი, [[1791]] მას მიანიჭეს [[ოქსფორდის უნივერსიტეტი]]ს საპატიო დოქტორის წოდება.
 
ჰაიდნმისჰაიდნის უაღრესად დემოკრატიული ხელოვნება დაკავშირებულია ხალხურ შემოქმედებასთან. მისი მუსიკა გამსჭვალულია ავსტრიული, სლავური, უნგრული ფოლკლორის რიტმებითა და ინტონაციებით, ხალხური იუმორით, ცხოველმყოფლობით. ცენტრალური ადგილი ჰაიდნის შემოქმედებაში უკავია სიმფონიებსა (100-ზე მეტი) და სიმებიან კვარტეტებს (83); ორივე ამ ჟანრში ჰაიდნის მოღვაწეობას ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა. ზოგიერთი თავისი მხატვრული თვისებით, ფილოსოფიური გააზრებითა და კომპოზიციური ხერხებით (მოტივურ-თემატიკური დამუშავება) ჰაიდნმა შეამზადა [[ბეთჰოვენი, ლუდვიგ ვან|ბეთჰოვენის]] შემოქმედება. განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჰაიდნის შემოქმედებაში მის ორატორიებს „სამყაროს შექმნა“ ([[1798]]) და „წელიწადის დრონი“ ([[1801]]). ჰაიდნმსჰაიდნს ეკუთვნის 24 ოპერა, მრავალი საკრავიერი კონცერტი და ანსამბლი (200-მდე), 52 საფორტეპიანო სონატა, საკრავიერი პიესები და სხვა.
 
=== ჰაიდნმისჰაიდნის ძირითადი ნაწარმოებები ===
* 104 სიმფონია
* 83 კვარტეტი
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იოზეფ_ჰაიდნი“-დან