ჩანთოსნები: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 20:
| fw = 327562
}}
'''ჩანთოსენები''' ({{lang-la|Marsupialia ან Metatheria}}) — ძუძუმწოვრების ინფრაკლასი, რომელიც მოიცავს 7 (ან 8) რიგს: [[ოპოსუმისნაირნი]], [[ცენოლესტები]], [[მიკრობიოთერიუმისნაირნი]], [[ჩანთოსანი თხუნელასნაირნი]], [[მტაცებელი ჩანთოსნები]], [[ჩანთოსანი მაჩვისნაირნი]], [[ორმჭრელიანი ჩანთოსნები]] და [[Deltatheroida]]. საერთო ჯამში აერთიანებს სამასამდე სახეობას. მათი სხეულის სიგრძე მერყეობს 4–10 [[სმ]]-დან ([[ჩანთოსანი თაგვი]]) 160 სმ-მდე ([[რუხი კენგურუ]]). ჩანთოსნების გარეგნობა ნაირგვარია. უმრავლესობას კუდი კარგად აქვს განვითარებული, ზოგი მას სატაცად იყენებს. კიდურები უმეტესად ხუთთითიანია. ზოგ სახეობას I და V თითი რედუცირებული აქვს. კენგურუებსა და ზოგ სხვას II და III თითი ერთმანეთთან აქვს შეზრდილი ([[სინდაქტილია]]). [[კოალა]]ს, [[კუსკუსი|კუსკუსსა]] და ზოგ სხვას პირველი ერთი ან ორი თითი სხვა თითებისადმი აქვს დაპირისპირებული. მიწათხარიებს — ჩანთოსან თხუნელებსა და ჩანთოსან მაჩვებს წინა კიდურებზე მძლავრი ბრჭყალები ეზრდებათ. [[ჩანთოსანი მიწის კურდღელი|ჩანთოსან მიწის კურდღლებსა]] და კენგურუებს უკანა კიდურები ძლიერ წაგრძელებული და სახტომად მომარჯვებული, ხოლო წინა კიდურები მოკლე აქვთ. ბალნიანი საფარველი მეტად ხშირი და რბილია, ზოგისა ჯაგრისებური. ზოგს დინგზე აქვს ვიბრისები. ჩანთოსნების უმრავლესობას მოეპოვებათ ჩანთა, რომელიც იხსნება წინ ან უკან, ზოგს იგი გვერდითი ნაოჭის სახით აქვს, ხოლო ზოგს ([[ჩანთოსანი ჭიანჭველაჭამია|ჩანთოსან ჭიანჭველაჭამიას]]) სულაც არ გააჩნია. ჩანთაში იხსნება 2–6 ძუძუ; უჩანთოებს აქვთ 25-მდე ძუძუ, რომლებიც სხეულის გვერდებზეა განლაგებული. კბილების რაოდენობა მერყეობს 22-დან ([[ქუსლითმავალი]]) 52-მდე (ჩანთოსანი ჭიანჭველაჭამია). [[თავის ტვინი]] პრიმიტიულია, კორძიანი სხეული არ აქვს. უმრავლესობის გრძნობის ორგანოები განვითარების მაღალ დონეზეა. ჩანთოსან თხუნელებს არ აქვთ თვალები. ზოგს სისხლის მიმოქცევის სისტემაში [[კიუვიეს სადინარები]] მოეპოვება. სხეულის ტემპერატურა 34–36° აღწევს. რძით იკვებებიან პასიურად, ძუძუდან პირის ღრუში [[რძე]] გადადის სპეციალური კუნთების შეკუმშვის შედეგად. ნაშიერის ხორხისა და რბილი სასის აგებულება ხელს უწყობს ერთდროულად სუნთქვასა და კვებას. [[ლაქტაცია|ლაქტაციის]] პერიოდი 65 დღემდე გრძელდება. ჩანთაში ნაშიერი 250 დღემდე რჩება. ის სახეობები, რომლებსაც ჩანთა არა აქვთ, ნაშიერებს ზურგით ატარებენ ან მუცლის მხარეზე ძუძუთი ჰყავთ ჩამოკიდებული. უმრავლესობა წელიწადში ერთხელ (ზოგი რამდენჯერმე) მრავლდება. მაკეობა 8–40 დღე-ღამემდე გრძელდება. შობენ 1–24 ნაშიერს. თითოეულის სიგრძე 0,5–3 [[სმ]], ხოლო მასა 0,6–5,5 [[გრამი|გ]] აღწევს. ცოცხლობენ 5–25 წლამდე. იკვებებიან [[მცენარეები|მცენარეულობით]], ხმელეთის ცხოველებით, ზოგი ყოვლისმჭამელია. ზოგ ჩანთოსანს საკვებად იყენებენ, ბევრი მათგანი ბეწვის სარეწაო ობიექტია, ზოგს ადამიანის მეურნეობისთვის ზიანი მოაქვს. ჩანთოსნები გავრცელებული არიან [[ავსტრალია]]ში, [[ახალი გვინეა|ახალ გვინეასა]] და მიმდებარე კუნძულებზე, [[ტასმანია]]ზე, [[სულავესი|სულავესზე]], [[სამხრეთი ამერიკა|სამხრეთ]], [[ცენტრალური ამერიკა|ცენტრალურ]] და [[ჩრდილოეთი ამერიკა|ჩრდილოეთ ამერიკაში]]. ზოგიერთის რაოდენობა ძალზე შემცირებულია და გადაშენების საფრთხის წინაშე დგას. ისინი შეტანილი არიან „[[წითელი წიგნი|წითელ წიგნში]]“. ჩანთოსნების ყველაზე უძველესი ნამარხები ჩრდილოეთ ამერიკის ქვედა [[ცარცული სისტემა|ცარცული პერიოდიდან]]. სამხრეთ ამერიკაში გამოჩნდნენ [[პალეოცენი|პალეოცენიდან]]. ევროპაში ჩანთოსნები ცხოვრობდნენ [[ეოცენი|ეოცენიდან]] [[მიოცენი|მიოცენამდე]]. [[აზია|აზიაში]] და ავსტრალიაში ცნობილი არიან [[ოლიგოცენი|ოლიგოცენიდან]].
== ლიტერატურა ==
{{ქსე|11|80|ჯანაშვილი ა.}}
[[კატეგორია:ძუძუმწოვრები]]▼
[[კატეგორია:ჩანთოსნები|*]]
▲[[კატეგორია:ძუძუმწოვრები]]
|