რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
→‎ურთიერთობები 1783-1800 წლებში: ავტორი ლუკა ყარალაშვილი
ხაზი 33:
 
== ურთიერთობები 1783-1800 წლებში ==
[[საქართველო]]ში ტრაქტატის გაფორმებას სიხარულით შეხვდნენ,გაიმართა საზეიმო ღონისძიებებიც მაგრამ რუსეთთან დაკავშირებული მოლოდინები ფუჭი აღმოჩნდა რაც მალე დადასტურდა. რუსეთი არ აპირებდა სრულად შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულებები.ამავე დროს ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის პროტექტორატში შესვლით უკმაყოფილო [[ოსმალეთი]]ს ხელისუფლებამ გადაწყვიტა დაესაჯა [[ერეკლე II]], საამისოდ მან მოუწოდა [[ჩრდილოეთ კავკასია]]ში მცხოვრებ მუსლიმ ერებს ებრძოლათ ქრისტიანულიმართმადიდებელ საქართველოს წინააღმდეგ და არ დაეშვათ რუსეთის სამხრეთ კავკასიაში დამკვიდრება.[[თურქები]]ს მოწოდების შემდეგ ჩრდილოკავკასიელებმა გაახშირეს საქართველოზე თავდასხმები, ისინი ძარცვავდნენ და წვავდნენ სოფლებს და ქალაქებს იტაცებდნენ და მონებად ყიდდნენ მოსახლეობას, მათ დახმარებას უწევდა ოსმალეთის ხელისუფლების ბრძანებით ახალციხის ფაშა. იგი აბინავებდა საფაშოში ჩრდილოკავკასიელების მოთარეშე ბანდებს,ამარაგებდა საკვებით, აიარაღებდადა იარაღებით.და გზავნიდა საქართველოს დასარბევად.ქართლ-კახეთის მდგომარეობას განსაკუთრებით ართულებდა ისიც რომ სამეფოს ესხმოდნენ ერთდროულად ორი მხრიდან დაღესტნიდან და [[ახალციხის საფაშო|ახალციხის]] საფაშოდან.სამეფო ლაშქარი ფაქტობრივად მთელი წლის განმავლობაში დაკავებული იყო თავდამსხმელების მოგერიებით,ხოლო რუსეთიდან გამოგზავნილი ორი ბატალიონი ვერანაირ ქმედით დახმარებას ვერ უწევდა საქართველოს მოთარეშეებთან ბრძოლაში.[[1785]] წელს ოსმალეთის წაქეზებით, [[ხუნძახი]]ს ხანმა ომარმა მთელს დაღესტანში შეაგროვა 20 000 ლაშქარი და თავს დაესხა საქართველოს, თავდამსხმელებმა დიდი ზიანი მიაყენეს საქართველოს, მათ გაანადგურეს ახტალის სამთამადნო წარმოება. რუსეთმა არანაირი დახმარება არ აღმოუჩინა საქართველოს რითაც დაარღვია [[გეორგიევსკის ტრაქტატი]], სადაც ნათლად იყო განსაზღვრული რომ რუსეთი ვალდებული იყო მტრის შემოჭრის შემთხვევაში დაეცვა ქართლ-კახეთი.<br />
[[ფაილი:George XII of Georgia.jpg|მინი|ქართლ-კახეთის მეფე გიორგი XII (1798-1800) წ.წ.]]
[[1787]] წელს მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა დაიწყო [[რუსეთ-ოსმალეთის ომი]].რუსეთმა საქართველოდან გაიწვია 1783 წელს შემოყვანილი ორი ბატალიონი, რითაც კიდევ ერთხელ დაარღვია ტრაქტატი.საქართველო ოსმალეთის პირისპირ მიტოვებული დარჩა.ამ მძიმე ვითარებაში ერეკლე II იძულებული გახდა დაეწყო მოლაპარაკებები ოსმალეთთან და დაზავებოდა სტამბოლს,რითაც იხსნა საქართველო თურქეთთან ახალი ომის გაჩაღებისგან.რუსეთის ღალატით იმდგაცრუებული სამეფო ოჯახის და თავად-აზნაურების ერთი ნაწილი მოითხოვდა მეფისგან რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტას, რადგან პრორუსულ პოლიტიკას ზიანის გარდა სხვა არაფერი მოჰქონდა საქართველოსთვის, მაგრამ ერეკლე II საგარეო პოლიტიკა მაინც არ შეცვალა.[[1792]] წელს დასრულდა რუსეთ-თურქეთის ომი თუმცა, რუსეთს არც ომის დასრულების შემდეგ დაუბრუნებია საქართველოში სამხედრო კონტიგენტი რომლის ყოფნაც გათვალისწინებული იყო ტრაქტატით.<br />1795 წელს ქართლ-კახეთის სამეფოს ახალი საფრთხე დაემუქრა, ამჯერად სპარსეთის მხრიდან, ირანის შაჰმა აღა-მაჰმად-ხანმა ერეკლე II გეორგიევსკის ტრაქტატის გაუქმება და რუსეთთან კავშირის გაწყვეტა მოსთხოვა. გეორგიევსკის ტრაქტატის ერთგულმა მეფემ უარი განაცხადა შაჰის მოთხოვნაზე და საფრთხის შესახებ რუსეთის ხელისუფლებას შეატყობინა, იმის მიუხედავად რუსეთის ხელისუფლება ფლობდა ინფორმაციას მომავალი სპარსეთ-საქართველოს ომის შესახებ რამდენიმე თვით ადრე და თავისუფლად შეეძლო გამოეგზავნა დამხმარე სამხედრო კონტიგენტი ერეკლესთვის, მან ეს არ გააკეთა.ამით მან აგრძნობინა ირანს რომ, შეეძლო თავისუფლად ემოქმედა რადგან რუსეთი ომში არ ჩაერეოდა და ამასთანავე კიდევ ერთხელ დაარღვია გეორგიევსკის ტრაქტატი.<br />