პორტრეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის 176.221.196.219 ცვლილებების გაუქმება (№3478309)
იარლიყი: გაუქმება
No edit summary
ხაზი 2:
'''პორტრეტი''' ([[ფრანგული ენა|ფრანგ.]] portrait<portraire - გამოსახვა (მოძველებული) — რეალურად არსებული პიროვნების (ან გამოგონილი ლიტერატურული გმირის), ადამიანთა ჯგუფის გამოსახვა ან აღწერა (მაგ., [[ლიტერატურა|ლიტერატურაში]]). პორტრეტი [[სახვითი ხელოვნება|სახვითი ხელოვნების]] ერთ-ერთი ძირითადი ჟანრია ([[ფერწერა]], [[ქანდაკება]], [[გრაფიკა]], [[ფოტოხელოვნება]]).
 
პორტრეტის საფუძველი მემორიალური საწყისია - კონკრეტული ადამიანის სახის უკვდავყოფა. ძირითადი კრიტერიუმია გამოსახულების მსგავსება მოდელთან, ორიგინალთან, მისი სულიერი არსის სწორად გახსნა, ინდივიდუალობის, ტიპური ნიშნების წარმოჩენა, პორტრეტი ძირითადად ნატურიდან იქმნება. არსებობს დაზგური (სურათი, ბიუსტი, გრაფიკული ფურცელი), მონუმენტური (სკულპტურული მონუმენტი, ფრესკა, მოზაიკა) პორტრეტისხვადასხვა ეპოქაში პორტრეტს ათავსებდნენ მონეტაზე, მედალზე ([[სამედალო ხელოვნება]]), გე,აზე ([[გლიპტიკა]]). პორტრეტი შიძლებაშეიძლება იყოს ინდივიდუალური, წყვილი (ორმაგი) და ჯგუფური. პორტრეტის სპეციფიკური ტიპის [[ავტოპორტრეტი]]. პორტრეტული ჟანრის საზღვრები მერყევია. ზოგჯერ საკუთრივ პორტრეტი ერწყმის სხვა ჟანრს. პორტრეტში შეიძლება გაიხსნას მორალური სახე, გადმოიცეს მოდელის როგორც დადებითი, ისე ნეგატიური ხასიათი ([[კარიკატურა]], [[შარჟი]]), აისახოს მნიშვნელოვანი მოვლენები.
 
პორტრეტული ჟანრი უძველეს პერიოდში ჩაისახა, მისი პირველი ნიმუშები ძველი აღმოსავლეთის, კერძოდ ძველი ეგვიპტის ხელოვნებაში ხვდება. როგორც ჩანს, პორტრეტი ძველ ეგვიპტეში დაკავშირებული იყო გარკვეულ კულტთან, იგი რელიგიურ-მაგიურ ხასიათს ატარებდა. მოდელის დუბლირება აუცილებელი იყო იმქვეყნიური ცხოვრებისათვის, ამიტომაც შეიქმნა კანონიზებული პორტრეტული ტიპი. დროთა განმავლობაში ძველეგვიპტური პორტრეტის ხასიათი შეიცვალა, გაღრმავდა მისი ფსიქოლოგიური შინაარსი (განსაკუთრებით ახალი სამეფოს, თლ-ელ-ამარნის, პერიოდში, ძვ. წ. XIV ს.).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პორტრეტი“-დან