თბილისის დემონსტრაციები (1978): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
93.177.138.55-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა MIKHEIL-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 1:
'''დემონსტრაციები თბილისში''' [[1978]] წლის [[14 აპრილი|14 აპრილს]] ჩატარდა [[საქართველოს კომუნისტური პარტია|საქართველოს კომუნისტური პარტიის]] მიერ [[ქართული ენა|ქართული ენის]] კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობის საპასუხოდ. გელა[[1977]] წელს, ახალი საბჭოთა კონსტიტუციის მიღების შემდეგ, [[საქართველოს სსრ]] უზენაესმა საბჭომ შეიმუშავა კონსტიტუციის გეგმა, რომელშიც [[1936]] წლის კონსტიტუციისგან განსხვავებით, ქართული სახელმწიფო ენად უკვე აღარ იყო გამოცხადებული. ამ ინიციატივას საპროტესტო აქციების მთელი სერია მოჰყვა, რომლის შედეგადაც, გარდაუვალი გახდა შეტაკება ათასობით მომიტინგესა და საბჭოთა მთავრობას შორის. კრიზისის განმუხტვა შესაძლებელი გახდა [[ედუარდ შევარდნაძე|ედუარდ შევარდნაძის]] მიერ [[მოსკოვი]]ს ცენტრალური ხელისუფლების ავტორიტეტებთან მოლაპარაკებით, რომლის შედეგად, ახალ კონსტიტუციაში ქართული ენის ყოფილი სტატუსის შენარჩუნების ნებართვა მიიღეს.
 
საბჭოთა კავშირის ცენტრალური მთავრობის ამ უჩვეულო დათმობამ თბილისში ემოციები დააცხრო, თუმცა დაძაბულობა გამოიწვია [[აფხაზეთის ასსრ|აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაში]], სადაც აფხაზმა კომუნისტურმა ელიტამ ეს ნაბიჯი ქართული [[ნაციონალიზმი]]ს წინაშე კაპიტულაციად შერაცხა და მოითხოვა ავტონომიის საქართველოდან [[რსფსრ|რუსეთის ფედერაციის]] დაქვემდებარებაში გადატანა. ეს მოთხოვნა უარყვეს, თუმცა რამდენიმე პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური საკითხი დათმეს.
 
ამ მოვლენების აღსანიშნავად, [[1990]] წლიდან [[14 აპრილი]] საქართველოში დედაენის დღედ აღინიშნება.
 
== რესურსები ინტერნეტში ==